სათამაშოების ისტორია 4

„სათამაშოების ისტორია 4“ (ინგლ. Toy Story 4) — 2019 წლის ამერიკული ანიმაციური კომედიური ფილმი, წარმოებული Pixar Animation Studios-ის მიერ Walt Disney Pictures-ისთვის. იგი არის რიგით მეოთხე ფილმი „სათამაშოების ისტორიის“ სერიიდან და 2010 წელს გამოსული „სათამაშოების ისტორია 3“-ის გაგრძელება. მისი რეჟისორია ჯოშ კული, სცენარისტები არიან სტეფანი ფოლსომი და ენდრიუ სტენტონი. პერსონაჟებს ახმოვანებენ ტომ ჰენქსი, ტიმ ალენი, ენი პოტსი, ტონი ჰეილი, კიგან-მაიკლ კეი, ჯორდან პილი, მადლენ მაკგროუ, კრისტინა ჰენდრიკსი, კიანუ რივზი, ელი მაკი, ჯეი ერნანდესი, ლორი ალანი და ჯოან კიუსაკი.

„სათამაშოების ისტორია 4“
რეჟისორი ჯოშ კული
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ისტორია
როლებში
მუსიკა რენდი ნიუმენი[3]
ოპერატორი
  • პატრიკ ლინი (კამერა)
  • ჟან-კლოდ კალაჩი (განათება)
მონტაჟი აქსელ გედესი
მწარმოებელი კომპანია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 11 ივნისი, 2019 (2019-06-11) (El Capitan Theatre)
  • 21 ივნისი, 2019 (2019-06-21) (აშშ)
ხანგრძლივობა 100 წუთი[4]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[5]
შემოსავალი 966.7 მილიონი აშშ დოლარი[6]

ფილმში გრძელდება „სათამაშოების ისტორია 3“-ის სიუჟეტი, სადაც მთავარი გმირები კვლავ შერიფი ვუდი, ბაზ ლაიტერი და მათი სხვა მეგობარი სათამაშოები არიან. მას შემდეგ, რაც გმირები ახალი პატრონის, ბონის ხელში აღმოჩნდებიან, ისინი გაიცნობენ სათამაშოდ ქცეულ კოვზ-ჩანგალს(ინგლისური)ქართ. სახელად ფორკის. რის შემდეგაც იწყება მათი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა. ფილმი ეძღვნება მსახიობ დონ რიკსლისა და ანიმატორ ადამ ბერკის ხსოვნას.

„სათამაშოების ისტორია 4“ დაანონსდა 2014 წლის 6 ნოემბერს.[7] რეჟისორად აიყვანეს ჯონ ლასიტერი, რომელიც აგრთვე სერიის პირველი და მეორე ნაწილების რეჟისორი იყო, ხოლო სცენარისტებად — სტეფანი ფოლსომი და ენდრიუ სტენტონი. 2015 წლის მარტში პროექტის თანარეჟისორად დაინიშნა ჯოშ კული. 2017 წლის ივლისში ლასიტერმა დატოვა რეჟისორის პოსტი.[8][9] 2018 წლის 12 ნოემბერს ინტერნეტში გავრცელდა პირველი ტიზერ-ტრეილერი.[10]

„ფილმის პრემიერა გაიმართა 2019 წლის 11 ივნისს ლოს-ანჯელესში.[11] აშშ-ის კინოთეატრებში გამოვიდა იმავე წლის 21 ივნისს RealD 3D, Dolby Cinema, და IMAX ფორმატებში. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 200 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 990 მილიონი დოლარი, რითაც იქცა 2019 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად, აგრეთვე მეცხრე ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად. წინამორბედის მსგავსად პრეოქტმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. შექება წილად ხვდა ფილმის ისტორიას, იუმორს, ემოციურობას, ანიმაციურ მხარესა და ვოკალურ შესრულებას. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 97% (391 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Official Teaser. Disney/Pixar/YouTube (12 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2019.
  2. Giardina, Carolyn (13 მაისი, 2019). 'Toy Story 4': Rashida Jones, John Lasseter Among 8 Who Will Share "Story By" Credits“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2019. ციტატა: „It's all original films after this one right now.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Cross, Dominick (February 26, 2016). „Newman on Putin, people, politics, music“. The Advertiser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2016. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. TOY STORY 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-19. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  5. Patrick Brzeski. (21 ივნისი, 2019) China Box Office: 'Toy Story 4' Getting Crushed by Rerelease of Anime Classic 'Spirited Away'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2019.
  6. Toy Story 4 (2019). ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2019.
  7. Graser, Marc. (6 ნოემბერი, 2014) John Lasseter to Direct 'Toy Story 4,' Out in 2017. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2014.
  8. Lussier, Germain. (17 ივლისი, 2017) John Lasseter Explains Why He's No Longer Directing Toy Story 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2017
  9. Khatchatourian, Maane. (14 ივლისი, 2017) 'Toy Story 4': Josh Cooley Becomes Sole Director as John Lasseter Steps Down. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი, 2017.
  10. The Toy Story 4 teaser trailer is here! (12 ნოემბერი, 2018).
  11. Perez, Jr., Ruben. (12 ივნისი, 2019) Stars of Disney and Pixar's 'Toy Story 4' Celebrate the World Premiere at Hollywood's El Capitan Theater. Entertainment Rocks. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  12. Toy Story 4 (2019). Fandango. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2019.