მაისის შროშანა
მაისის შროშანა (ლათ. Convallaria majalis) — მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. სიმაღლით 20–40 სმ-ია. აქვს მხოხავი და გრძელი ფესურა. სიფრიფანა და თეთრი ფერის ქვედა ფოთლები. მწვანე, მოგრძოკვერცხისებური ან ელიფსურლანცეტა ღეროსეული ფოთოლი. თეთრი, ზოგჯერ შიგნიდან იისფერზოლებიანი, სურნელოვანი, ზარისებური ყვავილი; ყვავილის ყუნწი დაკიდულია. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1] გავრცელებულია ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში,[1] მთის შუა სარტყლამდე.[2] ყვავილი და ფოთლები გულის დაავადებათა სამკურნალო 20-მდე გლიკოზიდს შეიცავს, რომლებიც კარდენოლიდების ჯგუფს განეკუთვნებიან; მათ შორის მთავარ გლიკოზიდებს განეკუთვნება კონვალოტოქსინი, კონვალოტოქსოლი, კონვალიზიდი (0,05–0,07%). მათ გარდა, მცენარეში აღმოჩენილია საპონინები, ფლავონოიდები, კუმარინები, ეთერის ზეთის კვალი (ფოთლებში).[3]
მაისის შროშანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საერთო ხედი (გადაღებულია მცხეთაში) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Convallaria majalis L., 1753 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ქვესახეობების გავრცელების არეალი | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 62.
- ↑ დავლიანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 42.
- ↑ Гаммерман А. Ф., Кадаев Г. Н., Яценко-Хмелевский А. А. Лекарственные растения (Растения-целители) : Справочник. — 3-е изд., перераб. и доп. — М.: «Высшая школа», 1984. — стр. 111, 400 c., 150 000 экз.