ჰიპერსტენი
ჰიპერსტენი — მაგმური წარმოშობის მინერალი. წარმოადგენს კაჟმიწით გაღარიბებული ულტრაფუძე და ფუძე ქანების ძირითად ქანმაშენ მინერალს — ოლივინთან, მაგნეტიტთან, გრანატებთან (სპესარტინი) და სხვათა ასოციაციაში. ცნობილია ასევე რეგიონული მეტამორფიზმის საშუალო და მაღალტემპერატურულ წარმონაქმნებში (ამფიბოლიტები, გრანულიტები). ნაპოვნია ზოგიერთ ქვიურ და რკინიან მეტეორიტებშიც.
ჰიპერსტენი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | სილიკატური მინერალი |
ქიმიური ფორმულა | (Mg,Fe)SiO3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ყავისფერი, მუქი-რუხი, მომწვანო-ყავისფერი, სპილენძისებრ-წითელი, წითელი, მონაცრისფრო-შავი, ფისისებრ-შავი |
კრისტალოგრაფია | კრისტალების სახით იშვიათია. გვხვდება მოკლე პრიზმული იერის მცირედ წაგრძელებული კრისტალების სახით. ქმნის მასიურ, მკვრივ და მარცვლოვან აგრეგატებს. |
კრისტალის სინგონია | რომბული |
ტკეჩადობა | (110) პრიზმის მიმართ საშუალო |
მინერალის მონატეხი | საფეხურისებრი |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5-6 |
მინერალის ელვარება | მინისებრი, მეტალოიდური |
ხაზის ფერი | თეთრი |
ხვედრითი წონა | 3.3-3.5 |