ჰიდროფიტები
ჰიდროფიტები (ბერძ. ὕδωρ [hydor] — „წყალი“ და φυτόν [phýton] — „მცენარე“) — წყლის მცენარეები, რომლებიც წყალში ჩაძირული არიან მხოლოდ ქვედა ნაწილით. ჰიდროფიტები იზრდებიან მდინარეების, ტბების და გუბურების ნაპირას, აგრეთვე ჭაობებში და დაჭაობებულ მდელოებზე (ე. წ. ჰელოფიტები). ჰიდატოფიტებისაგან განსხვავებით ჰიდროფიტებს აქვთ კარგად განვითარებული მექან ქსოვილები და წყალგამტარი სისტემა. ჰიდროფიტების ქსოვილებში ბევრია უჯრედშორისები და საჰაერო ღრუები, მათი საშუალებით მცენარის წყალში ჩაძირულ ნაწილს მიეწოდება ჰაერი. ჰიდროფიტებია, მაგალითად, თეთრი დუმფარა, ყვითელი დუმფარა, წყლის ვაზი, წყლის კაკალი და სხვა. კულტურილ მცენარეთაგან ჰიდროფიტებს მიეკუთვნება ბრინჯი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 657.