ჯორჯ სუდარშანი
ენაკალ ჩანდი ჯორჯ სუდარშანი (ინგლ. Ennackal Chandy George Sudarshan ; დ. 16 სექტემბერი, 1931 – გ. 14 მაისი, 2018 ) — ინდური წარმოშობის ამერიკელი თეორეტიკოსი. ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯორჯ სუდარშანი | |
---|---|
ინგლ. Ennackal Chandy George Sudarshan ჰინ. एन्नाक्कल चांडी जॉर्ज सुदर्शन | |
დაბ. თარიღი | 16 სექტემბერი, 1931[1] [2] |
დაბ. ადგილი | Pallom |
გარდ. თარიღი | 14 მაისი, 2018[2] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ოსტინი |
მოქალაქეობა |
ინდოეთი აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი[3] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი, Indian Institute of Science, Bengaluru, University of Texas at Austin, Institute of Mathematical Sciences, როჩესტერის უნივერსიტეტი და Tata Institute of Fundamental Research |
ალმა-მატერი | Madras Christian College, როჩესტერის უნივერსიტეტი, University of Madras, CMS College Kottayam და Tata Institute of Fundamental Research |
ჯილდოები | Padma Bhushan, დირაკის ვერცხლის მედალი[4] , Majorana Prize, Padma Vibhushan in science & engineering, CV Raman Award, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, დირაკის მედალი[5] და TWAS Prize for Physics |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯორჯ სუდარშანი დაიბადა კერალას პატარა სოფელ პალამში, სამხრეთ ინდოეთში . საშუალო განათლება მიიღო Church Mission College-ში, [6] 1951 წელს დაამთავრა მადრასის ქრისტიანული კოლეჯი . 1952 წელს მადრასის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ ის სამსახური დაიწყო ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტში (TIFR), სადაც მცირე ხნის განმავლობაში მუშაობდა ჰომი ჯეჰანგირ ბაბას ხელმძღვანელობით. შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში, ჩააბარა როჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო რობერტ მარშაკი.1958 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი.
სამეცნიერო წვლილი
რედაქტირებაჯორჯ სუდარშანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფიზიკის რამდენიმე სფეროს განვითარებაში. რობერტ მარშაკთან ერთად შეიმუშავა სუსტი ურთიერთქმედების VA თეორია, რომელიც მოგვიანებით ხელახლა აღმოაჩინეს რიჩარდ ფეინმანმა და მიურეი გელ-მანმა და საბოლოოდ საფუძველი გახდა ელექტროსუსტი ურთიერთქმედების თეორიის შექმნის. ფეინმანმა 1963 წელს ამის შესახებ განაცხადა:
„VA თეორიის აღმოჩენა განხორციელდა სუდარშანის და მარშაკის მიერ, ხოლო გამოაქვეყნეს ფეინმანმა და გელ-მანმა.“
|
მეცნიერმა ასევე შეიმუშავა თანმიმდევრული გამოსხივების კვანტური წარმოდგენის იდეა. ამ ნამუშევრისთვის როი გლაუბერს 2005 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. საერთო ჯამში მეცნიერმა უდიდესი წვლილი შეიტანა კვანტური ოპტიკის განვითარებაში, შეიმუშავა ეკვივალენტობის თეორემები კლასიკური და კვანტური ოპტიკისთვის, ასევე კვანტური ოპტიკური ფენომენების თეორემები.[7]
სუდარშანი პირველი იყო, ვინც წამოაყენა ტაქიონების არსებობის შესაძლებლობა —ნაწილაკების, რომელთა სიჩქარე აღემატება სინათლეს . ასევე, მისი (და სხვა მეცნიერების) წყალობით, ფართოდ გავრცელდა დინამიური რუქები, რომლებიც გამოიყენება ღია კვანტური სისტემების თეორიის შესასწავლად. ბაიდიანაიტ მისრასტან თანამშრომლობით მან შემოიტანა კვანტური ზენოს ეფექტი.[8]
სუდარშანი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას როჩესტერის უნივერსიტეტში, სირაკუზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდში . 1969 წლიდან ის არის ფიზიკურ მეცნიერებათა პროფესორი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში და ასევე მთავარი პროფესორი ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტში.1980-იან წლებში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორად ინდოეთის ქალაქ ჩენაიში, ამავე დროს შეერთებულ შტატებში ეწეოდა სამეცნიერო პრაქტიკას.
მეცნიერი არაერთხელ შეხვდა ცნობილ ფილოსოფოს ჯიდუ კრიშნამურტის, აწარმოებდა დისკუსიებს მასთან სხვადასხვა თემაზე. ფიზიკის გარდა სუდარშანი ასევე დაკავებული იყო ვედანტას (ინდუიზმის ფილოსოფიის ერთ-ერთი სკოლა) შესწავლით.
დისკუსიები ნობელის პრემიის შესახებ
რედაქტირებანობელის კომიტეტმა არაერთხელ უგულებელყო სუდარშანის სამეცნიერო ნაშრომები, თუმცა სხვა მეცნიერებს მიენიჭათ ნობელის პრემია მსგავსი სამუშაოსთვის. ყველაზე ნათელი მაგალითი დაფიქსირდა 2005 წელს ჯილდოს მინიჭების დროს. არაერთმა ფიზიკოსმა მისწერა წერილი შვედეთის აკადემიას, სადაც საუბრობდნენ, რომ სუდარშანს გლაუბერთან ერთად პრიზი უნდა მიეღო კვანტური ოპტიკის დარგში ჩატარებული სამუშაოსთვის (დიაგონალური წარმოდგენა ან სუდარშან-გლაუბერის წარმოდგენა).
ნობელის კომიტეტს ხშირად აკრიტიკებენ ზოგიერთი მეცნიერის შრომის უგულებელყოფის და იმავე სამეცნიერო კვლევისთვის სხვების დაჯილდოების გამო. [9]
მოგვიანებით, თავად სუდარშანი კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე გაზეთ Hindustan Times -თან. იგი არ მალავდა იმედგაცრუებას კომიტეტის გადაწყვეტილების გამო: [10]
„2005 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭა ჩემს ნაშრომს, მაგრამ მე არ ვიყავი პრემიის მიმღებთა შორის. თითოეული აღმოჩენა, რომელსაც პრემია მიენიჭა, ეფუძნებოდა ჩემს კვლევას....“
|
სუდარშანმა ასევე აღნიშნა, რომ ნობელის კომიტეტმა 1979 წელს გვერდი აუარა მის ნაშრომს:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #122220285 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ https://web.archive.org/web/20180322130304/http://www.science.unsw.edu.au/alumni/dirac-lecture-series
- ↑ https://www.ictp.it/prize/dirac-medal
- ↑ „A proud moment for CMS College: Prof. Sudarshan delights all at his alma mater“. The Hindu. 2008-07-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-02. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
- ↑ The beat of a different drum: The life and science of Richard Feynman. J. Mehra Clarendon Press Oxford, 1994. С. 477.
- ↑ Sudarshan, E.C.G.; Misra, B., "The Zeno’s paradox in quantum theory", Journal of Mathematical Physics 18 (4): 756–763
- ↑ Zhou, Lulu. (2005-12-06) Scientists Question Nobel. The Harvard Crimson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2008-02-22.
- ↑ Mehta, Neha. (2007-04-04) Physicist cries foul over Nobel miss. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-20. ციტირების თარიღი: 2008-02-22.