ჯონ მაკლაუდი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ მაკლაუდი (ფიზიოლოგი))

ჯონ ჯეიმზ რიკარდ მაკლაუდი (ინგლ. John James Rickard Macleod; დ. 6 სექტემბერი, 1876, კლუნი, შოტლანდია, — გ. 16 მარტი, 1935, აბერდინი) — შოტლანდიელი ფიზიოლოგი. მისი ძირითადი შრომები ნახშირწყლების მეტაბოლიზმს ეძღვნება. ფრედერიკ ბანტინგთან და ჩარლზ ჰერბერტ ბესტთან ერთად აღმოაჩინა ინსულინი, რისთვისაც 1923 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ფრედერიკ ბანტინგთან ერთად).

ჯონ მაკლაუდი
ინგლ. John James Rickard Macleod
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1876(1876-09-06)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი Clunie
გარდ. თარიღი 16 მარტი, 1935(1935-03-16)[1] [2] [4] [5] [6] (58 წლის)
გარდ. ადგილი აბერდინი[7]
დასაფლავებულია Allenvale Cemetery[8]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ექიმი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი ტორონტოს უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი აბერდინის უნივერსიტეტი და University of Aberdeen School of Medicine
ჯილდოები ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[9] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11] , კანადის მედიცინის დიდების დარბაზი[9] , Cameron Prize of the University of Edinburgh და სამეფო საზოგადოების წევრი[9]

დაამთავრა აბერდინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1898). 1899-1902 წლებში ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიას ასწავლიდა ლონდონის ჰოსპიტალის კოლეჯში. 1903-1918 წლებში იყო ვესტერნ-რეზერვის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი (კლივლენდი, ოჰაიო, ამერიკის შეერთებული შტატები). 1918 წელს მუშაობას შეუდგა ტორონტოს უნივერსიტეტში (ონტარიო, კანადა), სადაც მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ფიზიოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი იყო. ამ დაწესებულებაში ბანტინგთან და ბესტთან ერთად იკვლევდა პანკრეასის სეკრეციის საკითხებს, რასაც შედეგად 1921 წელს ჰორმონ ინსულინის პრეპარატის შექმნა მოჰყვა. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: „პრაქტიკული ფიზიოლოგია“ (Practical Physiology, 1902) და „ფიზიოლოგია და ბიოქიმია თანამედროვე მედიცინაში“ (Physiology and Biochemistry in Modern Medicine, 1918). მაკლაუდი იყო კანადის სამეფო საზოგადოების (1919), ლონდონის სამეფო საზოგადოების (1923), ლონდონის ექიმთა სამეფო კოლეჯის (1930), ედინბურგის სამეფო საზოგადოების (1932) წევრი, ამერიკის ფიზიოლოგიური საზოგადოების (1921-1923) და კანადის სამეფო ინსტიტუტის (1925-1926) პრეზიდენტი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #127449620 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 9.2 https://www.cdnmedhall.ca/laureates/johnmacleod
  10. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1923Nobel Foundation.
  11. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.