ჰელიოტროპი (ლათ. Heliotropium ; ბერძ. ἥλιος, hēlios — მზე და τρὀπειν, tropein — ბრუნვა) — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. ბუჩქები, ნახევრად ბუჩქები და ბალახებია. ხვეულა ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ან იისფერი ყვავილები აქვთ.

ჰელიოტროპი
იისფერი ჰელიოტროპი
იისფერი ჰელიოტროპი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ჰელიოტროპი
ლათინური სახელი
Heliotropium

220-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. საქართველოში ჰელიოტროპის მხოლოდ 3 სახეობა იზრდება. გვხვდება მთის შუა სარტყლამდე მშრალ ქვიშნარ და ქვიან ადგილებზე. ხშირად როგორც სარეველა გზის პირას, ნათესში, ბაღსა და ბოსტანში. ზოგიერთი სახეობა (ლათ. Heliotropium europaeum და სხვ.)

შეიცავს შხამიან ალკალოიდ ცინოგლოსინს. კულტურაში განსაკუთრებით ცნობილია ჰელიოტროპის სურნელოვანი და დეკორატიული ჯიშები, რომლებიც წარმოშობილნი არიან პერუში ველურად მზარდი სახეობებისაგან (ლათ. Heliotropium peruvianum და Heliotropium corymbosum).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება