ბირკა (შვედეთი)
ბირკა (შვედ. Birka) — შვედი ვიკინგების მსხვილი სავაჭრო ცენტრი 800-975 წლებში, რომელიც ჩრდილოელი მოციქულის, წმინდა ანსგარის "ცხოვრებასა" და ადამ ბრემენელის თხზულებებშია მოხსენებული. XIX საუკუნიდან გაიგივებულია კუნძულ ბიორკიოსთან მელარენის ტბაზე, შესულია იუნესკოს ძეგლთა სიაში. უძველესი ქალაქია თანამედროვე შვედეთის ტერიტორიაზე. სავაჭრო გზების საბოლოო პუნქტი იყო, რომელიც სკანდინავიას არაბეთის სახალიფოს აკავშირებდა. ამაზე არაბული რკინის ფულის და საქონლის არაერთი მონაპოვარიც მოწმობს. X საუკუნის ბოლოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა სიგტუნს დაუთმო, სავარაუდოდ დიდი ხანძრის, ან სამდინარო გზების გამეჩეჩების გამო.
ბირკა და ჰოვგორდენი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | შვედეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 59°20′05″ ჩ. გ. 17°32′35″ ა. გ. / 59.33472° ჩ. გ. 17.54306° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) |
ნომერი | 555 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 555 ინგლ. • რუს. • ფრ. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- 2006 ენციკლოპედია ბრიტანიკა, სტატია „შვედეთი“.
- Helle, K. et al., Norsk Byhistorie, Pax forlag, ოსლო 2006, ISBN 13: 978-82-530-2882-8.
- 2006 ენციკლოპედია ბრიტანიკა. სტატია „ბირკა“.