ჰელე თორნინგ-შმიდტი
ჰელე თორნინგ-შმიდტი, დან.Helle Thorning-Schmidt (დ.1966 წ.) - დანიის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი 2011-15 წლებში.
ჰელე თორნინგ-შმიდტი | |
დანიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ოქტომბერი, 2011 – 28 ივნისი, 2015 | |
წინამორბედი | ლარს რასმუსენი |
მემკვიდრე | ლარს რასმუსენი |
დაბადებული | 14 დეკემბერი, 1966 კოპენჰაგენი, დანია |
მოქალაქეობა | დანია |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | სტეფან კინოკი |
განათლება | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებაჰელე თორნინგ-შმიდტმა უმაღლესი განათლება კოპენჰაგენის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების განხრით მიიღო, 1992-93 წლებში კი ბელგიაში ბრიუგეს ევროპის კოლეჯი ევროპამცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1993 წელს იგი სოციალ-დემოკრატებს შეუერთდა და პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. პარტიულ იერარქიაში თორნინგ-შმიდტი სწრაფად დაწინაურდა: 1994-97 წლებში ის პარტიის სამდივნოს უფროსად მუშაობდა, 1999-2004 წლებში ევროპელ სოციალისტთა პარტიიდან იყო ევროპარლამენტის წევრი, სადაც დასაქმების და სოციალურ საქმეთა კომიტეტში საქმიანობდა, ხოლო 2005 წელს არჩეული იქნა დანიის პარლამენტის ფოლკეტინგის დეპუტატად.[1]
2005 წელს საყოველთაო არჩევნებში სოციალ-დემოკრატთა მარცხს ლიდერის გადადგომა მოჰყვა. წამოყენებულ კანდიდატებს შორის შიდაპარტიულ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა ჰელე თორნინგ-შმიდტს ერგო. ორი წლის შემდეგ ახალი მეთაური წარუძღვა პარტიას ფოლკეტინგის არჩევნებში, მაგრამ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ხმების რაოდენობა მან ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, ნდობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, პარტიული ხელმძღვანელობა ამჯერად უცვლელი დარჩა.
მომდევნო არჩევნებში კი მემარცხენე-ცენტრისტებმა სასურველ მიზანს მიაღწიეს და მთელი ათწლეულის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნის შემდგომ ძალაუფლება დაიბრუნეს. ოთხპარტიულ კოალიციაში სოციალ-დემოკრატებს პარტნიორობას სოციალ-ლიბერალები, სოციალისტი ხალხოსნები და ეკოსოციალისტები უწევდნენ. დანიის ისტორიაში პირველად 2011 წლის 3 ოქტომბერს მინისტრთა კაბინეტს სათავეში ქალი ჩაუდგა.
პრემიერ-მინისტრი
რედაქტირებაამ პერიოდისთვის დანია ყველაზე საგრძნობი ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ახალმა პრემიერმა უჩვეულო წინადადება წამოაყენა ყოველდღიურად 12 დამატებითი წუთით მუშაობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თითოეული ადამიანის მხრიდან კვირაში დამატებით ერთი საათით მუშაობა ვითარების გამოსწორებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.[2]
გადასახადების შემცირების გზით ბიუჯეტის საფინანსო შემოსავლები 2015 წელს 10,5% პროცენტით გაიზარდა ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, იმიგრაცია და თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ხარჯები ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა. იმ პირობებში, როდესაც დანიის 5,7 მლნ მოსახლეობის 9% უცხოეთში იყო დაბადებული, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პოლიტიკური ბანაკი საზოგადოებას ამ სფეროში კანონმდებლობის გამკაცრების ჰპირდებოდა.[3]
2015 წლის ივნისის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 26% მიიღო, რითაც 5%-ით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მემარჯვენე "ხალხის პარტიას", მაგრამ მისმა პარტნიორებმა მთლიანობაში ნაკლები ხმები მიიღეს, რითაც ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გადადგა.
შემდგომი კარიერა
რედაქტირებაამასთან, როგორც პარლამენტის წევრი, ის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა 2016 წლის იანვრამდე, როცა მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერი დაინიშნა ლონდონში ორგანიზაციის Save the Children აღმასრულებელ დირექტორად.[4]
ჰელე თორნინგ-შმიდტის ავტორიტეტის გათვალისწინებით, "ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციის" თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატთა სიაში მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა.[5]
2021 წელს ყოფილი პრემიერი 18 სხვა პირთან ერთად ჟურნალისტების, ყოფილი პოლიტიკოსების თუ საზოგადო მოღვაწეებისგან დაკომპლექტებული "ფეისბუკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საქმიანობს. აღნიშნულ საბჭოს დონალდ ტრამპმა მიმართა ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან თავისი პირადი გვერდების აკრძალვის გამო.[6]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირება1996 წელს დაქორწინდა სტეფან კინოკზე, რომელიც ბრიტანელ ლეიბორისტთა ექს-ლიდერის ნილ კინოკის შვილია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Helle Thorning-Schmidt celebsages.com
- ↑ Helle Thorning-Schmidt to be Danish PM after poll win bbc.com, 16 September 2011
- ↑ Far-right party is a big winner of Danish elections timeofisrael.com, 19 June 2015
- ↑ Helle Thorning-Schmidt, former Prime Minister of Denmark thedanishparliament.dk
- ↑ Helle Thorning-Schmidt is front-runner to lead conference on Europe’s future politico.eu
- ↑ Former President Donald Trump has submitted a statement of appeal to be reinstated on Facebook and Instagram thegatewaypundit.com