ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

343-ის მანიფესტი — 343 ფრანგი ქალის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აბორტი ჰქონდათ გაკეთებული. მანიფესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს წარმოადგენდა, ვინაიდან საფრანგეთში აბორტი არალეგალური იყო და მანიფესტის ხელმომწერი ქალები საჯაროდ აღიარებდნენ, რომ კანონის წინაშე დასჯადი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ისინი აბორტის ლეგალიზაციასა და კონტრაცეპტივებზე თავისუფალ წვდომას მოითხოვდნენ.

მანიფესტი სოციალ-დემოკრატიულ ყოველკვირეულ ფრანგულ ჟურნალში ლე ნუველ ობსერვატორი 1971 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა.[1] მანიფესტმა გზა გაუკვალა „ვეილის კანონის“ მიღებას, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სასჯელი პირველი ათი კვირის განმავლობაში ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტისთვისვის. კანონს სახელი ჯანდაცვის მინისტრის, სიმონა ვეილის, პატივსაცემად ეწოდა.

მანიფესტის ტექსტი სიმონ დე ბოვუარმა დაწერა.

ყოველწლიურად საფრანგეთში მილიონი ქალი იკეთებს აბორტს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ტარდება მაშინ, როცა სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში, ეს ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურაა. საზოგადოება ამ ქალებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლებს. მე ვაღიარებ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვაღიარებ, რომ აბორტი გამიკეთებია. ჩვენ ვითხოვთ კონტრაცეპტიული საშუალებებისადმი თავისუფალ წვდომას და აბორტის გაკეთების თავისუფლებას.[2]

ცნობილი ხელმომწერები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Marie Renard. (2008) Swans Commentary: The Unfinished Business Of Simone de Beauvoir.
  2. 343-ის მანიფესტი (ინგლისური თარგმანი), with signatures. Web.archive.org (1971-04-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-06-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/343-ის_მანიფესტი“-დან