სიმონა ვეილი
სიმონა ვეილი (ფრანგ. Simone Veil, დაბადებით ჟაკობი, Jacob, დ. 13 ივლისი, 1927, ნიცა — გ. 30 ივნისი, 2017, პარიზი) — ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსი, ჯანდაცვის მინისტრი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენისა და ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს, შესაბამისად 1974–1979 და 1993–1995 წლებში. იყო ჟისკარის ცენტრისტული პარტიის კავშირი ფრანგული დემოკრატიისათვის წევრი. 1979 წელს პირველი პირდაპირი არჩევნების დროს აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად. ამგვარად იგი გახდა არჩეული ევროპის პარლამენტის პირველი პრეზიდენტი და პირველი ქალბატონი ამ თანამდებობაზე 1952 წელს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დაარსების დღიდან.
სიმონა ვეილი | |
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ივლისი, 1979 – იანვარი, 1982 | |
წინამორბედი | ემილიო კოლომბო |
მემკვიდრე | პიეტ დანკერტი |
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 მაისი, 1974 – 4 ივლისი, 1979 | |
პრეზიდენტი | ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი |
პრემიერ-მინისტრი | ჟაკ შირაკი, რაიმონ ბარი |
წინამორბედი | მიშელ პონიატოვსკი |
მემკვიდრე | ჟაკ ბარო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 1993 – 16 მაისი, 1995 | |
პრეზიდენტი | ფრანსუა მიტერანი |
პრემიერ-მინისტრი | ედუარდ ბალადიური |
წინამორბედი | ბერნარ კუშნერი |
მემკვიდრე | ფილიპ დუსტ-ბლაზი |
დაბადებული | 13 ივლისი, 1927 ნიცა, საფრანგეთი |
გარდაცვლილი | 30 ივნისი, 2017 (89 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | კავშირი ფრანგული დემოკრატიისათვის |
მამა | ანდრე ჟაკობი |
მეუღლე | ანტუან ვეილი |
შვილები | ჟან ვეილი |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
საქმიანობა | პოლიტიკა |
რელიგია | იუდაიზმი |
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იყო 1982 წლამდე, ხოლო დეპუტატი - 1993 წლამდე. საფრანგეთის კონსტიტუციური საბჭოს წევრი 1998-2007 წლებში. ბავშვობის წლებში იყო ოსვენციმისა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარი. არის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე.
2008 წლიდან საფრანგეთის აკადემიის წევრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმონა ვეილის ბიოგრაფია საფრანგეთის აკადემიის საიტზე დაარქივებული 2005-10-26 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)