ჰასან-ფაშა
(გადამისამართდა გვერდიდან ჰასან ფაშა)
ჰასან-ფაშა ჯაყელი, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1758-1759 და 1761-1767 წლებში. ახლად დანიშნულ ფაშას დაევალა განდგომილი იმერეთის სამეფოს კვლავ დამორჩილება. ამ მიზნით ჰასან-ფაშამ 1758 ორჯერ ილაშქრა იმერეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. 1759 წელს გადააყენეს. მის ნაცვლად დანიშნეს იბრაჰიმ-ფაშა (ჯაყელი), რომელსაც ხალხი აუჯანყდა. 1761 კვლავ ჰასან-ფაშა დანიშნეს ორი თუღით. მალე იგი სამთუღიანი ფაშა და სერასკერი გახდა. 1763-1767 ჰასან-ფაშამ მრავალგზის ილაშქრა იმერეთში, მაგრამ უშედეგოდ. 1767 წლის თებერვალს იგი ახალციხიდან გაიწვიეს და სელენიქის ფაშად გაამწესეს.
ჰასან-ფაშა | |
---|---|
ახალციხის ფაშა | |
მმართ. დასაწყისი: | 1758 |
მმართ. დასასრული: | 1759 |
წინამორბედი: | აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | იბრაჰიმ-ფაშა |
მმართ. დასაწყისი: | 1761 |
მმართ. დასასრული: | 1767 |
წინამორბედი: | იბრაჰიმ-ფაშა |
მემკვიდრე: | სულეიმან-ფაშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1770 |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | აჰმედ-ფაშა |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 606.