სალიმ-ფაშა
სალიმ-ფაშა (ჯაყელი) — ახალციხის ფაშა 1688-1701 წლებში, ასლან I-ის ძე. ტახტი დაიკავა უფროსი ძმის, იუსუფ II-ის გარდაცვალების შემდეგ. მის დროს ახალციხის საფაშოში უკიდურესად გაძლიერდა იანიჩართა თარეში და ქრისტიანული მოსახლეობის აკლება. სალიმ-ფაშა ცდილობდა იანიჩარებისათვის დაეპირისპირებინა „ყულის“ ჯარი, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მხარს არ უჭერდა. მის დროს გახშირდა ქრისტიანული მოსახლეობის გამაჰმადიანების შემთხვევები.
სალიმ-ფაშა | |
---|---|
ახალციხის ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1688 |
მმართ. დასასრული: | 1701 |
წინამორბედი: | იუსუფ II |
მემკვიდრე: | ისაყ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1701 |
შვილები: | ასლან II |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ასლან I |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 693.