ფუძე ქანებიმაგმური ქანები, რომლებიც საშუალო ქანებთან შედარებით ღარიბია კაჟმიწით (45-55%) და მდიდარია მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ფუძე ქანების მინერალური შედგენილობისათვის დამახასიათებელია ფუძე პლაგიოკლაზები და კაჟმიწით უჯერი მინერალები (მაგ., ოლივინი), აგრეთვე პიროქსენები და სხვა. ინტრუზიულ (სიღრმულ) ფუძე ქანებს განეკუთვნება გაბრო, ნორიტი და სხვა. ეფუზიურს (ამონთხეულს) — ბაზალტი, დიაბაზი და სხვა.

ფუძე ქანები
ბაზალტი
ცნობები
ტიპი მაგმური

ლიტერატურა

რედაქტირება