ისაყ I ჯაყელიახალციხის ფაშა ოთხჯერ: 1701-1705, 1708-1716, 1718-1737 და 1744-1745 წლებში, იუსუფ II-ის ძე. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ - სალიმმა - წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა - ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-წლიდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 წლებში ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ, ქართლის სამეფოს დაპრობაში. 1727, ქართლის მეფის იესეს გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ისაყ I-ს ემორჩილებოდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735 წელს, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 წელს ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744 წელს,ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა თანამდებობას. გარდაიცვალა 1745 წელს.

ისაყ I
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1701, 1708, 1718, 1744
მმართ. დასასრული: 1705, 1716, 1737, 1745
წინამორბედი: სალიმ-ფაშა 1701
ასლან II 1708, 1716
იუსუფ III 1744
მემკვიდრე: ასლან II 1705, 1716
იუსუფ III 1737
აჰმედ-ფაშა 1745
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1745
შვილები: იუსუფ III
აჰმედ-ფაშა
დინასტია: ჯაყელები
მამა: იუსუფ II
რელიგია: სუნიტური ისლამი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 227.
  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975