ჰავაის შტატი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰავაი (შტატი))
ჰავაი (Hawaii, Hw) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. კუნძულები 1778 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა. ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით. 1843 წელს — ფრანკო-ბრიტანული კონვენციით გარანტირებული იყო მისი დამოუკიდებლობა კამეჰამეჰას დინასტიის მმართველობით. მეფეები: კამეჰამეჰა IV (1863 წლამდე); კამეჰამეჰა V (1872 წლამდე); უილიამ ლუნალილო (1874 წლამდე); დევიდ კალაკაუა (1891 წლამდე); დედოფალი ლილიუოკალანი (1893 წლამდე). 1887 წელს — მიიღეს კონსტიტუცია. 1894 წელს — გამოცხადდა რესპუბლიკა. 1898 წელს — მიუერთდა აშშ-ს. 1900 წელს — ტერიტორია. 1959 წელს — გახდა აშშ-ის 50-ე შტატი.
- ფართობი — 16,6 ათასი კმ² (20 კუნძული).
- მოსახლეობა — 1,360 ათასი (ევროპელი 34 %, იაპონელი 25 %, ფილიპინელი 14 %, ჰავაელი 12 %, ჩინელი 6 %).
- ქალაქის მოსახლეობა — 86,5 %.
- ქალაქები — ჰონოლულუ (დედაქალაქი), 423 ათასი კოოფაუპოკო, 109 ათასი.
- თავისებურებები — ჰავაი წარმოადგენს 20 ვულკანური კუნძულის ჯაჭვს. უდიდესი მოქმედი ვულკანი მაუნა-კეა (4201 მ) და მთა მაუნა-ლოა (4170 მ).
ჰავაი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | ალოჰას შტატი (ოფიციალური), სამოთხე, ალოჰას კუნძულები | ||||
დევიზი: | შტატის სიცოცხლე დამოკიდებული სამართლიანობაზე | ||||
დედაქალაქი | ჰონოლულუ | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, ჰავაიური | ||||
გუბერნატორი | დევიდ იგე (დ) | ||||
ლეიტენანტ-გუბერნატორი | შენ ცუცუი (დ) | ||||
სენატორები |
ბრაიან შატცი (დ) მეიზი ჰირონო (დ) | ||||
საკანონმდებლო ორგანო | Hawaii State Legislature | ||||
ფართობი | 10 931 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 419 561 (2014 წ) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 214 კაცი/კმ² | ||||
უმაღლესი წერტილი | მაუნა-კეა | ||||
უდაბლესი წერტილი | წყნარი ოკეანე | ||||
შტატი გახდა | მე-50 | ||||
სასაათო სარტყელი | ჰავაი: UTC-10:00 | ||||
საფოსტო აბრევიატურა | HI, US-HI | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | hawaii.gov | ||||
ფოტო გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 587.