ჰიდატოფიტები
ჰიდატოფიტები (ბერძ. ὕδωρ [hydor], ნათ. ბრუნვა hydatos — „წყალი“ და φυτόν [phýton] — „მცენარე“) — წყლის მცენარეები, რომლებიც მთლიანად ან სხეულის უმეტესი ნაწილით ჩაძირული არიან წყალში (ჰიდროფიტებისაგან განსხვავებით, რომელთაც წყლით მხოლოდ ქვედა ნაწილი აქვთ დაფარული). ზოგი ჰიდატოფიტები ფესვებით არ არის მიმაგრებული გრუნტთან (მაგალითად, ლემნა, ელოდეა), ზოგი მიმაგრებულია (მაგალითად, დუმფარა). განვითარების მიხედვით განასხვაკებენ ნამდვილ ჰიდატოფიტებს, ჩაძირულ აეროჰიდატოფიტებს, მცურავ აეროჰიდატოფიტებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 642.