ალ-ჰაქამ იბნ ჰიშამ იბნ აბდ ალ-რაჰმან I (არაბ. الحكم بن هشام‎; დ. 771 — გ. ‎21 მაისი, 822) — კორდოვის საამიროს მესამე ომაიანი ამირა, რომელიც ალ-ანდალუსიას 796–822 წლებში მართავდა.

ალ-ჰაქამ I
الحكم بن هشام‎

ალ-ჰაქამ I-ის მმართველობისას მოჭრილი დირჰემი
კორდოვის საამიროს მესამე ამირა
მმართ. დასაწყისი: 796
მმართ. დასასრული: 822
წინამორბედი: ჰიშამ I
მემკვიდრე: აბდ ალ-რაჰმან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 770/771
დაბ. ადგილი: კორდოვა
გარდ. თარიღი: 21 მაისი, 822
გარდ. ადგილი: კორდოვა
დინასტია: ომაიანები
მამა: ჰიშამ I

ალ-ჰაქამი იყო მისი წინამორბედის, ჰიშამ I-ის მეორე ვაჟი. მისი უფროსი ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ტახტზე ასვლისთანავე მოუხდა ბიძებთან, პაპის, აბდ ალ-რაჰმან I-ის ვაჟებთან — სულეიმანსა და აბდ ალაჰთან დაპირისპირება, რომლებმაც მისი დამხობა სცადეს. ალ-ჰაქამმა მათი დამარცხება შეძლო და ტახტი შეინარჩუნა.

გარდაიცვალა 822 წელს 26 წლიანი მმართველობის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, Константин. Все монархи мира. Мусульманский Восток VII-XV вв. — М.: Вече, 2004. — 544 с. — ISBN 5-94538-301-5.
წინამორბედი:
ჰიშამ I
ამირა
796–822
შემდეგი:
აბდ ალ-რაჰმან II