ჰანა რიდი
ჰანა ალბერტინა რიდი (შვედ. Hanna Albertina Rydh; დ. 12 თებერვალი, 1891, ადოლფ-ფრედრიკი, სტოკჰოლმი, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო — გ. 29 ივნისი, 1964, სტოკჰოლმი, შვედეთი) —შვედი არქეოლოგი და პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.[1]
ჰანა რიდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Hanna Albertina Rydh |
დაბადების სახელი | Hanna Albertina Rydh |
დაბადების თარიღი |
12 თებერვალი, 1891 არდოლფ-ფრედრიკი, სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
29 ივნისი, 1964 (73 წლის) სტოკჰოლმი, შვედეთი |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | მკვლევარი, არქეოლოგი, აქტივისტი, პოლიტიკოსი, ქალთა უფლებადამცველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰანა რიდი დაიბადა 1891 წელს მდიდარ ოჯახში. სამი შვილიდან უმცროსი იყო. მამა კომპანიის მფლობელი გახლდათ, დედა — მასწავლებელი. 1919 წელს ჰანა რიდმა უფსალის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სახელწოდებით "Dosformiga spännen från vikingatiden" და მიიღო დოქტორის ხარისხი არქეოლოგიაში. ატარებდა არქეოლოგიურ კვლევებს ბირკასა და ადელსში, ასევე დაინტერესებული იყო ქვის და ადრეული რკინის ხანის გოტლანდით. მეუღლესთან, ბრორ შნიტგერთან (შვედ. Bror Schnittger) ერთად, 1916 წლიდან 1925 წლამდე აწარმოებდა გათხრებს არანის ნანგრევებზე ვესტერგოტლანდში. იგი ასევე მონაწილეობას ღებულობდა გათხრებში შვედეთის ფარგლებს გარეთ. 1924 წლიდან საფრანგეთის ეროვნული არქეოლოგიის მუზეუმში ასისტენტად მუშაობდა, სადაც პასუხისმგებელი იყო პალეოლითის ხანის კოლექციებზე. შემდგომში ატარებდა გათხრებს პირენეებში.[2][3]
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვა ლენ ემტლანდის გუბერნატორს (1931 -1938 წწ.) მორტიმერ მანკ აფ როზენშელდს (შვედ. Mortimer Munck af Rosenschöld)
მრავალი წლის განმავლობაში, როგორც ოსტერსუნდის ოლქის გუბერნატორის მეუღლეს, ჰანა რიდს დიდ ძალისხმევა დასჭირდა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ემტლანდ-იამტლის საგრაფოს მუზეუმისთვის.
რიდი გახდა პირველი ქალი შვედეთში, რომელმაც მეუღლე პენსიაზე გასვლის შემდეგ შეცვალა გუბერნატორის პოსტზე 1938 წელს.[4]
ჰანა რიდმა გამოაქვეყნა არაერთი სამეცნიერო-პოპულარუი ნაშრომი, 1937-1949 წლებში გახლდათ ორგანიზაცია ფრედრიკ ბრემერ ფორბუნდეტის პრეზიდენტი (შვედ. Fredrika-Bremer-Förbundet, FBF — ერთ-ერთი უძველესი ქალთა ორგანიზაცია შვედეთში, რომლის ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამი ძირითადი საკითხი: მეტი ქალი ხელისუფლებაში, მეტი მამაკაცი, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე და მამაკაცებთან ერთად თანაბარი ანაზღაურება), ხოლო 1946-1952 წლებში — საერთაშორისო ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო ალიანსის პრეზიდენტი. შემდეგ იგი შეცვალა დანიელმა ესთერ გრაფმა.
ჰანა რეიდი იყო პარლამენტის წევრი შვედეთის ლიბერალური სახალხო პარტიიდან სტოკჰოლმის საქალაქო ოლქის მეორე პალატაში 1943 წლიდან 1944 წლამდე. რიკსდაგში იგი მუშაობდა საჯარო მოხელეების, მათ შორის მასწავლებლების მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე.
ჰანა რიდი ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციას რანგ მაჰალში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, პაკისტანის საზღვართან 1953-1954 წლებში. ჰანა რიდის ზოგიერთი არქეოლოგიური აღმოჩენა დღეს მსოფლიო კულტურის მუზეუმების კოლექციებშია წარმოდგენილი.
ჰანა რიდის სახელს ატარებს ქუჩა ფრიანგენში (რაიონი სტოკჰოლმის ყველაზე სამხრეთ ნაწილში).[5]
1936 წელს მას მიენიჭა შვედეთის სამეფო მედალი Illis Quorum.
რჩეული ნაშრომები
რედაქტირება- 1930- Adelsö (Stockholm : Wahlström & Widstrand i kommission)
- 1948 - Jämtland och Härjedalen (Uppsala : Lindblad)
ლიტერატურა
რედაქტირება- სტატია «Hanna A Rydh (-Munck af Rosenschöld)» შვედურ ბიოგრაფიულ ლექსიკონში
- Norberg, Anders; Asker Björn, Tjerneld Andreas (1988). Tvåkammarriksdagen 1867—1970: ledamöter och valkretsar. Band 1, sid 166—167, Stockholms stad, Stockholms län, Uppsala län, Södermanlands län, Västmanlands län. Stockholm: Almqvist & Wiksell International. Libris 498953. ISBN 91-22-01286-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hanna A Rydh (-Munck af Rosenschöld) - Svenskt Biografiskt Lexikon (riksarkivet.se) (შვედ.) — 1917
- ↑ Hanna Albertina Rydh
- ↑ Rydh, Hanna i Vem är vem?, pp. 1116, 1962 (შვედ.)
- ↑ "Sehnittger, Bror". Nordisk familjebok. 1926. Retrieved December 1, 2018.(შვედ.)
- ↑ Tvåkammarriksdagen 1867-1970, Vol 1 (Almqvist & Wiksell International 1988), Vol. 1, pp. 166-167 (შვედ.)