Azamara Quest
Azamara Quest — R-კლასის საკრუიზო გემი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კომპანია Azamara Club Cruises-ის სამსახურშია. აშენდა 2000 წელს, კომპანია Renaissance Cruises-ისთვის და იმ დროისათვის R Seven ეწოდა. აღნიშნული კომპანია 2001 წელს დაიშალა და გემიც მომდევნო ორი წლის მანძილზე უმოქმედოდ იყო, სანამ გერმანულ Delphin Seereisen-ს გადაეცემოდა, რომელმაც მას Delphin Renaissance უწოდა. 2006 წელს გემი ესპანურმა კომპანია Pullmantur Cruises-მა იყიდა და Blue Moon უწოდა. ამ კომპანიის სამსახურში გემი 2007 წლამდე იყო, სანამ მას Azamara Cruises-ი შეიძენდა.[1]
აზამარა კუესტი | ||
---|---|---|
2000–2003: R Seven 2003–2006: Delphin Renaissance 2006–2007: Blue Moon 2007 onwards: Azamara Quest | ||
Azamara Quest სპლიტის ნავსადგურში | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
ტიპი | საკრუიზო გემი | |
სახელმწიფო დროშა | მალტა | |
პორტი | ვალეტა | |
კუთვნილება | Azamara Club Cruises | |
ნავსადგური | საფრანგეთი, Chantiers de l'Atlantique, სენ-ნაზერი | |
ექსპლუატაციაში შევიდა | 2000 - დღემდე | |
პარამეტრები | ||
წყალწვა | 30 277 GT | |
სიგრძე | 181,00 მ | |
სიგანე | 25,46 მ | |
დაძირვა | 5.95 | |
ტექნიკური მაჩვენებლები | ||
ძალისმიერი დანადგარი | 4 Wärtsilä 12V32 | |
ხრახნები | 6750kW-იანი 2 x GEC Alstom | |
სიჩქარე | 18 კვანძი (33 კმ/სთ) | |
ეკიპაჟი | 408 | |
შეიარაღება |
Azamara Quest-ს დაახლოებით 710 მგზავრი და ეკიპაჟის 410 წევრი გადაჰყავს (1:2 კოეფიციენტი სტაფი-სტუმარი). პირველი სეზონი გემმა კარიბის ზღვის აუზში გაატარა. პატარა ზომის გამო, მას თავისუფლად შეუძლია ესტუმროს ყველაზე ნაკლებად მონახულებად პორტებსაც კი, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა სენ-ბარტელმი და გვადელუპა. ასევე შეუძლია პანამის არხში გავლაც.
მისი დობილი გემებია: Azamara Journey, MS Insignia, MS Regatta, Ocean Princess, Pacific Princess, MV Adonia, MS Nautica.
მექანიკური მახასიათებლები
რედაქტირება- მთავარი ძრავები: 4 x Wartsila Vasa 12V32 დიზელის ძრავები, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 18596kW-ია.
- გენერატორები: 4650kW-იანი 4 x Cegelec Alstom.
- მამოძრავებელი ძრავები: 6750kW-იანი 2 x GEC Alstom ელექტროხრახნები.
პირობები
რედაქტირებაგემზე განთავსებულია ინტერნეტ-კაფე, მარტინის ბარი, სამორინე, აუზი, საყიდლების ზონა, სატანვარჯიშო დარბაზი და რამდენიმე რესტორანი.
2012 წლის ხანძარი
რედაქტირება2012 წლის 30 მარტს, გემის ძრავების ოთახში ხანძარი გაჩნდა.[2]
ხანძარმა საკრუიზო გემი დროებით მწყობრიდან გამოიყვანა. ამ დროს ის ფილიპინების სამხრეთ წყლებში იმყოფებოდა და 1001 მგზავრი გადაჰყავდა. Azamara Quest მანილიდან მალაიზიის ქალაქ სანდაკანში მიემართებოდა. ცეცხლი ძრავების ოთახს არ გასცდენია და მისი ლოკალიზაცია სულ მალე მოხერხდა. არ დაშავებულა არც ერთი მგზავრი.
ხანძრის შედეგად დაშავდა ეკიპაჟის ხუთი წევრი, ყველა მგზავრი კი უვნებლად გადარჩა.
გალერეა
რედაქტირება-
Azamara Quest კუნძულ სანტორინის სანაპიროსთან, 2008 წლის ივლისი.
-
Azamara Quest ბათუმის ნავსადგურში, 24 აგვისტო, 2014
-
Azamara Quest ბათუმის ნავსადგურში, 24 აგვისტო, 2014
-
Azamara Quest ბათუმის ნავსადგურში, 24 აგვისტო, 2014
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-05-02 საიტზე Wayback Machine.
- "Azamara Quest" – review by Jane Archer in The Daily Telegraph, London.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Asklander, Micke. M/S R Seven (2000) Swedish. Fakta om Fartyg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 14 December 2008.
- ↑ BBC News - Fire disables Azamara cruise ship near Philippines. Bbc.co.uk (2012-01-17). ციტირების თარიღი: 2012-03-31.