ჰიშამ I
ჰიშამ I ან ჰიშამ ალ-რედა (არაბ. هشام بن عبد الرحمن الداخل; დ. 26 აპრილი, 757 — გ. 12 ივნისი, 796) — კორდოვის საამიროს მეორე ომაიანი ამირა, რომელიც ალ-ანდალუსიას 788-796 წლებში მართავდა.
ჰიშამ I | |
---|---|
هشام بن عبد الرحمن الداخل | |
ჰიშამ I-ის მმართველობისას მოჭრილი ვერცხლის დირჰემი | |
კორდოვის საამიროს მეორე ამირა | |
მმართ. დასაწყისი: | 788 |
მმართ. დასასრული: | 796 |
წინამორბედი: | აბდ ალ-რაჰმან I |
მემკვიდრე: | ალ-ჰაქამ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 აპრილი, 757 |
დაბ. ადგილი: | კორდოვა |
გარდ. თარიღი: | 12 ივნისი, 796 |
გარდ. ადგილი: | კორდოვა |
დინასტია: | ომაიანები |
მამა: | აბდ ალ-რაჰმან I |
დედა: | ჰალული |
788 წელს, მისი მმართველობის დასაწყისში, აუჯანყდნენ ძმები — სულეიმანი და აბდ ალაჰი.[1] ებრძოდა ფრანკებს. 793 წელს მათ წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და პირენეებში ჯარი გაგზავნა. ზოგიერთი წარმატების მიუხედავად, ლაშქრობა ფრანკთა სამეფოს შიდა რეგიონებში აღარ გაგრძელებულა. ბრძოლებში მოპოვებული ნადავლით გააფართოვა კორდოვის დიდი მეჩეთი და ააგო მრავალი ახალი მეჩეთი. გარდაიცვალა 796 წელს რვაწლიანი მმართველობის შემდეგ[2] 40 წლის ასაკში. ჰიშამ I იყო უმარ II-ის პროტოტიპი. ცდილობდა დაემკვიდრებინა ისლამური ცხოვრების წესი, ცხოვრობდა უბრალო ცხოვრების წესით და ცდილობდა თავიდან აერიდებინა სამეფო ეტიკეტის ცერემონიები; იყო ღვთისმოშიში პიროვნება და ცნობილი იყო მიუკერძოებელი მართლმსაჯულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Herrmann Schreiber, Halbmond Uber Granada: Acht Jahrhunderte maurischer Herrschaft in Spanien, BechterMϋnz (1995), Mϋnchen, ISBN 3-86047-092-2, с 100—110.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: აბდ ალ-რაჰმან I |
ამირა 788–796 |
შემდეგი: ალ-ჰაქამ I |