ჯოზეფ ერლანგერი (ინგლ. Joseph Erlanger; დ. 17 იანვარი [ძვ. სტ. 5 იანვარი], 1874, სან-ფრანცისკო — გ. 5 დეკემბერი, 1965, სენტ-ლუისი) — ამერიკელი ფიზიოლოგი. 1895 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი. მუშაობდა პროფესორად ჯონ ჰოპკინზის, მედისონის, ვაშინგტონის, სენტ-ლუისის და სხვა უნივერსიტეტების ფიზიოლოგიურ კათედრაზე. 1910 წელს განაგებდა ფიზიოლოგიურ კათედრას ვაშინგტონის უნივერსიტეტში. შეისწავლა და დაადგინა ნერვულ ბოჭკოების მკაფიოდ განსხვავებული ინდივიდუალური თავისებურებანი და გამოყო მათი 3 ტიპი (A, B, C), რომლებიც განსხვავდებიან ერთიმეორისაგან გაღიზიანების ზღურბლით, აგზნების გატარების სიჩქარით და რაქტერული ფაზების ხანგრლივობით. ამ აღმოჩენისათვის ჯოზეფ ერლანგერს ჰერბერტ გესერთან ერთად 1944 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

ჯოზეფ ერლანგერი
Joseph Erlanger nobel.jpg
დაბ. თარიღი 5 იანვარი 1874(1874-01-05)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი სან-ფრანცისკო[4]
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი 1965(1965-12-05)[4] [1] [2] [3] (91 წლის)
გარდ. ადგილი სენტ-ლუისი, მისური, აშშ[4]
მოქალაქეობა აშშ
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი და სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჯონს ჰოპკინზის სამედიცინო სკოლა, კალიფორნიის უნივერსიტეტი და მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Herbert Spencer Gasser
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[5] [6]

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება