და ვინჩის კოდი (ფილმი)

და ვინჩის კოდი (ინგლ. The Da Vinci Code) — 2006 წლის ამერიკული თრილერის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რონ ჰოვარდი, სცენარის ავტორი აკივა გოლდსმანი და დაფუძნებულია დენ ბრაუნის 2003 წლის ყველაზე გაყიდვად ამავე სახელწოდების რომანზე. რობერტ ლენგდონის ფილმების სერიაში ის პირველი ფილმია. მაში მთავარ როლებს ასრულებენ: ტომ ჰენქსი, ოდრი ტატოუ, სერ იან იან მაკკელენი, ალფრედ მოლინა, იურგენ პროხნოუ, ჟან რენო და პოლ ბეთანი. ფილმში ჰარვარდის უნივერსიტეტის რელიგიური სიმბოლოების პროფესორი რობერტ ლენგდონი არის მთავარი ეჭვმიტანილი ლუვრის კურატორის, ჟაკ სონიერის სასტიკ და უჩვეულო მკვლელობაში. გარდაცვლილის სხეულზე პოლიცია საიდუმლო ნიშნებს აღმოაჩენს და გამოძიებას დაიყებს.[1] ლენგდონი გაიქცევა პოლიციას კრიპტოლოგის, სოფი ნევეუს დახმარებით , რომელთან ერთადაც წმინდა გრაალის საიდუმლოების გამოძიებას იწყებს. ცნობილი გრაალის შემსწავლელი ბრიტანელი ისტორიკოსი სერ ლი თიბინგი მათ ეტყვის, რომ გრაალის საიდუმლოება კოდირებულია ლეონარდო და ვინჩის ნახატში, „საიდუმლო სერობა“.

„და ვინჩის კოდი“
ინგლ. The Da Vinci Code
ფილმის ტიპი თრილერი
რეჟისორი რონ ჰოვარდი
პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი
ჯონ კალეი
ეფუძნება დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“
როლებში
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
მწარმოებელი კომპანია Columbia Pictures
Imagine Entertainment
Skylark Productions
Government of Malta
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი

17 მაისი, 2006 (კანის კინოფესტივალი)

19 მაისი, 2006 (აშშ)
ხანგრძლივობა 149 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ბიუჯეტი 125 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 760 მილიონი აშშ დოლარი

ფილმმა პრემიერის კვირაში 224 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, საერთო ჯამში კი მისმა შემოსავალმა 760 მილიონი დოლარი შეადგინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ვინჩის კოდი 2006 წლის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი და ასევე ჰოვარდის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ამასთან, ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად უარყოფითი შეფასებები მიიღო. ფილმს აქვს ორნაწილიანი გაგრძელება: ანგელოზები და დემონები და ინფერნო (2016).

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

ფილმის უფლებები შეიძინა დენ ბრაუნმა 6 მილიონ დოლარად. [2]

ადგილმდებარეობა რედაქტირება

ლუვრმა ფილმის შემქმნელებს მისცა ნებართვა, გადაეღოთ შესაბამისი სცენები მათ შენობაში. გადაღების დროს გამოიყენეს მონა ლიზას რეპლიკა, რადგან გადამღებ ჯგუფს ნება არ დართეს, რომ რეალურ მონა ლიზასთან ემუშავათ.ვესტმინსტერის სააბატომ უარყო ის განცხადება, რომლის თანახმადაც გადაღებები მათ ტაძარში შედგა. ასევე მოიქცა სენ-სულპისის ეკლესიაც. ამის ნაცვლად, ვესტმინსტერის სააბატოს სცენები გადაიღეს ლინკოლნისა და ვინჩესტერის საკათედრო ტაძარში, [3] რომლებიც ორივე ინგლისის ეკლესიას ეკუთვნის.

ცენზურა რედაქტირება

ფილმი აკრძალული იყო ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, სირიაში, [4] ბელარუსსა[5] და ლიბანში.[6] იორდანიაში ხელისუფლებამ აკრძალა ფილმი იმის მტკიცებით, რომ იგი „ლახავს მეხსიერებას ქრისტიანული და ისლამური მოღვაწეებისა და ეწინააღმდეგება ბიბლიასა და ყურანში დაწერილ ჭეშმარიტებას იესოს შესახებ“. ირანში ის აიკრძალა მუსლიმებისა და ქრისტიანი უმცირესობების პროტესტის გამო.[7]

გაგრძელებები რედაქტირება

ანგელოზები და დემონები რედაქტირება

სცენარისტმა აკივა გოლდსმანმა, იურული პარკის სცენარისტის დევიდ კოპის დახმარებით, ანგელოზები და დემონები შექმნა, [8] რომლის რეჟისორი ასევე ჰოვარდი იყო. ქრონოლოგიურად, ისტორია ვითარდება. ამასთან, კინემატოგრაფებმა კვლავ განაგრძეს მის გაგრძელებაზე მუშაობა. ჰენქსი ამ ნაწილშიც ასრულებს როლს. ფილმი გამოვიდა 2009 წელს და მან და ვინჩის კოდთან შედარებით უკეთესი შეფასებები მიიღო.

ინფერნო რედაქტირება

Sony Pictures–მა ფილმის ადაპტაცია შექმნა ინფერნოზე, რობერტ ლენგდონის სერიის მეოთხე წიგნზე დაყრდობით, რომელიც გამოვიდა 2016 წლის ოქტომბერში.[9] ჰოვარდი ამჯერადაც რეჟისორად მუშაობდა ფილმზე.[10] გადაღებები დაიწყო 2015 წლის 27 აპრილს, იტალიაში, ვენეციაში და დასრულდა 2015 წლის 21 ივლისს.[11] 2014 წლის 2 დეკემბერს ფელისიტი ჯოუნზთან დაიწყო მოლაპარაკებები ფილმში მონაწილეობის მიზნით.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dan Brown » The Da Vinci Code. ციტირების თარიღი: April 22, 2016
  2. Bayer, Jeff. (2009) 5 Things You Didn't Know About The Movie The Da Vinci Code. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2016. ციტირების თარიღი: October 25, 2020
  3. Film locations in South East England.
  4. Gross, Tom. (May 16, 2006) "Da Vinci Code" movie banned by Egypt, Lebanon, Syria & Jordan. ციტირების თარიღი: October 25, 2020
  5. „Le film Da Vinci Code interdit au Bélarus“. Agence International de Presse Coranique (ფრანგული). May 22, 2006. ციტირების თარიღი: October 25, 2020.
  6. „Le film Da Vinci Code interdit au Bélarus“. Agence International de Presse Coranique (ფრანგული). May 22, 2006. ციტირების თარიღი: October 25, 2020.
  7. McElroy, Steven (July 26, 2006). 'Da Vinci Code' Banned in Iran“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 25, 2020.
  8. Hanks, Howard Back for Angels & Demons (April 12, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2012. ციტირების თარიღი: October 25, 2020
  9. Kilday, Gregg. (October 9, 2014) Tom Hanks' 'Inferno' Shifts Opening to 2016. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 25, 2020
  10. „Tom Hanks And Ron Howard To Return For Next Dan Brown Movie 'Inferno'; Sony Sets December 2015 Release Date“. Deadline Hollywood. July 16, 2013. ციტირების თარიღი: July 16, 2013.
  11. „Sony Pictures Locks Tom Hanks, Ron Howard For April 'Inferno' Start“. Deadline Hollywood. August 26, 2014. ციტირების თარიღი: August 26, 2014.
  12. „Felicity Jones In Early Talks To Join 'Inferno' With Tom Hanks“. Deadline Hollywood. December 6, 2014. ციტირების თარიღი: December 2, 2014.