ჯუმბერ მამალაძე
ჯუმბერ მამალაძე (დ. 28 იანვარი, 1935, თბილისი) — ქართველი გეოლოგი და მეცნიერი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ჯუმბერ მამალაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1935 (89 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1964 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ფრანგული ენის ორწლიანი კურსები.
1957-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოლოგიური სამმართველოს ტეხურის გეოლოგიურ-საძიებო პარტიაში, ლიახვის გეოლოგიურ-აგეგმვით პარტიაში ინჟინერ-გეოლოგად. 1961-1973 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეული ნალექების შემსწავლელ განყოფილებაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1973 წლიდან მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ჯერ უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, შემდეგ სექტორის ხელმძღვანელად. იკვლევდა კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს, რომელიც საფუძვლად დაედო მის საკვალიფიკაციო ნაშრომს — „კოლხეთის პლეისტოცენური ზღვიური ნალექების სტრატიგრაფია და შავი ზღვის დონის რყევა“ (1973). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება კოლხეთის მეოთხეულ ნალექებს და გეომორფოლოგიური რუკების (ეგზოგენური პროცესები) შედგენას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Морской плейстоцен Колхиды, Тбилиси, „Мецниереба“, 1975, с. 207
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 180