ჯონ ფენი (ქიმიკოსი)
ჯონ ბენეტ ფენი (დ. 15 ივნისი, 1917[26] — გ. 10 დეკემბერი, 2010) — ანალიზური ქიმიის ამერიკელი მკვლევარი. 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. ფენმა პრემია კოიჩი ტანაკასთან ერთად მიიღო სპექტომეტრიაში მიღწეული შედეგებისთვის. ფენის წვლილი ძირითადად ელექტრული გამოსხივების იონიზაციის განვითარებას უკავშირდება, რომელიც ჩვეული მეთოდია ფართო მლეკულებისა და თხევადი ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიისას. ფენმა კარიერა 100-ზე მეტი პუბლიკაციით დაასრულა, მათ შორის ერთი წიგნია.
ჯონ ფენი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 ივნისი, 1917[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი[6] [7] [8] [9] [10] |
გარდ. თარიღი | 10 დეკემბერი, 2010[11] [12] [13] [2] [3] [4] [5] (93 წლის) |
გარდ. ადგილი | რიჩმონდი[14] [15] [10] |
დასაფლავებულია | Berea Cemetery[10] |
მოქალაქეობა | აშშ[16] [17] [18] [19] |
საქმიანობა | ქიმიკოსი[20] [21] [22] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი და Berea College |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[23] [24] , ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, უილბერ კროსის მედალი[25] და ჰუმბოლდტის პრემია |
გავლენა მოახდინეს | |
დაიბადა ნიუ-იორკში, შემდეგ კი დიდი დეპრესიის დროს ოჯახთან ერთად კენტუკიში გადავიდა. დაამთავრა ბერეას კოლეჯი, ხოლო ფილოსოფიის დოქტორის წოდება იელის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა ამერიკულ აგროქიმიურ და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბიოტექნოლოგიის კორპორაციაში (Monsanto), ასევე კერძო მკვლევრად, სანამ იელის უნივერსიტეტსა და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებს დაიკავებდა.[27]
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაფენი ნიუ-იორკში დაიბადა და ჰაკენსაკში გაიზარდა. დიდი დეპრესიის დროს ფენის მამა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, მცირე ხნით Fokker Aircraft Company-ში მხაზველადაც მუშაობდა. ვითარების გაუარესების შემდეგ ფენის ოჯახი კენტუკიში, ბერეაში გადასახლდა, სადაც ჯონის დეიდა, ელენ დინმენი ცხოვრობდა და ოჯახს დახმარებაზე დათანხმდა.[28] ფერნმა სკოლა 15 წლის ასაკში დაამთავრა, მაგრამ ასეთ მცირე ასაკში კოლეჯში სწავლას, დამატებითი მეცადინეობები ამჯობინა.[29] ბაკალავრის ხარისხი ბერეას კოლეჯში მიიღო, ხოლო საზაფხულო სკოლა ორგანულ ქიმიაში აიოვას უნივერსიტეტში, ფიზიკურ ქიმიაში კი - პერდიუს უნივერსიტეტებში გაიარა.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება2002 წელს ფენს კოიჩი ტანაკასთან და კურტ ვიუტრიხთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „ბიოლოგიური მაკრომოლეკულების იდენტიფიკაციისა და სტრუქტურული ანალიზის მეთოდების განვითარებისთვის“.[30] ფენსა და ტანაკას პრემია ერთობლივად მიენიჭათ დიდი ბიოლოგიური მოლეკულების ანალიზისთვის მას-სპექტომეტრიის გამოყენებისას იონიზაციის ტექნიკების განვითარებისთვის. ვიუტრიხმა პრემიის ნახევარი მსგავსი მოლეკულებიც ანალიზისთვის ბირთვული მაგნიტური რეზონანსული ტექნიკების განვითარებისთვის დაიმსახურა.[30] ფენისთვის პრემიის მინიჭების უმთავრესი მოტივი ელექტრული გამოსხივების იონიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილი გახდა, რის მეშვეობითაც მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით დიდი მოლეკულების ანალიზი გახდა შესაძლებელი.[31] ფენის სანობელო ლექციის სათაური იყო: „ელექტროგამოსხივების ფრთები მოლეკულური სპილოებისთვის“.[32] ქიმიკოსისთვის პრემია მოულოდნელი აღმოჩნდა, მისი თქმით, „ეს ლატარიის მოგებას ჰგავს, ჯერ კიდევ შოკში ვარ“.[33] დაჯილდოების დროს ფენი ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში მუშაობდა.[31]
ნობელის პრემიის მიღებამდე ფენს არაერთი ჯილდო გადაეცა. კარიერის დასაწყისში ქიმიკოსის კვლევები მოლეკულურ სხივებზე იყო ორიენტირებული, ამიტომაც 1977 წელს მოლეკულური სხივების საერთაშორისო სიმპოზიუმის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1985 წელს მოლეკულური სხივების საერთაშორისო სიმპოზიუმის წევრად.[31] 1982 წელს მეცნიერს ალექსანდრ ჰუმბოლდტის ფონდმა აშშ-ის უფროსი მეცნიერის ჯილდო გადასცა.[31]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაუნივერსიტეტში სწავლის მეორე წლის ბოლოს ფენი მარგარეტ უილსონზე დაქორწინდა.[29] მათ სამი შვილი: ორი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინათ.[34] ფენის მეუღლე 1992 წელს ახალ ზელანდიაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.ვ[29] ფენი ხელმეორედ დაქორწინდა. მეცნიერი 2010 წლის 10 დეკემბერს, რიჩმონდში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.[31]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #172085462 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ John B. Fenn, Nobel Winner Who Studied Large Molecules, Dies at 93 // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2010. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ John Fenn obituary // The Guardian.com — 2011. — ISSN 1756-3224; 1354-4322
- ↑ 10.0 10.1 10.2 Find a Grave — 1996.
- ↑ Week ending Saturday, December 11, 2010
- ↑ Namieśnik J. LC-MS and LC-NMR as Complementary Techniques for the Determination of Pharmaceuticals in Dosage Formulations // Crit. Rev. Anal. Chem. — Taylor & Francis, 2013. — Vol. 43, Iss. 3. — P. 148–175. — 28 p. — ISSN 1040-8347; 1547-6510 — doi:10.1080/10408347.2013.810459
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Kauffman G. Nobel Laureate John Bennett Fenn (1917-2010), Electrospray Ionization Mass Spectrometry Pioneer // The Chemical Educator — 2011. — Vol. 16. — P. 143–148. — ISSN 1430-4171
- ↑ In Memoriam: John B. Fenn // Yale Daily Bulletin — იელის უნივერსიტეტი, 2010.
- ↑ Bernhardt J. Defining the proteome // Genome Biol. — BMC, Springer Science+Business Media, 2005. — Vol. 6, Iss. 12. — P. 360. — ISSN 1465-6906; 1474-760X; 1465-6914; 1474-7596 — doi:10.1186/GB-2005-6-12-360
- ↑ Colquhoun D. R., Schwab K. J., Cole R. N. et al. Detection of norovirus capsid protein in authentic standards and in stool extracts by matrix-assisted laser desorption ionization and nanospray mass spectrometry // Appl. Environ. Microbiol. — ASM, 2006. — Vol. 72, Iss. 4. — P. 2749–2755. — ISSN 0099-2240; 1098-5336; 1070-6291 — doi:10.1128/AEM.72.4.2749-2755.2006
- ↑ Zhu J., Bean H. D., Kuo Y. et al. Fast detection of volatile organic compounds from bacterial cultures by secondary electrospray ionization-mass spectrometry // J. Clin. Microbiol. — ASM, 2010. — Vol. 48, Iss. 12. — P. 4426–4431. — ISSN 0095-1137; 1098-660X; 1070-633X — doi:10.1128/JCM.00392-10
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2004.
- ↑ http://www.nndb.com/company/163/000049016/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2002 — Nobel Foundation.
- ↑ Professor John Fenn // The Times / T. Gallagher — London: Times Media, 2010. — ed. size: 440581 — ISSN 0140-0460; 0956-1382; 1363-7746
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2002 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year
- ↑ Robinson, Carol V. (2011). „John Fenn (1917–2010) Chemist who enabled mass spectrometry to weigh up biology“. Nature. 469 (7330): 300. doi:10.1038/469300a. PMID 21248828.
- ↑ Papers of John B. Fenn, 1948-2010 (bulk 1970-1990). „"Click on 'Fenn Papers Finding Aid 2014' for finding aid to archive."“
- ↑ „Chemist with Kentucky roots wins Nobel“. Louisville, Kentucky: The Courier-Journal. Associated Press. October 10, 2002. p. 4. ციტირების თარიღი: 12 March 2018 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ. თარგი:Open access
- ↑ 29.0 29.1 29.2 John B. Fenn - Autobiography. The Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2010. ციტირების თარიღი: April 2, 2011. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "bio" defined multiple times with different content; $2 - ↑ 30.0 30.1 Press Release: The Nobel Prize in Chemistry 2002. The Nobel Foundation (October 9, 2002). ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 In Memoriam: John B. Fenn. Yale Daily Bulletin (December 15, 2010). ციტირების თარიღი: April 5, 2011.
- ↑ John B. Fenn Nobel Lecture. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: April 5, 2011.
- ↑ For Nobelist educated at Yale, "It's like winning the lottery". Yale Medicine. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2011. ციტირების თარიღი: April 5, 2011.
- ↑ Wynne, Kenneth J. (April 2, 2011). „John Fenn“. The Guardian.