ჰალეთ ჩამბელი
ჰალეთ ჩამბელი (თურქ. Halet Çambel, დ. 27 აგვისტო, 1916 — გ. 12 იანვარი, 2014) — თურქი არქეოლოგი და ოლიმპიური მოფარიკავე. ის პირველი მუსლიმი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.[1]
ჰალეთ ჩამბელი | |
---|---|
თურქ. Halet Çambel | |
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო, 1916 |
დაბ. ადგილი | ბერლინი, გერმანიის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 იანვარი, 2014 |
გარდ. ადგილი | სტამბოლი, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მოფარიკავე, უნივერსიტეტის პროფესორი და ხეთოლოგი |
მუშაობის ადგილი | ზაარლანდის უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი |
გოგონათა ამერიკული სკოლა, სორბონის უნივერსიტეტი სტამბოლის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | პროფესორი |
მეუღლე | Nail Çakırhan |
მამა | Hasan Cemil Çambel |
ჯილდოები | Prince Claus Award, T.C. Kültür ve Turizm Bakanlığı Kültür ve Sanat Büyü და honorary doctor of the University of Tübingen |
სამეცნიერო სფერო | არქეოლოგია |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაჩამბელი დაიბადა ბერლინში, გერმანიის იმპერიაში, 1916 წლის 27 აგვისტოს, სამხედრო მოღვაწისა და მუსტაფა ქემალ ათათურქთან დაახლოებული პირის, ჰასან ჯემილ ბეისა (ჩამბელი) და რემზიე ჰანიმის, იბრაჰიმ ჰაკი ფაშას ქალიშვილის ოჯახში. ჰალეთის ბაბუა (დედის მხრიდან) ოსმალეთის იმპერიის ვეზირთა საბჭოს წევრი იყო და გერმანიის იმპერიაში ოსმალეთის ელჩის როლს ასრულებდა.[2]
საშუალო განათლება მან არნავუთქიოის გოგონათა ამერიკულ სკოლაში (თანამედროვე რობერტის კოლეჯი) მიიღო. სკოლაში სწავლისას ის შთაგონებული იყო ხელოვნების ისტორიის მასწავლებლის ისტორიებით, რომელიც კლასს გასვლით ღონისძიებებს უწყობდა სტამბოლის მუზეუმებში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან ფარიკაობაში ვარჯიში. 1933–1939 წლებში ჩამბელი სწავლობდა არქეოლოგიას სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში, საფრანგეთში. ჩამბელი გახდა სტამბოლის უნივერსიტეტის სამეცნიერო ასისტენტი 1940 წელს. 1944 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. 1947 წლიდან ის მუშაობდა ლექტორად.[3] ორი წლის განმავლობაში ჰალეთი იყო მოწვეული ლექტორი გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში. 960 წელს დაინიშნა პროფესორის თანამდებობაზე და დააარსა პრეისტორიის ინსტიტუტი.[2] 1984 წელს მას მიენიჭა ემერიტუსის წოდება.[4]
სპორტული კარიერა
რედაქტირებამან მონაწილეობა მიიღო ქალთა ინდივიდუალური ფარიკაობის ღონისძიებაში 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[5] ჩამბელი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.[6] მოგვიანებით „გერმანელი ჩინოვნიკის“ წარმომადგენელმა ჰალეთი ადოლფ ჰიტლერთან შესახვედრად მიიწვია, მაგრამ ჩამბელმა შეხვედრაზე პოლიტიკური შეხედულებების გამო უარი განაცხადა.[7][2]
პროფესიული კარიერა
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამბელმა სწავლა დაიწყო გერმანელ არქეოლოგთან ჰელმუთ თეოდორ ბოზერტთან (1889–1961), რომელიც სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი იყო. 1947 წელს ჰალეთმა ბოზერტთან ერთად დაიწყო ქარათეფეს, ძვ.წ. მე-12 საუკუნის ხეთური დასახლების გათხრები, ტავრის მთებთან, სამხრეთ თურქეთში.[2] ჩამბელმა დიდი წვლილი შეიტანა ხეთური იეროგლიფების გაშიფვრაში, რისთვისაც ფინიკიური დამწერლობა გამოიყენა, ქარათეფეს ბილინგვის აღმოჩენის შემდეგ.[3]
ჩამბელი ასევე მონაწილეობდა თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. 1950-იან წლებში მან წინააღმდეგობა გაუწია მთავრობის, რომლლის წარმომადგენლებიც არტეფაქტების ქარათეფედან მუზეუმში გადატანას ცდილობნენ. მან საბოლოოდ მთავრობა დაითანხმა და 1960 წელს დაარსდა ქარათეფე-ასლანთაშის ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმი. მუზეუმისთვის შენობების ნაწილი ჰალეთის მეუღლემ, ნალი ჩაქირჰანმა შექმნა. იგი ასევე იბრძოდა მდინარე ჯეიჰანის კაშხლის წინააღმდეგ, რომლის გამოც მრავალი არქეოლოგიური ობიექტი დაიტბორა. მისი წყალობით წყლის დონე შეამცირეს და არქეოლოგიური ობიექტები დატბორვას გადაურჩა.[3]
2004 წელს ჩამბელს ნიდერლანდებში პრინცი კლაუსის პრემია გადაეცა.[2] პრიზის გადაცემის მიზეზად ჟიურის მოხსენებაში ეწერა: „საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების სამაშველო სამუშაოების ჩატარების, ქვის ძეგლების აღდგენისა და მნიშვნელოვანი თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის სათანადო კონსერვაციის უზრუნველსაყოფად, ასევე სტამბოლის უნივერსიტეტში პრეისტორიული არქეოლოგიის კათედრის დაარსებისათვის“.[8]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ სტამბოლში დაბრუნებისას, მან დაიწყო ურთიერთობა კომუნისტ პოეტთან და ჟურნალისტთან ნაილ ჩაქირჰანთან, რომელიც მოგვიანებით ცნობილი არქიტექტორი გახდა.[2] ისინი დაქორწინებულები იყვნენ 70 წლის განმავლობაში, 2008 წლის ოქტომბერში ნაილის გარდაცვალებამდე.
ჩამბელი გარდაიცვალა 97 წლის ასაკში სტამბოლში, 2014 წლის 12 იანვარს.[9] სტამბოლის უნივერსიტეტის ხელნაწერთა ფაკულტეტზე ჩატარებული ღონისძიებების შემდეგ ჰალეთი აქიაქაში, მუღლის პროვინციაში გადაასვენეს და ქმრის გვერდით დაკრძალეს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Suseven, Bahar. Halet Çambel. Friends of Akyaka and Gökova. ციტირების თარიღი: 25 July 2013
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Halet Çambel – obituary“. The Daily Telegraph. 23 January 2014. ციტირების თარიღი: 25 January 2014.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 „Halet Çambel vefat etti Hitler'in elini sıkmamıştı“. Cumhuriyet (Turkish). 12 January 2016. ციტირების თარიღი: 26 April 2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 An archaeologist digs through her life. Nature News (7 July 2010). ციტირების თარიღი: 9 July 2010
- ↑ Karatepe-Aslantaş Azatawitaya ve Halet Çanbel Turkish. Arkeoloji Dünyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 26 April 2016
- ↑ Halet Çambel Olympic Results. sports-reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 6 June 2010
- ↑ Sattar, Marium (30 May 2012). „New fields to conquer for Muslim sportswomen“. The Daily Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 20 June 2012.
- ↑ Bozyap, Aylin (12 August 2012). „Pioneering Olympian Halet Cambel, who snubbed Hitler“. BBC Turkish.
- ↑ The 2004 Prince Claus Awards – Report from the jury. Prince Claus Awards, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 9 July 2010
- ↑ „Arkeolog Halet Çambel vefat etti“. CNN Türk. ციტირების თარიღი: 12 January 2014.