ბელადონა

(გადამისამართდა გვერდიდან Atropa belladona)

ბელადონა (ლათ. Atropa belladonna) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ძაღლაყურძენთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი სამშობლოა ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ აზია. გავრცელებულია დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, უკრაინის დასავლეთით და ირანის პროვინშიებში გილანის აღმოსავლეთით. იგი ასევე იზრდება და თან გავრცებულია კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატების ზოგიერთ ნაწილში. ფოთლები და კენკრა შეიცავს ტროპანურ ალკალოიდებს და ძალიან ტოქსიკურად ითვლება. ეს ტოქსინები მოიცავს ატროპინს, სკოპოლამინსა და ჰიუსციამინს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს, ბოდვას და ჰალუცინაციებს, და ასევე გამოიყენება ფარმაცევტიაში ანტიქოლინერგიაში.

ბელადონა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ძაღლყურძენასნაირნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  Atropa
სახეობა:  ბელადონა
ლათინური სახელი
Atropa belladonna L., 1753

ბელადონას აქვს არაპროგნოზირებადი ეფექტი. მოწამვლისას ანტიდოტად გამოიყენება ფსიქტოგმინი ან პლოკორპინი.

მას აქვს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია. იყენებდნენ მედიცინაში, კოსმეტიკაში, შუა საუკუნეებში — ქირურგიაში ანესთეზიისთვის. ძველად რომაელები მისგან შხამს იღებდნენ (იმპერატორ აუგუსტუსის მეუღლისა და კლავდიუსის მეუღლის მკვლელობისთვის გამოიყენეს ეს შხამი), მ.შ. მოწამლული ისრების დასამზადებლად.

 
ბელადონა

ბელადონა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ხშირად ბუჩქივით იზრდება. სიმაღლეში 2 მეტრამდეა. ზარის ფორმის ყვავილი მუქი მეწამული ფერისაა, ფოთლები მწვანეა, რომლებსაც სურნელი ფაქტობრივად არ აქვთ. ნაყოფი არის კენკრა, რომელიც თავიდან მწვანე ფერისაა და დამწიფებისას ძალიან შავდება. ტკბილია, ცხოველების ხშირად ჭამენ.

გავრცელება

რედაქტირება

ბელადონას სამშობლოდ სამხრეთი და ცენტრალური ევროპა ითვლება, თუმცა გავრცელებულია მისი სამშობლოს ფარგლებს გარეთაც. 1870 წელს შვედეთის სამხრეთში გაშენდა ბელადონას სააფთიაქო ბაღები. ბრიტანეთში ეს მხოლოდ კირქვა ნიადაგზე გვხვდება, ველებსა და მეჩხერ ტყეებში. გავრცელებულია ჩრდილოეთი ამერიკის ზოგიერთ ნაწილშიც, ჩრდილიან ადგილებში სადაც, ტენი და კირქვით მდიდარი ნიადაგია.

ტოქსიკურობა

რედაქტირება
 
ბელადონას ყვავილები

ბელადონა არის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური მცენარე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ტროპანსა და სხვა ალკალოიდებს.[1][2] ალკალოიდები მაქსიმალურ რაოდენობას მაშინ აღწევს, როდესაც მცენარე იწყებს ყვავილობას. ფესვები ყველაზე შხამიანია ვეგეტატიური გამრავლების ბოლო პერიოდში. ფუტკარის მიერ ბელადონას ნექტარი გარდაიქმნება თაფლად, რომელიც ასევე შეიცავს ტროპანსა და სხვა ალკალოიდებს. ნაყოფიი უდიდეს საფრთხეს უქმნის ბავშვებს, რადგან მიმზიდველად გამოიყურება და გარკვეულწილად ტკბილი გემოც აქვს. მცენარის ფესვი ზოგადად არის ყველაზე ტოქსიკური ნაწილი, თუმცა ერთი კონკრეტული შემთხვევა შეიძლება განსხვავდებოდეს მეორისგან. ფოთლებსა და კენკრას ჰერმეტულად ინახავენ ბნელ და მშრალ ადგილას. ახლად შემოსული ბელადონას მოხმარებისას ერთი ან ორი კენკრის მარცვალიც კი მოზრდილებში გავლენას ახდენს აღქმაზე. ეს ეფექტი მოქმედებს ერთი ან ორი საათის შემდეგ, როცა მომწამვლელი ნივთიერებები უკვე გახსნილია ორგანიზმში. სამი ან ოთხი კენკრის მარცვლის მოქმედება იწვევს ფსიქოაქტიურ აფროდიციკლს, სამი ან ათი მარცვალი ჰალუცინოგენის დოზად ითვლება. სასიკვდილო დოზად მოზრდილებისათვის მიჩნეულია ათიდან ან ოცი კენკრის მიღება. 

მოწამვლის სიმპტომებია: თვალის გუგების გაფართოება, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ბუნდოვანი მხედველობა, ტაქიკარდია, ბალანსის დაკარგვა, ბარბაცი, თავის ტკივილი, გამონაყარი, ჰიპერემიას, პირისა და ყელის სიმშრალე, მეტყველების დარღვევა, შარდის შეკავება, კუჭში შეკრულობა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ბოდვა და კრუნჩხვები. 2009 წელს ბელადონას ლურჯი ნაყოფით ჩაატარეს ცდები ზრდასრულ ქალზე; ექვსი მარცვლის მიღებამ გამოიწვია მძიმე ანტიქოლინერგული სინდრომი.

ბელადონა ტოქსიკურია ბევრი შინაური ცხოველისთვისაც, იწვევს ნარკოზს და დამბლას. თუმცა, მსხვილი რქოსანი საქონელი და კურდღელი არ განიცდის მავნე ზემოქმედებას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Committee for Veterinary Medicinal Products, Atropa Belladonna, Summary Report. The European Agency for the Evaluation of Medicinal Products (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-18. ციტირების თარიღი: 2008-07-08
  2. Fatur, Karsten; Kreft, Samo (April 2020). „Common anticholinergic solanaceaous plants of temperate Europe - A review of intoxications from the literature (1966–2018)“. Toxicon (ინგლისური). 177: 52–88. doi:10.1016/j.toxicon.2020.02.005. PMID 32217234. S2CID 213559151. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-24. ციტირების თარიღი: 2021-05-19.