Chains on You (ქართ. ჯაჭვები შენზე) — ბერძენ-სომეხი მომღერლის ათენა მანუკიანის სიმღერა, რომლითაც უნდა წარედგინა სომხეთი 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, თუმცა კონკურსი იმ წელს კოვიდ-19-ს პანდემიის გამო გაუქმდა[1] სიმღერა გამოვიდა ციფრული სახით 2020 წლის 14 თებერვალს. სიმღერა არის R&B-სა და ჰიპ-ჰოპის ჟანრის.[2]

„Chains on You“
სინგლიათენა მანუკიანი
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 2020 წლის 14 თებერვალი
ჟანრი R&B, ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 3:02
ავტორ(ებ)ი ათენა მანუკიანი
კომპოზიტორი ათენა მანუკიანი, DJ Paco

შეფასება რედაქტირება

სიმღერამ მიიღო მეტწილად კარგი შეფასებები კრიტიკოსებისგან.[3] უილიამ ლი ადამსის, Wiwibloggs– ის მთავარი რედაქტორი, შეფასება განსაკუთრებით პოზიტიური იყო: ,,ბრილიანტები ვისზე ანათებენ? ბრილიანტები ანათებენ ათენა მანუკიანზე. ეს სიმღერა ეწინააღმდეგება ევროვიზიის კონვენციას და ამტკიცებს, რომ R&B-სა და ჰიპ-ჰოპს აქვთ ადგილი ამ სფეროში. სარისკო, გაბედული, ათენა გვახსენებს ყველა ჩვენს ღირსებას და პოტენციალს. მას შეუძლია მღეროდეს ჯაჭვებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ემანსიპაციაა." ადამსისმა სიმღერას საბოლოოდ დაუწერა 9.5/10.

საიტზე ESCXtra, სიმღერამ მიიღო კარგი შეფასება. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ,,ასეთი სიმღერა საკმაოდ იშვიათია. შესრულების თვალსაზრისით დიდ კონკურენციას გაუწევს მოწინააღმდეგეებს. სიმღერის თვალსაზრისით, ჰიპ-ჰოპ ჟანრი საკმაოდ კარგად მუშაობს. და საერთოდ, ამ ბოლო წლებში სომხეთი საკმაოდ კარგ შედეგს დებს ხოლმე თავისი ახალი და უნიკალური სიმღერებით."

ემა კელიმ Chains on You შეადარა არიანა გრანდეს 2019 წლის ჰიტს 7 Rings. კელიმ სიმღერას დაუწერა 6.8/10 ქულა.[4]

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი რედაქტირება

ათენა მანუკიანს 2020 წელს სომხეთი უნდა წარედგინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, თუმცა იმ წელს კონკურსი კოვიდ-19-ს პანდემიის გამო გაუქმდა.[1] ათენა მანუკიანი კონკურსისთვის შეირჩა Depi Evratesil–ის საშუალებით, ეს არის მუსიკალური კონკურსი, რომელიც ირჩევს მომღერლებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის. მან აიღო 118/120 ქულა ჟიურისგან.[5]

2020 წლის 28 იანვარს ჩატარდა სპეციალური განაწილების წილისყრა, რომლის მიხედვითაც წყდება თუ რომელ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას ქვეყანა. სომხეთი მეორე ნახევარფინალში მოხვდა, რომელიც გაიმართა 2020 წლის 14 მაისს. ამასთან, 18 მარტს კონკურსი ოფიციალურად გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ათენა ნახევარფინალში მე-14 უნდა გამოსულიყო, ფინეთის შემდეგ, პორტუგალიის წინ.[6]

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი იყო არტურ მანუკიანი. ვიდეოკლიპი აიტვირთა ევროვიზიის ოფიციალურ YouTube არხზე 13 მარტს. მუსიკალურ ვიდეოში ათენა ორ სხვადასხვა ადგილასაა, ერთი სადაც მას თეთრი კაბა აცვია და დგას ბრილიანტის წინ, ხოლო მეორე შავ კაბაში, თავზე გვირგვინით, სადაც ტახტზე ზის. 2020 წლის 26 მაისს ვიდეოს უკვე 5 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

,,ჩვენ მხოლოდ 2 კვირა გვქონდა სიმღერის გასაახლებლად და მუსიკალური ვიდეოს გადასაღებად. მრავალი რეპეტიციისა და მზადების შემდეგ ძალიან აღფრთოვანებული ვარ ჩვენი მუშაობის შედეგით. ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა და დამიჯერეთ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის! ”, - თქვა ათენა მანუკიანმა სიმღერის ვიდეოკლიპში.[7]

ვებგვერდმა Wiwibloggs Chains on You-ის ვიდეო იმ წლის მეორე საუკეთესო ვიდეოკლიპად დაასახელა, მალტას შემდეგ.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ESCXtra. (15 February 2020) 🇦🇲 Athena Manoukian has won Depi Evratesil!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 15 February 2020
  2. Wiwibloggs. (10 May 2020) Chains on You Lyrics. ციტირების თარიღი: 15 May 2020
  3. Wiwibloggs. (13 April 2020) Wiwijury 2020 review of Armenia. ციტირების თარიღი: 3 June 2020
  4. Kelly, Emma. All 41 Eurovision 2020 entries ranked (14 May 2020). ციტირების თარიღი: 7 June 2020
  5. Chains On You Depi Evratesil Performance (15 February 2020). ციტირების თარიღი: 19 July 2020
  6. Eurovision Song Contest. (14 May 2020) Part two of Eurovision Song Celebration. ციტირების თარიღი: 3 June 2020
  7. Wiwibloggs. (13 March 2020) Armenia releases Chains on You revamp and music video. ციტირების თარიღი: 3 June 2020
  8. Official Music Video - Armenia 2020. Eurovision Song Contest (13 March 2020). ციტირების თარიღი: 13 March 2020