ჰენრი ჰალიტ დეილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰენრი დეილი)

ჰენრი ჰალიტ დეილი[15] (ინგლ. Henry Hallett Dale; 9 ივნისი, 1875, ლონდონი — გ. 23 ივლისი, 1968, კემბრიჯი) — ინგლისელი ფარმაკოლოგი, ფიზიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1914), მისი მუდმივი მდივანი (1925–1935) და პრეზიდენტი (1940–1945). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1898). ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაზე სპეციალიზებული იყო ერნესტ ჰენრი სტარლინგთან და პაულ ერლიხთან. 1904 წლიდან იყო ფარმაცევტული ფირმების (Burrouglis, Wellcome and Company) თანამშრომელი, 1914 წლიდან — ჰამფსტედის სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა (ლონდონი; 1928–1942 წლებში დირექტორი). 1942–1946 წლებში ხელმძღვანელობდა სამეფო ინსტიტუტის დევი-ფარადეის ლაბორატორიას; 1939–59 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი.[16]

ჰენრი ჰალიტ დეილი
ინგლ. Henry Hallett Dale
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1875(1875-06-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 23 ივლისი, 1968(1968-07-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (93 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ექიმი, ნეირომეცნიერი, ბიოქიმიკოსი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და ტოლინგტონის სკოლა
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[8] [9] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, კოპლის მედალი[10] , სამეფო მედალი, შმიდებერგის ნიშანი, ალბერტის მედალი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] , კრუნის სახელობის პრემია, გრაცის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბანტინგის მედალი[12] , ბელის მედალი, ჰარვეის სიტყვა, რაინდი-ბაკალავრი, ღირსების ორდენი, ორდენი „დამსახურებისათვის“, სამეფო საზოგადოების წევრი, honorary Fellow of the Royal College of Surgeons[13] , Cameron Prize of the University of Edinburgh და Honorary Fellow of the Royal Society Te Apārangi[14]

ძირითადი შრომები დაკავშირებულია ნერვული იმპულსის გადაცემის მექანიზმების გამორკვევასთან. პირველმა ჩაატარა კვლევები სიმპათიკური ამინების, ჰისტამინის, აცეტილქოლინისა და ერგოტოქსინის მოქმედების შესასწავლად. აღწერა აცეტილქოლინისა და პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოების ელექტრული სტიმულაციის ბიოლოგიურ ეფექტებს შორის მსგავსება; დაამტკიცა, რომ აცეტილქოლინი ნეირომედიატორია და მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში. 1936 წელს გადაეცა ნობელის პრემია (ოტო ლევთან ერთად).[16]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 Académie nationale de médecine
  8. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1936/
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  10. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  11. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/henry-hallett-dale-sir
  12. https://professional.diabetes.org/content-page/1941-2023-banting-medal-scientific-achievement-award
  13. Plarr's Lives of the Fellows
  14. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
  15. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 98.
  16. 16.0 16.1 Дейл Генри // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 432.