შროშანა
შროშანა (ლათ. Convallaria) — ფესურიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. თეთრი, ზარისებრი, სურნელოვანი ყვავილები და წითელი კენკრა ნაყოფი აქვს.
შროშანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაისის შროშანა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Convallaria L., 1753 | |||||||||||||
|
გვარის სახეობებიდან ერთ-ერთი — მაისის შროშანა — გვხვდება სამხრეთ კავკასიაშიც (ადრე აქ გავრცელებული შროშანა ცალკე სახეობად, Convallaria transcaucasica-ად ითვლებოდა), საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში იზრდება. აღნიშნული სახეობა შხამიანია. ყვავილი და ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს — ძირითადად კონვალატოქსინს და კონვალაზიდს, რომლებსაც გულის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. მედიცინაში იხმარება ყვავილებისაგან გამოხდილი ეთეროვანი ზეთიც. შროშანა დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავლიანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 42.