წყლის პერი
(გადამისამართდა გვერდიდან ლემნა)
წყლის პერი, ლემნა (Lemna) — მცენარეთა გვარი წყლისპერისებრთა ოჯახისა. მეტისმეტად პატარა მრავალწლოვანი ბალახებია. მათი მომრგვალო თუ მოგრძო ფოთლისებრი მწვანე სხეული წყლის ზედაპირზე ტივტივებს ან წყალშია მოქცეული. ყვავილობს მეტად იშვიათად, ძირითადად მრავლდება ვეგეტატიურად.
წყლის პერი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lemna | ||||||||||||||
|
ცნობილია 10 სახეობა, რომლებიც გვარცელებულია მთელ დედამიწაზე, იზრდება დამდგარსა და მდოვრე მტკნარ წყლებში. საქართველოში მხოლოდ 3 სახეობა გვხვდება ველისა და ტყის სარტყლებში.
ზოგჯერ წყლის ზედაპირზე ქმნის მთლიან საფარს. ჭამენ მოცურავე ფრინველები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 368.