გარნა

(გადამისამართდა გვერდიდან Antilope cervicapra)

გარნა (ლათ. Antilope cervicapra) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 120-130 სმ-ია, სიმაღლე მინდაოში 80 სმ. ვაცს საკმაოდ გრძელი (70 სმ-მდე) და დაგრეხილი რქები აქვს. გავრცელებულია ინდოეთში. პოლიგამიური ცხოველია. მაკეობა ექვს თვემდე გრძელდება. ნეზვი შობს ერთ ხბოს. გარნაზე ნადირობა ინდოეთში სპორტის გავრცელებული სახეობაა. იყენებენ მის ხორცსა და რქებს.

გარნა

მამალი (მარცხნივ) და დედლები
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Antilope cervicapra
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 1681

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება