Bloodhound Gang
Bloodhound Gang — ამერიკული როკ-ჯგუფი ფილადელფიიდან, რომელმაც თავისი შემოქმედება Beastie Boys-ის გავლენით დაიწყო,[1] ხოლო პოპულარობის შემდეგ შეემატა ფანკის[2], რეპკორ-მეტალის[2] და ელექტრონული როკის ელემენტები. დღეის მონაცემით, ჯგუფს გაყიდული აქვს 6 მილიონი ალბომი.[3]
Bloodhound Gang | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა 1999 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ფილადელფია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, პანკ-როკი, ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი, კომედი-როკი, |
აქტიური | 1988 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Geffen Records |
წევრები | ჯიმი პოპი, DJ Q-Ball, ევილ ჯარედ ჰასელჰოფი, დენიელ კარტერი, The Yin |
ყოფილი წევრები | Willie The New Guy, ლუპუს ტანდერი, Spanky G, M.S.G., Tard-E-Tard, Skip O'Pot2Mus, Foof, Bubba K. Love, Daddy Long Legs |
საიტი | bloodhoundgang.com |
Bloodhound Gang ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირებაპირველი ალბომის გამოშვებამდე
რედაქტირებაBloodhound Gang-ის პირველი შემადგენლობა ჩამოყალიბდა 1992 წელს, სახელით „Bang Chamber 8“. თავდაპირველი შემადგენლობა მოიცავდა ორ ადამიანს - ჯიმი პოპს და Daddy Long Legs-ს. სწორად მათ გამოუშვეს კასეტა, რომელიც ატარებდა ჯგუფის პირველ სახელს. კასეტის გამოშვებიდან მალევე მათ ჯგუფს სახელი შეუცვალეს და მას სამუდამოდ "Bloodhound Gang" ეწოდა. სახელთან ერთად მათ მუსიკის ჟანრიც შეიცვალეს.
Bloodhound Gang-მა ვერ მოახერხა კლუბებში დამკვიდრება და ამიტომ მათი პირველი კონცერტები იმართებოდა მათი მეგობარი - ევილ ჯარედ ჰასელჰოფის ოთახში ლუდი „Schlitz“-ის და სიგარეტი „Marlboro“-ს სანაცვლოდ. მეორე დემო-კასეტა, სახელად The Original Motion Picture Soundtrack to Hitler’s Handicapped Helpers გამოვიდა 1994 წლის აპრილში. ამ კასეტით დაინტერესდა კომპანია "Cheese Factory Records", რომელთანაც შემდგომში ჯგუფმა ხელი მოაწერა კონტრაქტი. 1994 წლის ნოემბერში გამოვიდა Bloodhound Gang-ის პირველი EP (მინი-ალბომი), სახელად Dingleberry Haze, რომელიც მხოლოდ ას ეგზემპლარად გაიყიდა.
1996 წელს ჯგუფი მიიწვიეს გერმანიაში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს როკ-ფესტივალზე Rock am Ring.
Use Your Fingers
რედაქტირება1995 წლის მარტში Bloodhound Gang-მა Columbia Records-თან ახალ კონტრაქტს მოაწერა და გამოუშვა პირველი სრულყოფილი ალბომი, სახელად Use Your Fingers. ჯგუფს დაეწყო ტური მთელ აშშ-ში, მაგრამ რეპ-ჯგუფ Wolfpac-ის შესაქმნელად ჯგუფი დატოვეს Daddy Long Legs-მა და M.S.G.-მ. მათ ჩასანაცვლებლად ჯიმი პოპმა მოიწვია ბასისტი ევილ ჯარედ ჰასელჰოფი და დიჯეი Tard-E-Tard. ტურის დამთავრების შემდეგ ჯგუფმა გაწყვიტა კონტრაქტი Columbia Records-თან, რის გამოც ჯგუფი დატოვეს Skip O'Pot2Mus-მ და Tard-E-Tard-მა. მათ სანაცვლოდ კი მოვიდნენ Spanky G და DJ Q-Ball.
«One Fierce Beer Coaster»
რედაქტირება1996 წლის მარტში ჯგუფმა ახალი შემადგენლობით ჩაწერა მეორე ალბომი, სახელად One Fierce Beer Coaster, რომელიც ჩაიწერა ჯგუფის პირველი ლეიბლის - Cheese Factory Records-ის სტუდიაში (ახლა Republic Records). სწორედ ამ ალბომით ისინი გაემგზავრნენ ტურში აშშ-ს, ავსტრალიის და ევროპის ფარგლებში. ეს ალბომი შეიცავდა სინგლს „Fire Water Burn“, რომელიც მრავალი ჩარტის ლიდერი იყო.
Hooray for Boobies
რედაქტირება2000 წლის 29 თებერვალს გამოვიდა Bloodhound Gang-ის მესამე ალბომი, სახელად Hooray for Boobies იგი ჩაწერილი იქნა ნაწილობრივ ლოს-ანჯელესში, ნაწილობრივ კი კალიფორნიაში, სადაც ჯგუფი გადავიდა საცხოვრებლად. Bloodhound Gang-მა წამოიწყო კიდევ ორი ტური ევროპაში, სადაც მკვეთრად ეს ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა. სინგლი „The Bad Touch“ გახდა #1 გერმანიაში, ხოლო ტრეკი სახელად „Along Comes Mar“ მოხვდა გერმანული ჩარტების პირველ ათეულში. ჯგუფი კი დაბრუნდა ევროპიდან ალბომის 5 მილიონ ეგზემპლარად გაყიდვის შემდეგ.
Hefty Fine
რედაქტირებაჯგუფის ახალი ალბომი - Hefty Fine გამოშვებულ იქნა 2005 წლის 13 სექტემბერს. ალბომის სახელი (ქართ. დიდი ჟირაფი) წარმოიშვა იმ ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჯარედ ჰასელჰოფი დააჯარიმეს 10000 $ დოლარის ოდენობით. მას ეს დაეკისრა შოუ Viva la Bam-ის გადაღებისას, როდესაც ჯარედს შენობის სახურავიდან უნდა მოეშარდა ჭიქაში, რომელიც ქუჩაში ჯიმი პოპს ეჭირა. თავდაპირველად ალბომი ატარებდა სახელს - Heavy Flow, მაგრამ, როდესაც ჯგუფმა გაიგო, რომ იგივე სახელი აქვს მუსიკოს Moby-ს ალბომს, მათ სახელის შეცვლა მოუწიათ. პირველმა სინგლმა „Foxtrot Uniform Charlie Kilo“-მ დიდი როტაცია მიიღო და მისი ტრანსლაცია ხდებოდა მრავალ მუსიკალურ ტელეარხზე. პირველი სინგლისგან განსხვავებით, „UHN Tiss UHN Tiss UHN Tiss“-ს ტრანსლაცია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რადიოარხებზე ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩარტებში უფრო მაღალ რეიტინგს იკავებდა.
„Screwing You on the Beach at Night“
რედაქტირება2007 წელს ჯგუფმა ჩაწერა სინგლი სახელად „Screwing You on the Beach at Night“. პირველად იგი გამოქვეყნდა 14 ივლისს Itunes-ში, ხოლო შემდგომში იგი გამოვიდა CD დისკებზე. სინგლი შეიცავდა სულ ორ კომპოზიციას - „Screwing You on the Beach at Night“ და „Screwing You on the Beach at Night“ (Cape May I Remix).
Show Us Your Hits
რედაქტირება2010 წლის 23 დეკემბერს გამოვიდა ჯგუფის რიგით მეექვსე ალბომი, რომელსაც Show Us Your Hits-ს სახელი მიეცა. ძველი პოპულარული სიმღერების გარდა („I Hope You Die“, „Fire Water Burn“), ალბომში შევიდა ორი ახალი სიმღერა - „Altogether Ooky“ და „Disco Pogo“. 8 აგვისტოს მათ YouTube არხზე გამოქვეყნდა ტრეკი „Chew Toy“, მალევე კი მისი რემიქსიც. 2 თვის შემდეგ, 20 ოქტომბერს კი გამოვიდა ტრეკი „American Bitches“.
Hard-off
რედაქტირება2015 წლის ნოემბერში გამოვიდა რიგით მეშვიდე და ამ დროისათვის ბოლო ალბომი Hard-off.
წევრები
რედაქტირებაწევრები
რედაქტირება- ჯიმი პოპი (ჯეიმზ ფრენკსი) — ვოკალი, სოლო (1993 წლამდე), რიტმ-გიტარა;
- ევილ ჯარედ ჰასელჰოფი (ჯარედ ჰენეგანი) — ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალი;
- DJ Q-Ball (ჰარი დინი) — დიჯეინგი, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, სემპლები, პროგრამირება, ბეკ-ვოკალი;
- The Yin (ადამ პერი) — დასარტყამები, ბეკ-ვოკალი;
- დენიელ კარტერი — სოლო-გიტარა;
ყოფილი წევრები
რედაქტირება- Daddy Long Legs – ვოკალი, ბას-გიტარა (1988–1995)
- Bubba K. Love – დიჯეინგი, ვოკალი (1992–1993)
- Foof – დასარტყამები, ვოკალი (1992)
- Skip O'Pot2Mus – დასარტყამები (1992–1995)
- ლუპუს ტანდერი – დიჯეინგი (1992–1994), სოლო-გიტარა (1994–2008)
- M.S.G. – დიჯეინგი (1994–1995)
- Tard-E-Tard – დიჯეინგი (1995)
- Spanky G – დასარყტამები (1995–1999)
- Willie The New Guy – დასარტყამები (1999–2006)
ქრონოლოგია
რედაქტირებადისკოგრაფია
რედაქტირება- Use Your Fingers (1995)
- One Fierce Beer Coaster (1996)
- Hooray for Boobies (2000)
- Hefty Fine (2005)
- Hard-Off (2015)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Features - all the juicy bits! (21 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2016.
- ↑ 2.0 2.1 One Fierce Beer Coaster - Bloodhound Gang - Songs, Reviews, Credits - AllMusic. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2016.
- ↑ Gavalis, Richard. Staff/Bios. Dome Sound Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი, 2008. ციტირების თარიღი: August 12, 2010.