Million Reasons
Million Reasons (ქართ. მილიონი მიზეზი) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სიმღერა მისი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Joanne (2016). თავდაპირველად გამოიცა როგორც ალბომის პრომო სინგლი, კომერციული წარმატების შემდგომ კი 2016 წლის 8 ნოემბერს გამოიცა როგორც ალბომის მეორე სინგლი ლეიბზე Interscope Records. სიმღერის ავტორები არიან თავად გაგა, ჰილარი ლინდზი და მარკ რონსონი, ხოლო მისი პროდიუსერები არიან გაგა, რონსონი და BloodPop. ჩანაწერი არის პოპის ჟანრის სიმღერა რომელზეც იგრძნობა ქანთრი მუსიკის გავლენა, ლირიკულად კი სიმღერა ეხება სასიყვარულო ურთიერთობის იმედგაცრუებას და რწმენას.
„Million Reasons“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ლედი გაგა | ||||
ალბომიდან Joanne | ||||
გამოსვლის თარიღი | 8 ნოემბერი, 2016 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 3:25 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope | |||
ავტორ(ებ)ი | ||||
პროდიუსერი |
| |||
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით კი აღნიშნეს გაგას ვოკალი. კომერციული თვალსაზრისით, სიმღერამ აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-4 პოზიცია, ასევე შევიდა უნგრეთის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ათეულებში. გაგამ სიმღერა ცოცხლად შეასრულა მინი ტურნეზე — Dive Bar Tour (2016) და რამდენიმე სატელევიზიო და რადიო შოუში, გაგამ ასევე სიმღერა შეასრულა სუპერ-ბოულ LI-ის შუალედურ შოუზე.
სიმღერების სია
რედაქტირება- ციფრული ჩამონატვირთი[1]
- Million Reasons – 3:25
- Million Reasons (KVR remix) – 3:27
- Million Reasons (Andrelli remix) – 4:00
პერსონალი
რედაქტირებამენეჯმენტი
- Stefani Germanotta P/K/A Lady Gaga (BMI) Sony ATV Songs LLC / House of Gaga Publishing, LLC/ BIRB Music (ASCAP)
- ყველა უფლების ადმინისტრირება ეკუთვნის BMG Rights Management LLC / Songs of Zella (BMI)
- ჩაიწერა სტუდიებში Shangri-La Studios, Gypsy Palace Studios (მალიბუ, კალიფორნია); Electric Lady Studios (ნიუ-იორკი)
- აუდიო მასტერინგი გაკეთდა სტუდიაში Sterling Sound Studios (ნიუ-იორკი)
პერსონალი
- ლედი გაგა – სიმღერის ავტორი, ვოკალი, პროდიუსერი, ფორტეპიანო
- ჰილარი ლინდზი – სიმღერის ავტორი, დამატებითი ვოკალი, გიტარა
- მარკ რონსონი – სიმღერის ავტორი, პროდიუსერი, გიტარა, ბასები
- BloodPop – პროდიუსერი, კლავიშებიანი საკრავი, სიმებიანი საკრავის პროგრამირება
- ჯოშუა ბლერი – ხმის ჩამწერი
- ჯო ვიჟანო – ხმის ჩამწერი, აუდიო მიქსი
- ბრენდონ ბოსტი – ხმის ჩამწერი, აუდიო მიქსი
- ტომ ელმჰირსტი – აუდიო მიქსი
- ტომ კოინი – აუდიო მასტერინგი
- რენდი მერილი – აუდიო მასტერინგი
- დევიდ ქაველი – ჩაწერის ასისტენტი
- ბერი მაკრედი – ჩაწერის ასისტენტი
ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ Joanne-ს ბუკლეტიდან.[4]
გამოცემების ისტორია
რედაქტირებარეგიონი | თარიღი | ფორმატ(ებ)ი | ლეიბლ(ებ)ი | ლიტ. |
---|---|---|---|---|
მსოფლიოს მასშტაბით | 8 ოქტომბერი, 2016 | ციფრული ჩამონატვირთი (პრომო სინგლი) | [1] | |
აშშ | 8 ნოემბერი, 2016 | თანამედროვე ჰიტ რადიო | [5] | |
იტალია | 25 ნოემბერი, 2016 | [6] | ||
მსოფლიოს მასშტაბით | 17 თებერვალი, 2017 | ციფრული ჩამონატვირთი – KVR remix | [2] | |
17 მარტი, 2017 | ციფრული ჩამონატვირთი – Andrelli remix | [3] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Million Reasons“ (მუსიკალური ვიდეო) YouTube-ზე
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Nolfi, Joey (5 ოქტომბერი, 2016). „Lady Gaga drops Joanne track 'Million Reasons'“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Million Reasons (KVR Remix) – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2017.
- ↑ 3.0 3.1 Million Reasons (Andrelli Remix) – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2017.
- ↑ Joanne (CD). Lady Gaga. United States: Streamline/Interscope Records. 2016. 2580102.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
- ↑ Top 40/M Future Releases. All Access Music Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-02. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2016.
- ↑ Radio Date: Le novità musicali della settimana nell'airplay radio e tv italiano it. EarOne. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2016.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |