Anything Goes (კოულ პორტერის სიმღერა)
Anything Goes — ამერიკელი კომპოზიტორის და სიმღერების ავტორის კოულ პორტერის სიმღერა ამავე სახელწოდების მიუზიკლიდან — ყველაფერი მიდის (1934). წლების მანძილზე სიმღერა მრავალმა ჯაზ მომღერალმა ჩაწერა, მათ შორის არიან: ფრენკ სინატრა, ელა ფიცჯერალდი და ტონი ბენეტი, რომელმაც სიმღერა ხელმეორედ ჩაწერა 2014 წელს დუეტში ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგასთან.
ტონი ბენეტის და ლედი გაგას ვერსია
რედაქტირება„Anything Goes“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ტონი ბენეტი და ლედი გაგა | ||||
ალბომიდან Cheek to Cheek | ||||
გამოსვლის თარიღი | 29 ივლისი, 2014 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 2:03 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
| |||
ავტორ(ებ)ი | კოულ პორტერი | |||
ტონი ბენეტის სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
ლედი გაგას სინგლების — ქრონოლოგია | ||||
|
2014 წელს ამერიკელმა ჯაზ მომღერალმა ტონი ბენეტი და ამერიკელმა პოპ მომღერალმა ლედი გაგა ჩაწერეს სიმღერის თავიანთი ვერსია ერთობლივი ჯაზის სტანდარტების ალბომისათვის Cheek to Cheek (2014). სიმღერა გამოიცა 2014 წლის 29 ივლისი როგორც ალბომის პირველი სინგლი ლეიბლზე Interscope Records და Columbia Records. მისი მოულოდნელი მსოფლიო პრემიერა შედგა შუაღამისას iTunes-ზე, გაგას და ტონის სპეციალური ჯაზ კონცერტის — Cheek to Cheek Live! დასრულების შემდგომ. იმავე დღეს გაგა და ტონი ეწვივნენ დილის გადაცემას The Today Show, სადაც მოხდა ალბომის ოფიციალურად დაანოსნება. ინტერვიუს დასრულების შემდგომ გაგას ოფიციალურ ვიდოების პლათფორმა Vevo-ს გვერდზე გამოქვეყნდა სიმღერის სტუდიური ვიდეო, სადაც ასახულია სიმღერის ჩაწერის და აგრეთვე ალბომზე მუშაობის პროცესი. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში 2013-2014 წლებში. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. ჩანაწერმა აშშ-ის ბილბორდის ციფრული ჯაზის სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი პოზიცია.[1] სიმღერის მხარდასაჭერამ ტონიმ და გაგამ სიმღერა შეასრულეს ცოცხლად რამდენიმე სატელევიზიო შოუში და ერთობლივ მსოფლიო ტურნეზე Cheek to Cheek Tour.
სიმღერების სია
რედაქტირება- ციფრული ჩამონატვირთი[2]
- Anything Goes – 2:03
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2014) | პოზიცია |
---|---|
ბელგია (Ultratop ფლანდრია) | 53 |
ბელგია (Ultratop ვალონია) | 39 |
საფრანგეთი | 178 |
იაპონია (Billboard)[3] | 44 |
რუსეთი[4] | 223 |
ესპანეთი | 40 |
ბრიტანეთის სინგლები | 174 |
ბრიტანეთის რადიო [5] | 35 |
აშშ ციფრული ჯაზ სიმღერები (Billboard)[1] | 1 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
- ტონი ბენეტი და ლედი გაგა – Anything Goes (ვიდეო) YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Jazz Digital Songs: August 16, 2014. Billboard. Prometheus Global Media (8 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2014.
- ↑ Anything Goes – Single by Tony Bennett & Lady Gaga. iTunes Store. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2014.
- ↑ Japan Billboard Hot 100 Japanese. Billboard (1 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Chart Search. Tophit for Tony Bennett & Lady Gaga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-01. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2016.
- ↑ The UK Radio Airplay Chart: Week 37 |3= Sun Sep 07 to Sat Sep 13 inclusive. RadioMonitor. OCC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-18. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2014.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |