ანა ვიაზემსკი
ანა ვიაზემსკი (დ. 14 მაისი, 1947 — გ. 5 ოქტომბერი, 2017) — რუსული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მწერალი. დედის მხრიდან იგი ნობელიანტი რომანისტისა და დრამატურგის, ფრანსუა მორიაკის, შვილიშვილი იყო. ვიაზემსკის კინოდებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, როცა მან მთავარი როლი შეასრულა რობერ ბრესონის ფილმში „ასეთია ცხოვრება, ბალთაზარ“ (1966). ანამ პოპულარობა ჟან-ლიუკ გოდართან პროფესიული და პირადი ურთიერთობით მოიპოვა. მან რეჟისორის არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა „ჩინელი ქალი“ (1967), „უიკენდი“ (1967) და „ეშმაკისადმი თანაგრძნობა“ (1968).
ანა ვიაზემსკი | |
---|---|
ვიაზემსკი 1969 წელს | |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1947 ბერლინი, გერმანია |
გარდაცვალების თარიღი |
5 ოქტომბერი, 2017 (70 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი, რომანისტი |
აქტიური | 1966–1988 |
მეუღლე(ები) |
ჟან-ლიუკ გოდარი (იქ. 1967; გან. 1979) |
ნათესავები | ფრანსუა მორიაკი (ბაბუა დედის მხრიდან) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანა ვიაზემსკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მარიამ რაზმაძე. ანა ვიაზემსკი: მეტი, ვიდრე მუზა. Hammock Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-25. ციტირების თარიღი: 2021-04-25.
- გიორგი ძნელაძე. ანა ვიაზემსკის რომანების ელეგიური ხიბლი. ლიბერალი.