მონიკ ვიტიგი
მონიტ ვიტიგი (დ. 13 ივლისი, 1935 — 3 იანვარი, 2003) — ფრანგი ავტორი, ფილოსოფოსი და ფემინისტი თეორიტიკოსი,[3] რომელიც სოციუმის ზეწოლით ჩამოყალიბებულ გენდერულ როლებსა და ჰეტერონორმატიულობას აკრიტიკებდა. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია „პარტიზანი ქალები“ (1969), რომელიც ლესბოსური ფემინიზმის საეტაპო ნამუშევრად მიიჩნევა.[4]
მონიკ ვიტიგი | |
---|---|
ფრანგ. Monique Wittig | |
ვიტიგი 1985 წელს | |
დაბადების თარიღი | 13 ივლისი, 1935 |
დაბადების ადგილი | ელზასი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 2003 (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტუსონი, აშშ |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Wittig |
საქმიანობა | მწერალი, ფემინისტი თეორიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე |
ენა | ფრანგული ენა და ინგლისური ენა |
ეროვნება | ფრანგი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | სორბონა |
თემატიკა | ლესბოსელობა, ფემინიზმი |
მიმდინარეობა | ფრანგული ფემინიზმი |
Magnum opus | პარტიზანი ქალები |
ჯილდოები | მედიჩის პრემია[1] |
მეუღლე | Sande Zeig |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | moniquewittig.com |
პირდაპირი აზროვნება
რედაქტირებავიტიგი მხოლოდ ქალების შესახებ წერდა, თუმცა იგი უარყოფდა იდეას, რომლის მიხედვითად ის „ქალების მწერალი“ იყო. იგი თავს რადიკალ ფემინისტად მიიჩნევდა.
ჩემთვის არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ქალთა ლიტერატურა. ლიტერატურაში მე არ განვასხვავებ ქალსა და მამაკაცს. მწერალი ან ხარ, ან არ ხარ. ეს მენტალური მდგომარეობაა, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს და სადაც გაქვს გარკვეული სივრცე თავისუფლებისთვის. ლიტერატურა გულისხმობს ნეიტრალური იდეის შექმნას, რომლისთვისაც არ არსებობს სექსუალობა.
ვიტიგისთვის კატეგორია „ქალი“ არსებობს მხოლოდ კატეგორია „კაცთან“ მიმართებით და ამ უკანასკნელის გაქრობის შემთხვევაში „ქალის“ კატეგორიაც აღარ იარსებებს. იგი მხარს უჭირდა უნივერსალიზმს და ამბობდა, რომ ადამიანისთვის საკუთარი იდენტობისა და სურვილების თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ გენდერული კატეგორიების გაუქმების შემთხვევაში.
ვიტიგი, როგორც რადიკალი ფემინისტი, წერდა, რომ ლესბოსელები არ არიან ქალები, ვინაიდან ლესბოსელობა ქალად ყოფნის ჰეტეროსექსუალური ნორმიდან გამოსვლას გულისხმობს, რომელიც კაცების მიერაა შექმნილი და მათივე საჭიროებებზეა მორგებული.
...არასწორი იქნებოდა მეთქვა, რომ ლესბოლებისთვის არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ქალთან ურთიერთობა, ქალთან ერთად ცხოვრება, ქალთან სექსი, რადგან „ქალს“ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ სააზროვნო და ეკონომიკურ სისტემებში. ლესბოსელები არ არიან ქალები. (1978)
ვიტიგი მარქსიზმის კრიტიკოსი იყო. მისი აზრით, ეს იდეოლოგია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა ჰეტეროსექსუალობის დოგმას, რითაც ხელს უშლიდა არა მარტო ფემინისტთა ბრძოლას, არამედ ზოგადად ფემინიზმსაც. ვიტიგი ჰეტეროსექსუალობას პოლიტიკურ რეჟიმს უწოდებდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მონიკ ვიტიგი. ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ მეცნიერებებში.
- Monique Wittig Literary Estate
- Monique Wittig Biography at GLBTQ.com
- Monique Wittig Papers. იელის უნივერსიტეტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reynolds M. Monique Wittig // The Guardian — United Kingdom: GMG, 2003. — ed. size: 161152 — ISSN 0261-3077
- ↑ 2.0 2.1 (unspecified title) — ISBN 978-0807079171
- ↑ Monique Wittig, 67, Feminist Writer, Dies, by Douglas Martin, 2003, New York Times
- ↑ Benewick, Robert (1998). The Routledge Dictionary of Twentieth-Century Political Thinkers. London: Routledge, გვ. 332–333. ISBN 978-0-203-20946-2.