ტომ ჰენქსი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰენქსი, ტომ)

ტომას ჯეფრი ჰენქსი (ინგლ. Thomas Jeffrey "Tom" Hanks, დ. 9 ივლისი, 1956) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. მან თავისი კარიერა საოჯახო კომედიებში დაიწყო და მალე მიაღწია დიდ წარმარებას. 1993, 1994 წლებში მან ორჯერ მოახერხა ოსკარის აღება — მთავარი როლებისთვის ფილმებში „ფილადელფია“ (1993) და „ფორესტ გამპი“ (1994).

ტომ ჰენქსი
დაბადების სახელი ტომას ჯეფრი ჰენქსი
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1956 (1956-07-09) (67 წლის)[1]
კონკორდი, კალიფორნია
აქტიური 1984 - დღემდე
მშობლები მამა: ამოს მეფორდ ჰენქსი
დედა: ჟანეტ მერილინი
ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცი
1993 — ფილადელფია
1994 — ფორესტ გამპი
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში
1988 — დიდი
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1993 — ფილადელფია
1994 — ფორესტ გამპი
2000 — გარიყული
საიტი tomhanksland.com

ბიოგრაფია რედაქტირება

ტომ ჰენქსი დაიბადა 1957 წლის 9 ივლისს, კონკორდში, კალიფორნიის შტატში. მისი მამა, ამოს მეფორდ ჰენქსი, იყო შეფ მზარეული და პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის დედის, ნენსი ჰენქს ლინკოლნის ნათესავი. დედა ჟანეტ მერილინი მუშაობდა საავადმყოფოში. მშობლების გაყრის შემდეგ 1960 წელს, სამი უფროსი შვილი - სანდრა, ლარი და ტომი მამასთან ერთად დარჩნენ საცხოვრებლად. უმცროსი, ჯიმი კი დედასთან ერთად დარჩა. ორივენი ხელახლა დაქორწინდნენ. ტომის დედინაცვალს პირველი ქმრისგან ხუთი შვილი ჰყავდა. ორი წლის შემდეგ ეს ქორწინებაც გაყრით დამთავრდა და ამოს ჰენქსი იძულებული გახდა მარტოს ერჩინა შვილები. სკოლაში ტომი საკმაოდ არაპოპულარული იყო მოსწავლეებში და მასწავლებლებში. დღესაც იგი აღიარებს რომ ბავშვობაში არც თუ ისე კარგი ხასიათი ჰქონდა. 1965 წელს ამოს ჰენქსმა კიდევ ერთხელ მოიყვანა ცოლი, მისი მეუღლე იყო ფრენსის ვონგი. მას სამი შვილი ჰყავდა, მათგან ორი ტომთან ერთად ცხოვრობდა სკოლაში სწავლის პერიოდში.

ტომ ჰექნსი პატარაობიდანვე ამჟღავნებდა თავის მსახიობურ ნიჭს და ხშირად ანცვიფრებდა კიდეც გარშემო მყოფთ. ასე რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მისი მხრიდან საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი იყო. მან მიატოვა სწავლა როდესაც მიიღო შემოთავაზება მსახიობთა პატარა ჯგუფისგან, კლივლენდში. კინოში მოღვაწეობა ტომმა 1980 წელს დაიწყო („მან იცის რომ თქვენ მარტო ხართ“). ოთხი წლის შემდეგ ეკრანებზე გამოჩნდა რომანტიკული კომედია „შხეფი“ ტომ ჰენქსის მონაწილეობით, სადაც ქალის მთავარ როლს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი დერილ ჰანა ასრულებდა. იგი თამაშობდა ქალთევზას როლს, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება დიდ ქალაქში. ტომის გმირს იგი უყვარდება და ფილმის დასასრულს ორივე ოკეანეში მიდის საცხოვრებლად.

80-იან წლებში ტომმა ათამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისთვის ყველაზე წარმატებული 90-იანი წლები გამოდგა. ფილმში „უძინარნი სიეტლში“ გამოჩნდა რომანტიკულობა, ემოციურობა, მგრძნობიარობა - ის თვისებები რაც ხაზს უსვამდა მისი გმირის ინდივიდუალობას. ფილმმა „მათი საკუთარი ლიგა“ სხვა კუთხით წარმოაჩინა მისი ტალანტი. მოულოდნელი აღმოჩნდა ჰენქსის თამაში ფილმში „ფილადელფია“ (1993), სადაც იგი თმაშობს შიდსით დაავადებული ადვოკატის როლს. ამ ფილმმა მას ოსკარი მოუტანა. მთავარი წარმატება ჰენქსს ჯერ კიდევ წინ ელოდა. ფილმი „ფორესტ გამპი“, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს, 1994 წლის ნამდვილი სენსაცია იყო. ტომის გმირი ფორსტი მიჩვეულია ყველასგან დაცინვას, რადგან აზროვნებით იგი უფრო პატარაა რეალურ ასაკთან შედარებით, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს ღირსეულად გადალახოს ყველა სიძნელე. ბავშვობიდან ნახევრად ინვალიდი, იგი ახერხებს გახდეს ცნობილი ფეხბურთელი, ვიეტნამის ომის გმირი, მილიონერი და ყველასათვის სამაგალითო ადამიანი. ფილმმა რამდენიმე ოსკარი აიღო, რაც მეტწილად ტომ ჰენქსის დამსახურებაა.

1996 წელს შედგა ჰენქსის სარეჟისორო დებიუტი. ყველა მოუთმენლად ელოდა ფილმ „აპოლო 13“-ის ეკრანებზე გამოჩენას, რომელიც 1977 წელს, მთვარეზე წარუმატებელ გაფრენას მიეძღვნა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

მსახიობი რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1980 მან იცის, რომ თქვენ მარტო ხართ He Knows You’re Alone ელიოტი
1980 1982 გულითადი მეგობრები
1982 ტაქსი Taxi გორდონი
1982 ტფ ლაბირინთები და მონსტრები Mazes And Monsters რობი უილინგი
1982 ბედნიერი დღეები Happy Days დოქტორ უეინ ტუიტჩელი
1983 ოჯახური კავშირები Family Ties ნედი
1984 შხეფი Splash ალენ ბაუერი
1984 მარტოხელა ბიჭების წვეულება Bachelor Party რიკ გასკო
1985 ადამიანი ერთ დიდ წითელ ფეხსაცმელში The Man With One Red Shoe რიჩარდ დრიუ ჰარლენი
1985 მოხალისეები Volunteers ლოურენს ბორნ III
1986 ფულის მახე The Money Pit უოლტერ ფილდინგ უმცრ.
1986 არაფერი საერთო Nothing in Common დევიდ ბასნერი
1986 ყოველთვის ვემშვიდობებით ერთმანეთს Every Time We Say Goodbye დევიდ ბრედლი
1987 ბოროტების ქსელი Dragnet პეპ სტრიბეკი
1988 დიდი Big ჯოშ ბასკინი
1988 Punchline Punchline სტივენ გოლდი
1989 ტერნერი და ჰუჩი Turner & Hooch დეტექტივი სკოტ ტერნერი
1990 ამაოების კოცონი The Bonfire of the Vanities შერმან მაკ-კოი
1992 Radio Flyer Radio Flyer მაიკი
1992 მათი საკუთარი ლიგა A League Of Their Own ჯიმი დუგანი
1993 უძინარნი სიეტლში Sleepless in Seattle სემ ბოლდუინი
1993 ფილადელფია Philadelphia ენდრიუ ბეკეტი
1994 ფორესტ გამპი Forrest Gump ფორესტ გამპი
1995 აპოლო 13 Apollo 13 ჯიმ ლოველი
1995 ანფ სათამაშოების ისტორია Toy Story ვუდი
1996 რასაც შენ აკეთებ That Thing You Do! მისტერ უაიტი
1998 დედამიწიდან მთვარეზე From the Earth to the Moon მთხრობელი
1998 რიგითი რაიანის გადასარჩენად Saving Private Ryan კაპიტანი ჯონ მილერი
1998 თქვენთვის წერილია You’ve Got Mail ჯო ფოქსი
1999 ანფ სათამაშოების ისტორია 2 Toy Story 2 ვუდი
1999 მწვანე მილი The Green Mile პოლ ეჯკომბი
2000 გარიყული Cast Away ჩაკ ნოლენდი
2002 ტფ რატლზი 2 The Rutles 2: Can't Buy Me Lunch რესპონდენტი
2002 დაწყევლილი გზა Road to Perdition მაიკლ სალივანი
2002 დამიჭირე, თუ შეძლებ Catch Me If You Can კარლ ჰენრეტი
2004 ტერმინალი The Terminal ვიქტორ ნავორსკი
2004 ქალბატონის მკვლელები The Ladykillers პროფესორი დორი
2004 ელვისმა შენობა დატოვა Elvis Has Left The Building ელვისი
2004 ანფ პოლარული ექსპრესი The Polar Express სანტა კლაუსი, ექსპრესის კონდუქტორი, ჰობო, გმირი ბიჭუნა, მამა
2006 ანფ მანქანები მანქანები შერიფი ვუდი კარი
2006 და ვინჩის კოდი The Da Vinci Code პროფესორი რობერტ ლენგდონი
2007 ანფ სიმფსონების ფილმი The Simpsons Movie მოწვეული
2007 ჩარლი უილსონის ომი Charlie Wilson’s War ჩარლზ უილსონი
2008 დიდებული ბაკ ჰოვარდი The Great Buck Howard მისტერ გეიბლი
2009 ანგელოზები და დემონები Angels & Demons პროფესორი რობერტ ლენგდონი
2010 ანფ სათამაშოების ისტორია 3 Toy Story 3 ვუდი
2011 ლარი კრაუნი Larry Crowne ლარი კრაუნი
2012 დაკარგული სიმბოლო The Lost Symbol პროფესორი რობერტ ლენგდონი
2013 მისტერ ბენქსის გადასარჩენად Saving Mr. Banks უოლტ დისნეი
2013 კაპიტანი ფილიპსი Captain Phillips რიჩარდ ფილიპსი
2019 სათამაშოების ისტორია 4 Toy Story 4 ბაზ ლაიტერი

პროდიუსერი რედაქტირება

  • 2000გარიყული / Cast Away
  • 2002 — ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი / My Big Fat Greek Wedding
  • 2004 — პოლარული ექსპრესი / The Polar Express (აღმასრულებელი პროდიუსერი)
  • 2004 — კონი და კარლა / Connie and Carla
  • 2006 — დიდებული ბაკ ჰოვარდი / The Great Buck Howard
  • 2008მამა მია! / Mamma Mia!
  • 2009 - დიდებული ბაკ ჰოვარდი / The Great Buck Howard
  • 2010 - წყნარი ოკეანე (ტელესერიალი)

რეჟისორი რედაქტირება

  • 1996 — რასაც შენ აკეთებ / That Thing You Do!
  • 2001 — ჯარისკაცთა საძმო / Band of Brothers
  • 2011 — ლარი კრაუნი / Larry Crowne

სცენარისტი რედაქტირება

  • 1996 — რასაც შენ აკეთებ / That Thing You Do!
  • 1998 — დედამიწიდან მთვარემდე (სერიალი) / From the Earth to the Moon
  • 2001 — ჯარისკაცთა საძმო / Band of Brothers
  • 2005 — მოგზაურობა მთვარეზე (მოკლემეტრაჟიანი) / Magnificent Desolation: Walking on the Moon 3D
  • 2011 — ლარი კრაუნი / Larry Crowne
  • 2011 — ელექტრო ქალაქი / Electric City

კომპოზიტორი რედაქტირება

1996 — რასაც შენ აკეთებ / That Thing You Do! (სიმღერები)

ჯილდოები რედაქტირება

წელი ჯილდო კატეგორია ფილმი შედეგი
1988 აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი დიდი ნომინაცია
სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
1993 აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ფილადელფია გამარჯვებული
ბერლინის კინო ფესტივალი საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი უძინარები სიეტლში ნომინაცია
1994 აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ფორესტ გამპი გამარჯვებული
სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
BAFTA-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ნომინაცია
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
NBR-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
SAG-ს დაჯილდოება გამოჩენილი მსახიობი გამარჯვებული
1998 აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი რიგითი რაიანის გადასარჩენად ნომინაცია
BAFTA-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ნომინაცია
Empire-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ნომინაცია
SAG-ს დაჯილდოება გამოჩენილი მსახიობი ნომინაცია
გამოჩენილი მსახიობი ნომინაცია
1999 SAG-ს დაჯილდოება გამოჩენილი მსახიობი მწვანე მილი ნომინაცია
2000 აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი გარიყული ნომინაცია
BAFTA-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ნომინაცია
ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
NYFCC-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი გამარჯვებული
SAG-ს დაჯილდოება გამოჩენილი მსახიობი ნომინაცია
2002 Empire-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი დაწყევლილი გზა ნომინაცია
2007 ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ჩარლი ვილსონის ომი ნომინაცია

პირადი და ოჯახური ცხოვრება რედაქტირება

ტომ ჰენქსი ორჯერ არის დაქორწინებული. მსახიობ სამანტა ლუისისგან ჰყავს ბიჭი და გოგო, ხოლო მსახიონ რიტა უილსონისგან ჰყავს ორი ბიჭი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1215). Time Inc. Jul 13, 2012. p. 20.