ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონათან დუაით ჯონსი (დ. 1987 წლის 19 ივლისი) — ამერიკელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მოჩხუბარი ენდიკოტიდან, ნიუ-იორკიდან. ის არის UFC ყოფილი ქვე-მძიმე წონის და ამჟამად მძიმე წონის ჩემპიონი. ჯონსი არის ყველაზე ახალგაზრდა UFC ისტორიაში, რომელმაც ამ ტიტულის დაუფლება შეძლო.ჯონსს პირველი ადგილი უკავია ამჟამად თავისი წონის კატეგორიის რეიტინგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჯონ ჯონსი

ჯონ ჯონსი 2014 წელს
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ჯონათან დუაით ჯონსი
მეტსახელ(ებ)ი ძვლები
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1987
დაბ. ადგილი როჩესტერი, ნიუ იორკი
სიმაღლე 193 სმ
წონა 112 კგ
სპორტი
ქვეყანა აშშ
სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნება
სახეობა აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი (UFC)

შერეული საბრძოლო ხელოვნება

რედაქტირება

ადრეული კარიერა

რედაქტირება

სანამ ჯონსი დაიწყებდა MMA კარიერას, ჯონსი იყო სკოლის და შტატის ჩემპიონი რესლინგში. მან მოიგო ნაციონალური JUCO ჩემპიონატი რომელიც აიოვას შტატში, ცენტრალურლ კოლეჯში მოიგო. მას შემდეგ რაც ჯონსი გადავიდა მორისვილის შტატის კოლეჯში, მან გადაწყვიტა გაენებებინა თავი კოლეჯისთვის, სადაც ის კრიმინალურ გამოძიებაზე სწავლობდა, რასაც მისი MMA კარიერის დაწყება მოჰყვა.

ჯონსის პროფესიონალური დებიუტი MMA-ში გაიმართა 2008 წლის აპრილში. მან ბრწყინვალედ დაიწყო კარიერა, როდესაც პირველ 6 ბრძოლაში 3 თვის მანძილზე ბრწყინვალედ მოახერხა დამთავრება მეტოქესთან. რამაც საბოლოოდ UFC-ის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია, სადაც მას შესთავაზეს ებრძოლა მოგვიანებით გადასვლისთვის, რომელიც 2008 წლის ივლისში უნდა შემდგარიყო.

საბოლოოდ მისი ბოლო ბრძოლა MMA-ში დასრულდა იმით, რომ ჯონსმა მოისეს გებინი ნახევრად მძიმე წონის კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიგო, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ბრძოლის მერე მას შესთავაზეს - მან მიიღო UFC-ისგან კონტრაქტი. რაც შეეხება ამ ბრძოლას, მან მე-2 რაუნდში გათიშა მეტოქე.

ჯონსის UFC დებიუტი გაიმართა ანდე გუზმაოს წინააღმდეგ UFC 87-ის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 9 აგვისტოს. ჯონსი სინამდვილეში ამ ჩხუბისთვის არ იყო განწესილი, თუმცა მოუწია ტრავმირებული ტომაშ დროლის ჩანაცვლება. საბოლოოდ კი ჯონსმა ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი ამ შეხვედრაში, სადაც არაერთხელ დააგდო მეტოქე, მშვენივრად გამოიყენა იდაყვები ჩხუბის მანძილზე და ასევე მუხლსაც ბრწყინვალედ იყენებდა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, საქმე მსაჯებამდე მივიდა, სადაც რა თქმა უნდა გამარჯვებული ახალბედა ჯონსი გამოაცხადეს.

ჯონსის მეორე ბრძოლა მოხდა ვეტერანი სტეფან ბონერას წინააღმდეგ UFC 94-ის ღონისძიებაზე რომელიჩ 2009 წლის 31 იანვარს ჩატარდა. ჯონსმა ამ ბრძოლაში შესანიშნავად გამოიჩინა თავი იმაში, რაც ყველაზე მეტად იცის - რესლინგის ილეთები, მძიმე დანარცხებები მეტოქის და ძლიერი დაგდებები, მათ შორის კი ერთ-ერთი suplex-ი იყო (როდესაც ზურგიდან უდგეხარ მეტოქეს, შებოჭილი წევს ჰაერში და ანარცხებ შენგან ზურგის მხარეს). მან კვლავ ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი, როგორც ეს მის დებიუტში მოხდა, ასევე მოახერხა პირველ რაუნდში ბონერის ფეხის დაჭერა თუმცა ბოლომდე ვერ დასცალდა ეს მომენტი. მიუხედავად ყველაფრისა, ჯონსმა ვერ მოახერხა გამარჯვება 3 რაუნდში და საბოლოოდ საქმე აქაც მსაჯებამდე მივიდა, სადაც კვლავ გამარჯვება ჯონს დარჩა.

ჯონსის მესამე ბრძოლა გაიმართა ჯეიქ ობრაიანის წინააღმდეგ UFC 100-ის ღონისძიებაზე, 2009 წლის 11 ივლისს. ჯონსი აკონტროლებდა ბრძოლის უმეტეს ნაწილს, სადაც მან ასევე რამდენიმეჯერ შეძლო მეტოქის დაგდება. ჯონსი ცდილობდა ფრთხილად ეჩხუბა და გამოეყენებინა მისი შანსები პირველივე რაუნდში, ამიტომ ხშირად ასრულებდა ფეხით მაღალ და დავალ დარტყმებს. საბოლოოდ კი ჯონსმა ობრაიანის კისრის დაჭერა მოახერხა, რასაც ობრაიანის მახრჩობელა ილეთით გაება და დანებდა კიდეც მეორე რაუნდში.

2009 წლის სექტემბერში, ჯონსი დაჯილდოებული იქნა ამ გამარჯვებების გამო ახალი 4 წლიანი კონტრაქტით UFC-ისგან.

2009 წლის 5 დეკემბერს, ჯონსი შეხვდა მეთ ჰემილს The Ultimate Fighter-ზე, სადაც ნახევრად მძიმე წონის ფინალი იყო. მიუხედავად იმისა რომ ჯონსი აშკარად დომინირებდა ჩხუბს, იგი იქნა დისკვალიფიცირებული, რადგან გამოიყენა აკრძალიული 12-6 საათის მიმართულებით იდაყვი. შერეული საბრძოლო ხელოვნების წესების თანახმად, ჯონსს ამის გულისთვის 1 საჯარიმო ქულა ეკუთვნოდა, თუმცა ჰემილმა ვერ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, რის შედეგადაც ჯონსი იქნა დისკვალიფიცირებული ზუსტად ამ თავდასხმის გამო. გამეორებამ ანახა რომ ჯონსის იდაყვი მოხდა უკვე სისხლიან და გატეხილ ჰემილის ცხვირზე. რასაც საბოლოოდ მოჰყვა ის რომ ნევადაში შემოიოღეს ვიდეო გამეორება, სადაც მსაჯის გადაწყვეტილებასთან ერთად, გადაწყვეტის უფლება ააქვს მხარდამჭერ კომისიას რომელსაც შეუძლია ნახოს სუპერ შენელებული კადრით.

ჯონსმა შემდეგი ჩხუბი გამართა ბრენდონ ვერას წინააღმდეგ 2010 წლის 21 მარტს, ღონისძიების სახელწოდება ზუსტადაც რომ ესე ჯღერდა: UFC Live: Vera vs. Jones. ჯონ ჯონსმა მოახერხა და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა (იდაყვი). ასევე ამის გარდა, ვერას სამ ადგილზე ჰქონდა სახეზე დაზიანება. ჯონსმა ბრძოლასთან ერთად, "საღამოს ნოკაუტი" ჯილდო მოიგო.

ჯონსმა შემდეგ ბრძოლაში კი ყოფილი IFL მსუბუქ მძიმე წონიან კატეგორიის ჩემპიონი ვლადიმირ მათუშენკო დაამარცხა ტექნიკური ნოკაუტით პირველი რაუნდის 1:52 წამზე, ღონისძიება კი 2010 წლის 1 აგვისტოს გაიმართა სახელად UFC Live: Jones vs. Matyushenko. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა პირობა მისცა ჯონს, რომ უფრო დიდ საპასუხიმგებლო შეჯიბრს მოუწყობდა, თუ მათუშენკოს დაამარცხებდა.

მიმდინარე საღამოს, UFC პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა: "ვლადიმირ მათუშენკო არის პიროვნება, ვის მიმართაც დიდი პატივისცემა გამაჩნია, ამიტომ არა მეგონა ეს თუ ასე ადვილად დამთავრდებოდა. ჯონსი უკვე ნამდვილი გარიგებას გაართვა თავი და მან კატაპულტირება მოახდინა დღეს საღამოს მსოფლიოს ტოპ 8-ში. მან ეს ყველაფერი დღეს საღამოს გაამკვრივა და დამიკვიდრა ადგილი. ეს ბავშვი შედის იმ 8 საუკეთესოში, რომელიც ამ დივიზიონში ასპარეზობს. ის ახერხებს იყოს ფოკუსირებული და გააგრძელოს სწორი მიმართულებები ვარჯიშზე. ის არის ჭკვიანი, ის აპირებ, რომ გამოიმუშავოს დიდი ოდენობით ფული - ეს ბავშვი აპირებს რომ ყველაფერი გააკეთოს კარგად. ამ წუთას, 205 ფაუნდის დივიზინში, ყველა ცდილობს იჩხუბოს ერთი მეორეს წინააღმდეგ. როდესაც ბოლი და მტვერი გაიწმინდება, ჯონ ჯონსი შემდეგ ბრძოლას ჩაატარებს იმ 8 ადამიანიდან ერთ-ერთთან, რომლებიც ამ მსოფლიოს ტოპ 8-ში შედიან."

მას შემდეგ რაც ჯონსმა დაამარცხა მათუშენკო, მან მოისურვა ჰქონოდა შემდეგი ბრძოლა იმასთან, ვინც "ტოპ სამეულში" შედის.

ჯონსმა ასევე აღნიშნა ინტერვიუში, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა ანტონიო ნოგერას და რაიან ბადერს შორის გამარჯვებულს. ასევე აღინიშნა რომ ჯონსს ადრე ჰქონდა შანსი ებრძოლა ნოგერასთან, მარა ეს შანში გაუშვა ხელიდან. ასევე ჯონსმა აღიარა ინტერვიუში, რომ დანა უაითისგან იყო ინფორმირებული, თუ შემდეგ 2 ბრძოლას მოიგებდა, მას ექნებოდა შანსი ებრძოლა ტიტულისთვის.

დანა უაითმა მალევე დაადასტურა, რომ ჯონსი შეხვდებოდა ჯერ კიდევ დაუმარცხებელ რაიან ბადერს 2011 წლის 5 თებერვალს, UFC 126-ზე. ჯონსმა საბოლოოდ მოახერხა ბადერის დამარცხება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე პირველი გამოდგა რაიანისთვის. უფრო მეტიც, ჯონსმა შეძლო და მეტოქე დაიჭირა მახრჩობელა ილეთით, რასაც რაიანის დანებების ხელის დარტყმის გარდა, არაფერი დარჩენოდა. ჯონსი მოგების გარდა, ასევე დაჯილდოებული იქნა "საღამო დანებების" ჯილდოთი.

ამ ბრძოლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჯონს მოუწევდა UFC ნახევრად მძიმე წონის კატერგორიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაურისიო "შოგან" რუას წინააღმდეგ. ეს კი იმას მოჰყვა, რომ პირველად დაგეგმილი იყო მოქმედ ჩემპიონ რუასთან რაშად ევანზის ჩხუბი, თუმცა ამ უკანასკნელმა მუხლის ტრავმა მიიღო და მისი ადგილი ზუსტადაც რომ ჯონსმა ჩაანაცვლა.

ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონობა

რედაქტირება

UFC 128-ზე, ჯონსმა შეძლო და დაამარცხა მაურისიო რუა მესამე რაუნდის 2:37 წამზე TKO-თი, რითაც შეძლო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა UFC ჩემპიონი, ტურნირის არსებობის ისტორიის მანძილზე. მას შემდეგ რაც მესამე რაუნდში დომინირება დაიწყო ჯონსმა, მან შეძლო მუხლის სხეულში მორტყმა, რითაც მოქმედი ჩემპიონის - შოგანის დავარდნა მოჰყვა, ხოლო მსაჯს ისღა დარჩენოდა გაეჩერებინა შეხვედრა.

ქამრის დაცვა

რედაქტირება

მისი პირველი ქამრის დაცვა მოხდა 2011 წლის 6 აგვისტოს UFC 133-ის დროს, რომელიც თავდაპირველად მის ყოფილ მეგობარს და ყოფილ თანაგუნდელთან რაშად ევანზის წინააღმდეგ იგეგმებოდა, მაგრამ ჯონსმა ხელის ტრავმა მიიღო, სადაც გაცხადებული იყო, რომ ამის განკურნვა გარკვეულ დროს დაიკავებდა, თუმცა ექიმების დახმარებით მან განკურნება მალე მოახერხა. საბოლოოდ კი პირველად ქამრის დაცვა მოუწია 2011 წლის 24 სექტემბერს ქუინტონ "რამფეიჯ" ჯექსონის წინააღმდეგ UFC 135-ზე. ჯონსმა გამარჯვება მოიპოვა მეოთხე რაუნდის 1:14 წამზე, როდესაც ჯექსონი მას დანებდა.

ჯონსი ევანზის წინააღმდეგ, მეორეჯერ იყო დაგეგმილი 2011 წლის 10 დეკემბერს UFC 140-ზე. თუმცა ამჯერად ტრავმა ევანზი შეაკავა და ჯონს მოუწია დაპირისპირება ლაიოტო მაჩიდასთან იგივე ღონისძიებაზე. ჯონსმა წარმატებით დაიცვა მისი ქამარი, როდესაც მეორე რაუნდის 4:26 წამზე მან ფაქტობრივად გაგუდა მაჩიდა და გათიშული ბრაზილიელი მართლაც რომ მოწყვეტით დაეცა (ფეხზე დგომის დროს მან ხელით გაგუდა).

ჯონსი და ევანზის შეხვედრა საბოლოოდ 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა, როდესაც მსაჯების გადაწყვეტით ჯონსმა გაიმარჯვა (49-46, 49-46, 50-45 ქულებით), ეს კი UFC 145-ზე მოხდა.

ამ ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, UFC-ის პრეზიდენტმა - დანა ვაითმა დაადასტურა, რომ ჯონ ჯონსის შემდეგი მეტოქე იქნება დენ ჰენდერსონი.

პერსონალური ცხოვრება

რედაქტირება

ჯონსს და მის მეუღლეს - ჯესი მოსის ჰყავთ ორ ქალიშვილი: ლიე რომელიც დაიბადა 2008 წლის 11 ივლისს და კარმენ ნიკოლ ჯონსი, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დაიბადა. ჯონსს სჯერა, რომ დალაგებული ოჯახური ცხოვრება ეხმარება მას იყოს ფოკუსირებული ვარჯიშზე.

ჯონსის უფროსი ძმა - არტური არის ამერიკული ფეხბურთის დაცვის ხაზის მოთამაშე ბალტიმორ რავენსში. ხოლო ჯონსის პატარა ძმა ჩენდლერი, არის დაცვის ხაზის მოთამაშე ასევე ამერიკული ფეხბურთის გუნდ - ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი. ჯონსის უფროსი და, კარმენი კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ვიდრე ჯონსი 18 წლის გახდებოდა, ვისი სახელიც ჰქვია საბოლოოდ ჯონსის ქალიშვილს.

ასევე უნდა ითქვას რომ ჯონსი არის ქრისტიანი.

ჯონსი ვარჯიშობდა BombSquad-ის გუნდთან ერთად, ნიუ-იორკის ქალაქ კორტლენდში, შემდეგ კი მონრეალში გადავიდა სადაც Tristar Gym-ში დაიწყო ვარჯიში. ამჟამად კი ვარჯიშობს ალბუკერკში ნიუ-მექსიკო.

ჩემპიონობა და მიღწევები

რედაქტირება

რესლინგი

რედაქტირება
  • ნაციონალური ახალგაზრდული კოლეჯის ათლეტური ასოციაცია (NJCAA):

აიოვას საზოგადოებრივი კოლეჯის ჩემპიონი (2006); ყველა ამერიკელი იაოვას საზოგადოებრივ ცენტრალურ კოლეჯში;

  • ნაციონალური სკოლის მწვრთნელის ასოციაცია (NHSCA):

მოზარდი ყველა ამერიკელი (2005);

  • ნიუ-იორკის შტატის საჯარო სკოლის ათლეტთა ასოციაცია (NYSPHSAA):

პირველი დივიზიონის შტატის ჩემპიონი ენდიკოტის სკოლაში;

  • აშშ რესლინგი:

ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალგაზრდა ბრძნულ-რომაული რეგიონალური ჩემპიონი (2004);

შერეული საბრძოლო ხელოვნება

რედაქტირება
  • ESPN:
    • 2011 წელი - წლის მებრძოლი;
  • FIGHT! (ჟურნალი):
    • 2009 წელი - წლის ახალბედა;[75]
  • Sherdog:
    • 2009 წელი: წლის მებრძოლის შეღწევა;
    • 2010 წელი: ყველა-მოძალადე პირველი გუნდი;
    • 2011 წელი: ყველა-მოძალადე პირველი გუნდი;
    • 2011 წელი: წლის გატეხვა მეტოქის - მაურისიო რუას წინააღმდეგ;
    • 2011 წელი: წლის მებრძოლი;
  • Spike კაცების რჩეული დაჯილდოება:
    • 2011 წელი: ყველაზე საშიში კაცი;
    • Ultimate Fighting Championship (UFC):
    • UFC ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი (ერთხელ, ახლანდელი);
    • სამი წარმატებული ქამრის დაცვა;
    • საღამოს გათიშვა (ერთხელ);
    • საღამოს დანებება (ერთხელ);
    • საღამოს ბრძოლა (ორჯერ);
    • ყველაზე ახალგაზრდა UFC ჩემპიონი (23 წლის და 242 დღის);
    • ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი UFC-ში, რომელმაც ქამარი დაიცვა (24 წლის და 67 დღის);
  • აშშ კიქბოქსინგის ასოციაცია (USKBA):
    • მსუბუქი მძიმე წონის ჩემპიონი (ერთხელ);
  • მსოფლიო MMA ჯილდოები:
    • 2010 წელი: შემოღწეული წლის მებრძოლი;
    • 2011 წელი: წლის მებრძოლი;
  • რესლინგის დაკვირვების საიხლე:
    • 2011 წელი: ყველაზე ცნობილი მებრძოლი;

შერეული საბრძოლო ხელოვნების შედეგი

რედაქტირება
პროფესიონალური ჩანაწერი
29 ბრძოლა 27 გამარჯვება 1 წაგება
ნოკაუტი 10 0
მტკივნეული ილეთი/დანებება 7 0
გადაწყვეტილება 10 0
დისკვალიფიკაცია 0 1
შედეგი ჩანაწერი მეტოქე მეთოდი ღონისძიება თარიღი რაუნდი დრო ადგილი აღსანიშნავი ფაქტი
მოგება 18-1 ჩეილ სონენი ტექნიკური ნოკაუტი (იდაყვები და მუშტები) UFC 159 27 აპრილი, 2013 1 4:33 ნიუარკი, ნიუჯერსი, აშშ დაიცვა UFC ქვემძიმე წონის ჩეპიონის ტიტული;
მოგება 17-1 ვიტორ ბელფორტი მტკივნეული (ამერიკანა) UFC 152 22 სექტემბერი, 2012 4 00:54 ტორონტო, ონტარიო, კანადა დაიცვა UFC ქვემძიმე წონის ჩეპიონის ტიტული; საღამოს საუკეთესო მტკივნეული ილეთი
მოგება 16-1 რაშად ევანზი გადაწყვეტილება (ერთსულოვანი) UFC 145 21 აპრილი, 2012 5 5:00 ჯორჯია, აშშ დაიცვა UFC ქვემძიმე წონის ჩეპიონის ტიტული;
მოგება 15-1 ლიოტო მაჩიდა მტკივნეული (გილიოტინა დგომში) UFC 140 10 დეკემბერი, 2011 2 4:26 ონტარიო, კანადა დაიცვა UFC ქვემძიმე წონის ჩეპიონის ტიტული; საღამოს ბრძოლა;
მოგება 14-1 ქუინტონ ჯექსონი მტკივნეული (კისერში უკნიდან გაგუდვა) UFC 135 24 სექტემბერი, 2011 4 1:14 კოლორადო, აშშ დაიცვა UFC ქვემძიმე წონის ჩეპიონის ტიტული; საღამოს ბრძოლა;
მოგება 13-1 მაურისიო რუა ტექნიკური ნოკაუტი (მუშტები და მუხლი) UFC 128 19 მარტი, 2011 3 2:37 ნიუ-ჯერსი, აშშ მოიგო UFC ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული
მოგება 12-1 რაიან ბადერი მტკივნეული (გილიოტონა) UFC 126 5 თებერვალი, 2011 2 4:20 ნევადა, აშშ საღამოს საუკეთესო მტკივნეული ილეთი
მოგება 11-1 ვლადიმირ მატიუშენკო ტექნიკური ნოკაუტი (იდაყვები) UFC Live: ჯონსი vs. მათუშენკო 1 აგვისტო, 2010 1 1:52 კალიფორნია, აშშ
მოგება 10-1 ბრენდონ ვერა ტექნიკური ნოკაუტი (იდაყვები და მუშტები) UFC Live: ვერა vs. ჯონსი 21 მარტი, 2010 1 3:19 კოლორადო, აშშ ღამის ნოკაუტი
წაგება 9-1 მეთ ჰემილი დისკვალიფიკაცია (იდაყვების არალეგალური ქვედარტყმები) The Ultimate Fighter: მსუბუქ მძიმე წონის ფინალი 5 დეკემბერი, 2009 1 4:14 ნევადა, აშშ ჯონსმა დისკვალიფიცირებული იქნა იდაყვების 6/12 გამოყენებისთვის
მოგება 9-0 ჯეიკ ობრაიანი მტკივნეული (გილიოტინა) UFC 100 11 ივლისი, 2009 2 2:43 ნევადა, აშშ
მოგება 8-0 სტეფან ბონერი გადაწყვეტილება (ერთსულოვანი) UFC 94 31 იანვარი, 2009 3 5:00 ნევადა, აშშ
მოგება 7-0 ანდრე გუზმაო გადაწყვეტილება (ერთსულოვანი) UFC 87 9 აგვისტო, 2008 3 5:00 მინესოტა, აშშ UFC დებიუტი
მოგება 6-0 მოისეს გებინი ტექნიკური ნოკაუტი (მუშტები) Battle Cage Xtreme 5 12 ივლისი, 2008 2 1:58 ნიუ-ჯერსი, აშშ მოიგო USKBA მსუბუქი მძიმე წონის ჩემპიონობა
მოგება 5-0 პარკერ პორტერი ნოკაუტი (მუშტები) World Championship Fighting 3 20 ივნისი, 2008 1 0:36 მასაჩუსეტსი, აშშ
მოგება 4-0 რაიან ვერეტი ტექნიკური ნოკაუტი (მუშტები) USFL: War in the Woods 3 9 მაისი, 2008 1 0:14 კონექტიკუტი, აშშ
მოგება 3-0 ენტონი პინა მტკივნეული (გილიოტინა) Ice Fighter 25 აპრილი, 2008 1 1:15 მასაჩუსეტსი, აშშ
მოგება 2-0 კარლოს ედუარდო ნოკაუტი (მუშტები) Battle Cage Xtreme 4 19 აპრილი, 2008 3 0:24 ნიუ-ჯერსი, აშშ
მოგება 1-0 ბრედ ბერნარდი ტექნიკური ნოკაუტი (მუშტები) FFP: Untamed 20 12 აპრილი, 2008 1 1:32 მასაჩუსეტსი, აშშ

მნიშნველობები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ჯონსი“-დან