ხახვი

(გადამისამართდა გვერდიდან Allium)

ხახვი (ლათ. Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მიეკუთვნება სატაცურისნაირთა (ლათ. Asparagales) რიგის ამარილისისებრთა (ლათ. Amaryllidaceae) ოჯახის ხახვისებრთა (ლათ. Alliaceae) ქვეოჯახს (ადრე მიეკუთვნებოდა შროშანისებრთა ოჯახს).

ხახვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
ქვეოჯახი:  ხახვისებრნი
გვარი:  ხახვი
ლათინური სახელი
Allium
ილუსტრაცია: ხახვის აღნაგობა (Allium carinatum).
ხახვის ნათესი, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშობილია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან allმშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halareსურნელება.

არსებობს რამდენიმე ასეული სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება — სამხრეთ-დასავლეთი აზია.

ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება
 
ყვავილედის მწვრილი ყვავილები

გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი, ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველით.

ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები წვრილია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებში 40 სმ-ს აღწევს.

ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.

მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10—11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ %), B1 (60 მგ %), B2 (50 მგ %), PP (0,20 მგ %), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.

ხახვის სახეობები

რედაქტირება

ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.

საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ:

დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო. „დეკორატიული ხახვები“ ჟურნალი „მეყვავილეობა“ N3, მაისი—ივნისი, გვ. 12—14, 2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება