აბდ ალ-რაჰმან იბნ ალ-ჰაქიმი (არაბ. عبد الرحمن الثاني; დ. 792 — გ. 852) — კორდოვის მეოთხე ამირა 822–852 წლებში. მოახდინა სახელმწიფო მმართველობის რეორგანიზაცია. შემოიღო სახელმწიფო ბეჭედი, დააარსა ზარაფხანა, გახსნა პირველი სახელმწიფო მანუფაქტურული საწარმოები (ტირაზები). 852 წელს მისი ბრძანებით მოიწვიეს საამიროს ქრისტიან ეპისკოპოსთა კრება, რასაც მოსარაბების რელიგიური ფანატიზმის შენელება მოჰყვა. მფარვეობდა მეცნიერებას, ლიტერატურასა და ხელოვნებას. დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა ბიზანტიასთან.

ალ-რაჰმან II

ლიტერატურა

რედაქტირება