აჰმედ-ფაშა (ჯაყელი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაჯი აჰმედ-ფაშა)

აჰმედ-ფაშა, ჯაყელი (გ. 1758) — ახალციხის ფაშა 1745-1758 წლებში, ისაყ I-ის ძე. აჰმედ-ფაშა სამთუღიანი ფაშა იყო და სულთნის ვეზირად ითვლებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალციხის საფაშოში მაჰმადიანობის შემდგომ გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას. მისი განკარგულებით ააგეს ახალციხეში აჰმედის სახელობის დიდი მეჩეთი, რომელთანაც დააარსეს სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა. მის დროს განსაკუთრებით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა. ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისათვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა III-ის დავალებით აჰმედ-ფაშა დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღესტნელ ფეოდალებს და 1757 წლის 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის ჯარი. ამ მარცხის გამო სულთანმა მუსტაფა III-მ აჰმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. აჰმედ-ფაშა ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთნის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

აჰმედ-ფაშა
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1745
მმართ. დასასრული: 1758
წინამორბედი: ისაყ I
მემკვიდრე: ჰასან-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1758
დინასტია: ჯაყელები
მამა: ისაყ I
რელიგია: სუნიტური ისლამი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომსაძე შ., ახალციხის მხარის ისტორიიდან, კრ.: საქართველოს სოციალ-ეკონომიური განვითარების ისტორიიდან (XIX ს.), თბ., 1973;