იბრაჰიმ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან იბრაჰიმი)

იბრაჰიმი, იბრაჰიმ ჯაყელი, ახალციხის ფაშა 1759-1761 წლებში, იუსუფ III-ის ძე. მოითხოვდა ტყვეებით ვაჭრობის თავისუფლებას დასავლეთ საქართველოში. 1760 წლის შემოდგომაზე დიდი ლაშქრით იმერეთში შეიჭრა, მაგრამ დამარცხდა. ახალციხეში დაბრუნებულს ხალხი აუჯანყდა, ფაშობიდან გადააყენეს და ქალაქიდან გააძევეს. ოსმალთა სულთანმა მუსტაფა III-მ იგი ყარსის ფაშად გადაიყვანა.

იბრაჰიმ-ფაშა
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1759
მმართ. დასასრული: 1761
წინამორბედი: ჰასან-ფაშა
მემკვიდრე: ჰასან-ფაშა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1780
დინასტია: ჯაყელები
მამა: იუსუფ III
რელიგია: სუნიტური ისლამი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან და XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
  • ლომსაძე შ., ქსე, ტ. 5, გვ. 73, თბ., 1980