ჰაიბახი (ჩეჩ. Хайбахой, Хьайбаха) — სოფელი ჩეჩნეთში, გალანჩოჟის რაიონში, რომელიც თავისი მოსახლეობიანად 1944 წლის ვაინახთა დეპორტაციის დროს სრულიად გაანადგურეს.

სოფელი
ჰაიბახი
Хьайбаха

ჰაიბახის კოშკი, ვ. მილერის ნახატი, 1888 წ.
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა ჩეჩნეთი
რაიონი გალანჩოჟის რაიონი
კოორდინატები 42°52′38″ ჩ. გ. 45°21′28″ ა. გ. / 42.87722° ჩ. გ. 45.35778° ა. გ. / 42.87722; 45.35778
ცენტრის სიმაღლე 1450
ოფიციალური ენა ჩეჩნური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 0 კაცი (2010)
RU
RU
CE
CE

1936-1944 წლებში შედიოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის შემადგენლობაში, 1944-1957 წლებში — საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში[1], ხოლო 1957 წლის სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილების შედეგად, რომელიც მოიცავდა დეპორტირებული ხალხების რეაბილიტაციასა და ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენას, დაუბრუნდა ჩეჩნეთს.

1944 წლის 23 თებერვალს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იწყებს ოპერაციას სახელად „ოსპი“ (რუს. Операция «Чечевица» — ეთიმოლოგია, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩეთა ეთნონიმს), რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩეჩენთა და ინგუშთა მასობრივ გადასახლებას ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. პირველი ორი დღის განმავლობაში დეპორტირებული მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა 330 ათას. ადამიანს[2], ხოლო ჯამში გადასახლებულ იქნა 478 479 ჩეჩენი და ინგუში[3].

დიდთოვლობიდან გამომდინარე ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იყო მაღალმთიან რაიონებში, რის შედეგადაც ნკვდ-ის მე-3 რანგის კომისარმა მიხეილ გვიშიანმა მიიღო გადაწყვეტილება ჰაიბახის რკინიგზის სადგურზე შეკრებილი ადამიანების ცოცხლად დაწვისა შესახებ. 1994 წლის ჩეჩენი ჟურნალისტების მიერ გამოცემულ წიგნში მოჰყავთ გვიშიანის ტელეგრამის ტექსტს[4]:

 
„სრულიად საიდუმლო. სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ამხანაგ ლ. პ. ბერიას. მხოლოდ თქვენთვის. ტრანსპორტირების შეუძლებლობიდან გამომდინარე და ოპერაცია „მთების“ ვადებში დასრულებისთვის, იძულებული ვიყავი გამენადგურებინა 700 მოსახლე სოფელ ჰაიბახში. პოლკოვნიკი გვიშიანი “
(Совершенно секретно. Наркому внутренних дел СССР тов. Л. П. Берия. Только для ваших глаз. В виду не транспортабельности и с целью неукоснительного выполнения в срок операции «Горы», вынужден был ликвидировать более 700 жителей в местечке Хайбах. Полковник Гвишиани)

მიუხედავად იმისა, რომ პუბლიცისტთა და ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოცემული ტელეგრამა ფალსიფიცირებულია 1980-იან წლებში[5], თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ჰაიბახის მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ამაზე საუბრობდნენ გადარჩენილი თვითმხილველები, მეზობელი სოფლების მკვიდრნი და რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც აღუდგნენ ნკვდ-ის მითითებებს[6][7].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საიდ ბიცოევი, Инквизиция: Рассказы очевидца // Комсомольское племя : გაზეთი — 1989 წ.
  • Кровавый пепел Хайбаха: Свидетельства выживших // Комсомольское племя : გაზეთი — 24 აგვისტო, 1989 წ.
  • მარია კატიშევა, Костер в горах // Голос Чечено-Ингушетии : გაზეთი
  1. სერგეი ყარა-მურზა, Советское государство и право в период Великой Отечественной войны, თავი მე-7, 1998 წ., მოსკოვი
  2. ტელეგრამა № 6123, 24.II.1944 ლავრენტი ბერია სწერს იოსებ სტალინს
  3. ტელეგრამა № 6684, 29.II.1944 ლავრენტი ბერია სწერს იოსებ სტალინს
  4. სალმათ გაევი, მუსა ჰადისოვი, თამარა ჩაგაევა. Хайбах: Следствие продолжается. — გროზნო, 1994. — 352 გვ.
  5. ნ. მენდკოვიჩი Хайбахское дело დაარქივებული 2018-03-18 საიტზე Wayback Machine. // Актуальная история.
  6. დეპორტაციების ექო დაარქივებული 2014-04-27 საიტზე Wayback Machine. , მარია კატიშევა
  7. ი. პერლოვსკაია. Преступление войск НКВД при изгнании чеченцев и ингушей зимой 1944 года // Известия : გაზეთი. — 14 მარტი, 1992 წ.