ჰიჯაზ - ნეჯდის ომი
საუდის არაბეთის გაერთიანების ნაწილი
თარიღი სექტემბერი 1924დეკემბერი 1925
მდებარეობა ჰიჯაზი, ჰიჯაზის სამეფო
შედეგი ნეჯდის სულთნის გამარჯვება
მხარეები
ნეჯდის სასულთნო
იხვანი
ჰიჯაზის სამეფო
მეთაურები
იბნ საუდი
სულთან იბნ ბაჯად ალ-უტაიბი
ჰუსეინ იბნ ალი ალ-ხიშამი
ალი იბნ ჰუსეინი
ნავრას ფაშა
ძალები
5000 კაცი 500 კაცი
8 თვითმფრინავი
დანაკარგები
უცნობია უცნობია დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა
5 ჯავშანმანქანა
1 თვითმფრინავი

ჰიჯაზ-ნეჯდის ომი (არაბ.الحرب النجدية الحجازية ან მეორე ომი საუდებსა და ჰაშიმიდებს შორის არაბ. الحرب السعودية الهاشمية الثانية ) − სამხედრო კამპანია, რომელიც ორგანიზებული იყო ნეჯდის სულთან აბდულ-აზიზ ას-საუდის მიერ ჰიჯაზის ჰაშიმიდური სამეფოს დასაპყრობად 15241925 წლებში, რომელიც დამთავრდა ჰიჯაზის დამპყრობით და მისი შეყვანით შეყვანით ჰაშიმიტური სამეფოს შემადგენლობაში. [1]

წინაპირობები რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დროს ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმი მხარს უჭერდა ბრიტანელებს, ხოლო ომის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე დაიწყო არაბული სახელმწიფოების ჩამოყალიბება, თავად ჰუსეინი გახდა ჰიჯაზის მეფე, ხოლო მისი ვაჟები აბდულა და ფეისალი  ტრანსიორდანიის და სირია-ერაყის მეფეები. ალი ჰუსეინი გეგმავდა თავისი სამფლობელოების მემკვიდრედ არაბეთის ნახევარკუნძულზე  უფროსი გამოეცხადებინა.

ჰიჯაზის ჰაშიმიდურ სამეფოსა და ნეჯდის საუდის სასულთნოს შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ჰუსეინის პრეტენზიას გამხდარიყო სრულიად არაბთა მმართველი. ამან გამოიწვია პირველი ომი საუდ-ჰაშიმიდებს შორის  1919 წელს. 1924 წლის მარტში ჰუსეინმა თავი გამოაცხადა ისლამური სამყაროს ხალიფად, ამას მოჰყვაახალი კონფლიქტი ჰიჯაზსა და ნეჯდს შორის. ომი ცუდად წარიმართა ჰიჯაზისთვის და 1924 წლის ოქტომბერში ჰუსეინმა უარი თქვა ყველა საერო ტიტულზე ალის სასარგებლოდ.[2]

საომარი მოქმედებების მსვლელობა რედაქტირება

ნეჯდსა და ჰიჯაზს შორის საომარი მოქმედებების განახლების მიზეზი იყო ჰაჯის დროს  ნეჯდიდან მიმავალი მომლოცველების მიღების აკრძალვა ჰიჯაზის წმინდა ადგილებზე. 1924 წლის 29 აგვისტოს აბდულ-აზიზმა წამოიწყო სამხედრო კამპანია ჰიჯაზის წინააღმდეგ, შეუტია ალ-ტაიფს, რომელიც დანებდა სერიოზული ბრძოლის გარეშე. ალ-ტაიფის დაცემის შემდეგ საუდის და იხვანთა გაერთიანებული ძალები მექაში გადავიდნენ. ჰუსეინმა დახმარებისთვის ბრიტანელებს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო რელიგიურ დავებში ჩაურევლობის საბაბით. მას შემდეგ, რაც ჰუსეინმა კიდევ ერთი უარი მიიღო იორდანიის მეფე აბდულასგან დახმარების თხოვნაზე, ის მექადან ჯედაში გაიქცა. 1924 წლის 13 ოქტომბერს მექა უბრძოლველად დაეცა. 1924 წლის 29 ოქტომბერს ერ-რიადში გამართულმა ისლამურმა კონფერენციამ მექა აბდულაზიზ ალ საუდის საკუთრებად აღიარა.[3]

საუდის არაბეთის ძალების წინსვლასთან და ჯიდას ბლოკადასთან ერთად ჰიჯაზის არმიამ დაიწყო დაშლა. 1925 წლის 12 დეკემბერს დაეცა მედინა, 12 დღის შემდეგ − იანბუ ელ ბაჰრი.

ომის ბოლო ეტაპი იყო ჯიდას ბრძოლა. ჯედა გახლდათ ბოლო დიდი ქალაქი, რომელიც დარჩა ჰაშიმიდების ხელში. ალიმ ქალაქი გაამაგრა და ალყისთვის მოამზადა, მაგრამ საბოლოოდ ჯიდას ლიდერებმა გადაწყვიტეს ქალაქი აბდულ აზიზისთვის გადაეცათ და მეფე ალი წითელი ზღვის გავლით ბაღდადში გაიქცა. ალყა დასრულდა 1925 წლის 17 დეკემბერს.[4]

შედეგები რედაქტირება

ჰიჯაზის წარმატებული აღების შემდეგ, აბდულაზიზ იბნ აბდურაჰმან ას-საუდი გამოცხადდა ჰიჯაზის მეფედ. სამეფო შემდგომში შევიდა ნაჯდისა და ჰეჯაზის გაერთიანებულ სამეფოში. აბდულაზიზი გახდა პოლიტიკური გაერთიანების ორივე ნაწილის მეფე.[5]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Dalal Al-Harbi. (2003). King Abdulaziz and his Strategies to deal with events: Events of Jeddah. King Abdulaziz National Library. ISBN 9960-624-88-9.

სქოლიო რედაქტირება

  1. Al-Rehani: Nejd and its followers.
  2. From Bullard to Mr ChamberLain. Mecca, 1924 September. (No.# secrets) - Archieved Post
  3. From Bullard to Mr ChamberLain. Mecca, 1924 September. (No.# secrets) - Archived Post
  4. "Chronology 1925". www.indiana.edu. Retrieved 3 June 2019.
  5. Fattouh Al-Khatrash. The Hijaz-Najd War (1924 – 1925)