A-Yo (ლედი გაგას სიმღერა)
A-Yo — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). იგი გამოიცა 2016 წლის 18 ოქტომბერს როგორც ალბომის პრომო სინგლი ლეიბლზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდსი, მარკ რონსონი და მ. ტაკერი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. მუსიკალური თვალსაზრისით სიმღერა არის ფანკით და როკ მუსიკით შთაგონებული ქანთრი პოპის ჟანრის ჩანაწერი.
„A-Yo“ | |
---|---|
პრომოსინგლი — ლედი გაგა | |
ალბომიდან Joanne | |
გამოსვლის თარიღი | 18 ოქტომბერი, 2016 |
ჟანრი | ქანთრი პოპი |
ხანგრძლივობა | 3:27 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope |
ავტორ(ებ)ი | |
პროდიუსერი |
|
თავდაპირველად იგეგმებოდა სიმღერის გამოცემა როგორც ალბომის მეორე სინგლი, თუმცა ალბომის პირველი პრომო სინგლის — Million Reasons კომერციული წარმატების შემდგომ იგი გამოიცა როგორც ალბომის მეროე სინგლი, ხოლო A-Yo გამოიცა მხოლოდ პრომო სინგლად. სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 66-ე პოზიცია. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა რამდენიმე სატელევიზიო შოუში და მინი პრომო ტურნეზე — Dive Bar Tour.
სიმღერების სია
რედაქტირება- ციფრული ჩამონატვირთი[1]
- A-Yo – 3:27
პერსონალი
რედაქტირებაინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან..[2]
- ლედი გაგა – სიმღერის ავტორი, მთავარი ვოკალი, პროდიუსერი, გიტარა, დასარტყმელი საკრავი
- მარკ რონსონი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, ბაები, გიტარა
- BloodPop – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, სინთეზატორი, ორგანი
- ჰილარი ლინდსი – სიმღერის ავტორი
- ტომას ბრენეკი – გიტარა
- ჯოშ ჰომი – გიტარა
- დეივ გაი – საყვირი
- ესტეს ჰაიმ – დასარტყმელი საკრავი
- იან ჰენდრიკსონი-სმით – ბარიტონის საქსოფონი
- ჯ. გასტელუმ კოჰამე – ტენორის საქსოფონი
- ბენჟამინ რაისი – ხმის ჩამწერი
- ჯოშუა ბლერი – ჩამწერი
- დევიდ ქაველი – ჩაწერის ასისტენტი
- ჯასტინ სმითი – ჩაწერის ასისტენტი
- ბერი მაკრედი – ჩაწერის ასისტენტი
- სერბან გენია – აუდიო მიქსი
- ჯონ ჰანესი – ინჟინერი
- ტომ კოინი – აუდიო მასტერინგი
- რენდი მერილი – მასტერინგი
- მენეჯმენტი
- ჩაიწერა სტუდიებში: Electric Lady Studios (ნიუ-იორკი), Shangri-La Studios (მალიბუ, კალიფორნია), Pink Duck Studios (ბერბანკი, კალიფორნია) და GenPop Laboratory (ლოს-ანჯელესი, კალიფორნიოა)
- Sony/ATV Songs, LLC/ Haus of Gaga Publishing, LLC (BMI), BIRB Music (ASCAP) ყველა უფლების ადმინისტრირება ეკუთვნის BMG Rights Management (US) LLC, Imagem CV/Songs Of Zelig (BMI), OWSLA Music Publishing, LLC/Check Your Pulse, LLC (ASCAP)
გამოცემების ისტორია
რედაქტირებარეგიონი | თარიღი | ფორმატ(ებ)ი | ლეიბლ(ებ)ი | ლიტ. |
---|---|---|---|---|
მსოფლიოს მასშტაბით | 18 ოქტომბერი, 2016 | ციფრული ჩამონატვირთი |
|
[1] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Havens, Lyndsey (18 ოქტომბერი, 2016). „Listen to Lady Gaga's Hooky New Single, 'A-YO'“. Billboard. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Gaga, Lady (2016). 'Joanne' digital booklet (Liner notes). Lady Gaga. Santa Monica, California: Interscope Records. p. 16. 2580102.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |