შერეული საბრძოლო ხელოვნება
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
შერეული საბრძოლო ხელოვნება, შერეული ორთაბრძოლები (ინგლ. Mixed Martial Arts, შემოკლ. MMA) — სრულად კონტაქტური საბრძოლო სპორტი, რომელშიც შერწყმულია დარტყმის, ჭიდაობისა და გრეპლინგის ტექნიკა. წარმოიშვა მე-20 საუკუნეში. მის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზაცია UFC-ის, რომელიც ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ამ სპორტში.[1]
ისტორია
რედაქტირებაანტიკური დრო
რედაქტირებაუძველესი დროიდან ადამიანები დაინტერესებული იყვნენ ხელჩართული ბრძოლით ამიტომ მუდმივად ცდილობდნენ მის განვითარებას ამიტომაც ჩამოყალიბდა უამრავი სპორტები რომლებშიც განვითარებული იყო დარტყმისა თუ საჭიდაო ტექნიკები თუმცა ისეთ საბრძოლო სპორტი როგორიც არის ჭიდაობა არ მოისაზრემბს დარტყმას ხოლო ისეთი საბრძოლო სპორტი როგორიც არის კარატე არ მოიაზრებს საჭიდაო ტექნიკებს .
ადრეულ დროში მხოლოდ რამდენიმე სპორტი იყო, რომლებიც თითქმის ყველა საბრძოლო დისციპლინას მოიაზრებდა, მაგალითად პანკრატიონი და იაპონური ჯიუ-ჯიცუ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თანამედროვე დროში მათ ვერ მოიკიდეს ფეხი, როგორც სრულყოფილმა საბრძოლო სახეობებმა.
თანამედროვე-ერა წინამორბედები
რედაქტირება19-20 საუკუნეებში კინო ინდუსტრიის განივთარებამ დიდი წვლილი შეიტანა საბრძოლო ხელოვნებების პოპულარიზაციაში დასავლურმა ცივლიზაციამ შეიტყო ისეთი სპორტების შესახებ როგორებიც არის კარატე, კუნგ-ფუ, მუაი ტაი და ასე შემდეგ, რამაც ბუნებრივია გააჩინა კითხვები თუ რომელი საბრძოლო ხელოვნება იყო უკეთესი მაგრამ მათი შეხვედრა ვერა და ვერ ხდებოდა რადგან არავის სურდა რადგან არავის სურდა შეხვედროდა მეტოექეს მის დიციპლინაში. რამდენიმე გადაკვეთა მაინც მოხდა მაგალითად 60 იანებში მოხდა კარატისა და მუაი ტაის გადაკვეთა სადაც ღია წესებით კარატისტები აბსოლუტურად განადგურდნენ შემდეგ კარატისტებმა შექმნეს ბრძოლა შუალედური წესებით და ასე შეიქმნა კიკბქოსინგი. ასევე იყო გადაკვეთა ფრანგი სავატეს მებრძოლებსა და ინგლისელ მუშტი კრივის მებრძოლებში , ასევე იყო დაპირისპირებები იაპონიაში მოკრივეებსა და კარატისტებს შორის. მაგრამ რეალური საშუალება არავის მისცემია თავის დისციპლინების გარეთ სრული შესაძლებლობებით ებრძოლათ.
საბრძოლო ხელოვნებების ოსტატები მაშინ საკმაოდ შეზღუდულები იყვნენ და თვლიდნენ რომ მხოლოდ მათი გზა იყო სწორი მაშინ სწორად არ მიიჩნეოდა კონკრეტული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი პარალერულად სხვა საბრძოლო სახეობებითაც დიანტერესებულიყო .
თუმცა 1960-იანებში ამერიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა შეეცვალა ყველაფერი. ეს ადამინი იყო ბრიუს ლი. ბრიუსი იყო კუნგ-ფუს წარმომადგენელი, თუმცა ის იყო გახსნილი აზროვნების ადამიანი და შეისწავლა ყველა საბრძოლო ხელოვნება, რისი საშუალებაც ქონდა.
ბრიუსს ჯეროდა რომ საუკეთესო მებრძოლი არ იყო არც კუნგ-ფუს, ძიუდოს, კრივის ან კარატეს წარმომადგენელი, არამედ ის, ვისაც შეეძლო ნებისმიერი სტილის გამოყენება შესაბამის დროს. მან ჩამოაყალიბა საკუთარი საბრძოლო ხელოვნების მიმდინარეობა, სადაც გააერთინა საუკეთესო ტექნიკა ყველა საბრძოლო ხელოვნებიდან. ბრიუსი იყო ალბათ პირველი ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა შერეული საბრძოლო ხელოვნებების მცნებას და ნათელი გახადა ის, რომ საბრძოლო ხელოვნებების შერწყმას მივყავართ საუკეთესო შედეგებამდე.
რაც დრო გადიოდა მით უფრო ხშირი ხდებოდა სინთეზური ბრძოლები, როცა 2 დისციპლინა ეკვეთებოდა ერთმანეთს და ხალხს არ ასვენებდა შეკითხვა თუ რომელი საბრძოლო ხელოვნება იყო საუკეთესო მსოფლიოში.
თანამედრივე ერა MMA ის დაბადება
რედაქტირებასაბრძოლო ხელოვნებების განვითარებას ხელი შეუწყო ისეთი ტიპის ბრძოლების ჩამოყალიბებამ სადაც შერეული იყო დარტყმისა და ჭიდოაბის ტექნიკები რაც უფრო მეტია ბრძოლაში შესაძლებლობა მით უფრო კარგად ვიგებთ ვინ უფრო უკეთესი მებრძოლია.
ასეთი ბრძოლებს ორგანიზაციები ძირითადად ატარებდნენ იაპონიაში მაგრამ მათ ქონდათ უცნაური წესები რაც კვლავ ბევრ კითხვას ტოვებდა რადგან ორგანიზაციები გათვლილი იყო შოუზე და ძალიან ძალადობრივი სანახაობები იაპონელ მაყურებელს არ იზიდავდა აუცილებლად აღსანიშნია ორგანიზაცია პანკრასი მაგრამ მიუხედავად რეალური ბრძოლისა ძალიან იყო მიმსგავესბული პრო ვრესლინგს . 1993 წლის ნოემბერს სრულად შეიცვალა საბრძოლო სამყარო როცა გრეისების ოჯახმა დაარსეს ორგანიზაცია UFC ეს ორგანიზაცია განსხვავებული შემდეგი მიზეზების გამო იყო ბრძოლები ტარდებოდა რვა წახნაგა გალიაში (ოქტაგონი) არ არსებობდა წესები და წონითი კატეგორიები ნებისმიერი სტილისა და ნებისმიერი ზომის ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს და უბრალოდ ჩხუბობდნენ არ ქონდა მნიშცვნელობა ამისთვის რომელ ტექნკიკას გმაოიყენებდნენ იჭიდავებდნენ თუ დაარტყავდნენ ერთმანეთს მთავარი იყო მოგება როცა ორი ადამიანი გალიაში შედის და უბრალოდ ჩხუბობს რელაურად შეიძლება გაარკვიო ვინ არის უკეთესი და ამან გამოიწვია ამ სპორტის პოპულარიზაცია . UFC ის მოყვა PRIDE FC ,StrikeForce და კიდევ სხვა MMA ის ორგანიზაციები და ასე გახდა სპორტი პოპულარული[2]
UFC-ის აღორძინება
რედაქტირებაწესების მიღება
რედაქტირებაUFC იმ თავიდან ისეთი პოპულარობა ვერ პოვა რამდენიმე მიზეზის გამო საწყის ეტაპზე მიზეზი იყო ის რომ ძალიან ბრუტალური ბრძოლები იყო ოქტაგონი სულ სისხლით იყო ხოლმე მორწყული და სერიოზული დაზიანებებიც ხშირი იყო არც ერთ მედიას არ უნდოდა საკუთარ არხზე ეჩვენებინა ბრძოლები სადაც შიშველი მუშტებით ერთამნეთს ან სახეს უჩეხავდნენ ანდაც საზარდულში ან სხვა სუსტ წერტილებში ურტყავდნენ ერთმანეთს. ამიტომაც UFC იმ გადაწყვიტა რომ ცვილებების დრო იყო მათ შემოიღეს წონითი კატეგორიები ხელთათმანები და ელემნეტარული წესები რამაც ბარბაროსული ჩეხაობა ელიტურ საბრძოლო ხელოვნებად გადააქცია , აიკრძალა საზარდულის,თვალის ,კეფის და ყელის არეებში დარტყმა აიკრძალა თავში ფეხის დარტყმა როცა მეტოქე დავარდნილია აიკრძალა კიმანოს ან სხვა საბრძოლო ფორმის ჩასმა დაშვებული იყო მხოლოდ MMA ის შესაბმისი შორტები დაემატა საზარდულისა და კბილბების დამცავების ტარების ვალდებულება . ამ ყველაფერმა განაპირობა საზოგადოებისთვისა და მედიისათვის მიმღებლობა
დენა ვაითი
რედაქტირებაროგორც ჩანს გრეისების ოჯახმა შეძლო შეექმნათ სრულყოფილი საბრძოლო ხელვნებების ტურნირი თუმცა ფინანსური მხარე სწორად ვერ წარმართეს და ორგანიზაცია გაკოტრების პირას იყო ამ დროს ორგანიზაცია იყიდა და სათავეები ხელში აიღო დენა ვაითმა რომელსაც იმ დროისთვის არც ფული ქონდა და არც გამოცდილება მაგრამ შეძლო და ყველაფერი ისე წარმართა რომ დღეს ყველაზე დიდი საბრძოლო ორგანიზაციის მფლობელია.
ჯო როგანი
რედაქტირებაჯო როგანი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოდკასტერი არის რომელიც ასევე გახლავთ UFC ის კომენტატორი ,კომიკოსი,კომედიანტი,მსახიობი და ყოფილი სატელვიზიო წამყავნი. როცა MMA პოპულარული გხდა ამან საფრთხე შეუქმნა კრივისი პოპულარობის დაკარგვას, ამის გამო კრივის პრომოუტერები ,მენეჯერეები და ზოგეირთი მებრძოლი არ იშურებდა კრიტიკას MMA ის მიმართ.ამ დროს UFC ში ბრძოლის შემდეგ ინტერვიუების ჩამწერად მუშაობდა იმ დროისათვის უკვე ცნობილი "არა UFC იდან" ჯო როგანი რომელიც მზად იყო ნებისმიერთან დებატებისათვის თუ რატომ იყო MMA საუეკეთესო საბრძოლო სპორტი როცა კრივის წარმომადგენლები მამლების ჩხუბს და უბრალო ძალადობას უწოდებდნენ შერეულ საბრძოლო ხელოვნებებს ჯო როგანი საპირპიროს უმტკიცებდა და მუდმივად აშნიშნავდა რამდენად ელიტური და მაღალი კლასის სპორტი იყო MMA . UFC ისგან იმ ტალახის ჩამოწმენდაში რომელიც მოაიზრებდა რომ ეს არ იყო სპორტი და უბრალოდ იყო გალიაში ჩეხაობა ჯო როგანს დიდი წვილილი მიუძღვის ორგანიზაციის ადრეულ ეტაპზე გავრცელება დიდ წილად ჯოს დამსახურებაა .
კონორ მაქრგეგორი
რედაქტირებაორგანიზაციია წარმატებული იყო და და კიდევ უფრო წარმატებულს ხდიდნენ მებრძოლები აღმავალ პერიოდზე უამრავი ვარსკვლავი გვახსოვს რომლებიც არა მხოლოდ მათი საბრძოლო უნარებით იზდავდნენ მაყურებლებს არამედ მათი მედია წონით ასეთი იყვნენ: ბროქ ლესნარი,რონდა როუზი,რემფეიჯ ჯექსონი,ტიტო ორტიზი და სხვ., მაგრამ არავის ქონია ისეთი მედიაგავლენა, როგორც კონორ მაკგრეგორს. კონორი იყო ადამიანი ვინც ყველააზე დიდ არეალზე გაავრცელა სპორტი.
სანახაობრივი ბრძოლის სტილი ,უბადლო უნარები მიკროფონთან,განუმეორებელი სტილი, იუმორის შეგრძნება და თავდჯაერებულობა იყო ის რამაც შექმნა სპორტის უდიდესი ვარსკვლავი კონორმა შეძლო და მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს ის ყველაზე გაყიდვადი მებრძოლია სპორტისა და ორგანიზაციის ისტორიაში.
ტერმინი MMA
რედაქტირებატერმინი MMA - არის აბრევიატურა ინგლისური სიტყვის Mixed Martial Arts რაც ქართულად ნიშნავს შერეული საბრძოლო ხელოვნებები თავად ტერმინის მნიშვნელობა ისეთივე მარტივია როგროც ჟღერს და მოიაზრება საბრძოლო ხელოვნებების ყველა სტილის შერევას
ქართველები MMA ში
რედაქტირებაქართველები აქტიურად მოღვაწეობენ MMA ში და უმაღლეს ეშალონებშიც სერიოზული ადგილები უკავიათ 2023 წლისათვის UFC არის 5 ქართველი მებრძოლი აქედან 4 Top15 ში "წონითი კატეგორიის 15 საუკეთესო მებრძოლთა სია"
- ილია თოფურია 66კგ (დივიზიონის მე 4 ნომერი)
- მერაბ დვალიშვილი 61კგ (დივიზიონის მე 2 ნომერი)
- გიგა ჭიკაძე 66 კგ (დივიზიონი მე 8 ნომერი)
- გურამ ქუთათელაძე 70კგ
- რომან დოლიძე 84კგ (დივიზიონის მე 7 ნომერი)
2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ჩემპიონი.[3]
2024 წლის 15 სექტემბერს, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვლი გახდა UFC-ის ჩემპიონი.