ჰერმან ვან რომპეი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰერმან ვან რომპუი)

ჰერმან ვან რომპეი (ნიდერლ. Herman Van Rompuy [ˈɦɛɾmɑn vɑn ˈɾɔmpœy̆]; დ. 31 ოქტომბერი 1947) — ბელგიელი პოლიტიკური მოღვაწე, ბანკირი, მეცნიერებათა დოქტორი, ფედერალისტი.

ჰერმან ვან რომპეი
ჰერმან ვან რომპეი
ჰერმან ვან რომპეი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2009 – 30 ნოემბერი, 2014
წინამორბედიფრედრიკ რეინფელდტი
მემკვიდრედონალდ ტუსკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი 2008 – 25 ნოემბერი 2009
წინამორბედიივ ლეტერმი
მემკვიდრეივ ლეტერმი

დაბადებული31 ოქტომბერი 1947
ეტერბეკი, ბელგია
ეროვნებაბელგიელი
მეუღლეგერტრეი ვინდელსი
შვილები4
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე იყო ბელგიის პრემიერ-მინისტრი. 2009 წლიდან არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. პარტია ქრისტიან-დემოკრატები და ფლამანდიელების ერთ-ერთი ლიდერი. უფრო ადრე 2007-2008 წლებში ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატას. 1993-1999 წლებში იყო ბელგიის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 1988-1995 წლებში ბელგიის სენატის წევრი და ბელგიის ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის ხელმძღვანელი.

ჰერმან აშილ ვან რომპეი დაიბადა 1947 წლის 31 ოქტომბერს ბრიუსელის გარეუბან ეტერბეკში. 1965 წელს ქალაქ ბრიუსელში დაამთავრა სენტ-იან-ბერხმანსის იეზუიტთა კოლეჯი, ხოლო შემდეგ ლევენის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიასა და ეკონომიკას, სადაც 1968 წელს მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1971 წელს — ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი[1] .

1972-1975 წლებში მუშაობდა ბელგიის ცენტრალურ ბანკში[2], ხოლო 1975-1978 წლებში იყო პრემიერ-მინისტრის — ლეო ტინდემანსის მრჩეველი.[3]. პარალელურად ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1973 წელს გახდა ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობის წევრი, მოგვიანებით მისი ვიცე-პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე ვან რომპეი 1977 წლამდე დარჩა.[1]

1978 წელს აირჩიეს ეროვნული ქრისტიან-დემოკრატების ბიუროში, რომლის წევრიც იგი დღემდე არის[4]. იმავე წელს ხდება ფინანსთა მინისტრის — გასტონ გეენსის მრჩეველი. 1980 წელს ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური კვლევების ცენტრს, აგრეთვე ასწავლიდა რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში[1]. 1988 წელს აირჩიეს ბელგიის სენატში[5], სადაც ის იყო სახელმწიფო მდივანი ფინანსების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. 1988 წლის სექტემბერში გახდა CVP-ის თავმჯდომარე. ეს თანამდებობას ეკავა ხუთი წლის განმავლობაში[6].

1993-1999 წლებში ჟან-ლიუკ დეჰანეს მმართველობის პერიოდში იყო ბელგიის ფინანსთა ვიცე-პრემიერი და მინისტრი[7]. 2004 წლის იანვარში ვან რომპეიმ მიიღო სახელმწიფო მინისტრის საპატიო მუდმივი ტიტული და გახდა ბელგიის სამეფო საბჭოს წევრი[2].

2007 წლის ივნისში გახდა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი. 2008 წლის დეკემბრიდან ხდება ბელგიის პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის ნოემბერში დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და იმავე წლის 1 დეკემბრიდან გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი[8].

ვან რომპეი კათოლიკეა. რამდენიმე წიგნის ავტორია. წერს ლექსებს ნიდერლანდურ ენაზე ჰაიკუს ჟანრში და მიჰყავს საკუთარი ბლოგი. 1977 წელს დაქორწინდა გერტრეი ვინდელსზე. ჰყავს ოთხი შვილი.