ჯოელ მაკივერი (ინგლ. Joel McIver; დ. 1971) — ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი. ცნობილია თხუტმეტი საკუთარი ინგლისურენოვანი წიგნით მუსიკოსებზე და მუსიკალურ ჯგუფებზე. მისი ბესტ-სელერი „სამართლიანობა ყველასათვის: სიმართლე მეტალიკის შესახებ“, რომელიც პირველად 2004 წელს დაიბეჭდა, გაიყიდა დაახლოებით 50 000 ეგზემპლარი და ითარგმნა ცხრა ენაზე. მაკივერის დანარჩენი ნაშრომები მოიცავს სლეიერის, Black Sabbath-ის, Slipknot-ის, Ice Cube-ის, Red Hot Chili Peppers-ის, Queens Of The Stone Age-ისა და სექს პისტოლზის ბიოგრაფიებს. მისი ნაშრომები იყიდება მრავალ მუსიკალურ მაღაზიაში, მათ შორისაა Metal Hammer, Classic Rock, Rolling Stone, Rhythm და Record Collector.

ჯოელ მაკივერი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1971(1971-02-10) (53 წლის)
დაბადების ადგილი დაპინგტონი
საქმიანობა მწერალი და მუსიკალური ჟურნალისტი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[1]
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი და Backwell School

ნილ დენიელზის 2009 წლის წიგნის „ყველა კალამი იწვის: მძიმე მეტალის აღმწერლის სახელმძღვანელო“ შესავალში ვეტერანი მწერალი მარტინ პუპოფი ახასიათებს მაკივერს, როგორც „ჩვენი დროის, ალბათ, საუკეთესო [მუსიკალურ] მწერალს“.[2]

2007 წლის მაისში Blabbermouth.com-ის საშუალებით ჯოელ მაკივერმა გამოაცხადა, რომ წერდა სლეიერის პირველ ბიოგრაფიას, რომელიც გამოქვეყნდებოდა Omnibus Press-ის მხარდაჭერით. ნაწყვეტი ამ წიგნიდან, „სლეიერის სისხლიანი მეფობა“, გამოჩნდა მაკივერის საიტზე 2008 წლის აპრილში. მესამე საბოლოო ნაწილი გამოჩნდა ივნისში. იმავე თვეში წიგნიც გამოჩნდა და დადებითი შეფასებები მიიღო ისეთი გამოცემებისგან, როგორებიცაა Kerrang!, Metal Hammer, Classic Rock, Rock Sound და მრავალი სხვა.

2008 წლის ივლისში მომღერალმა გლენ ჰიუზმა, Deep Purple-ისა და Black Sabbath-ის ყოფილმა წევრმა, გამოაცხადა, რომ ის მაკივერთან ერთად წერდა ავტობიოგრაფიას. 15 აგვისტოს მაკივერი განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული აირონ მეიდენის ვოკალისტის ბრიუს დიკინსონის ბი ბი სი 6 მუსიკალურ რადიო პროგრამაში, პარასკევის როკ შოუ, სადაც სხვა პროექტებთან ერთად განიხილეს გლენ ჰიუზის მომავალი ავტობიოგრაფიაც.

მაკივერის შემდეგი წიგნი იყო „ასი უდიდესი მეტალ გიტარისტი“, რომელიც გამოიცა 2009 წლის იანვარში Jawbone Press-ის მიერ. მაკივერმა Blabbermouth-თან ინტერვიუში განაცხადა:

ვიკიციტატა
„ეს იდეა მას მერე დამებადა, რაც რამდენიმე წლის წინ წავიკითხე „ყველა დროის ასი საუკეთესო მეტალ გიტარისტის სია“ გიტარისტების პოპულარულ ჟურნალში. სიაში შეყვანილნი იყვნენ ნილ იანგისა და კურტ კობეინის მსგავსი არა-მეტალ გიტარისტებიც, ასე რომ მე ჩამოვაყალიბე ჩემი საკუთარი სია, რომელიც შემდეგ 80 000 სიტყვიან წიგნად იქცა. ის ასი გიტარისტი, რომლებიც ჩემს სიაშია, უკრავენ ჭეშმარიტ მეტალს: არავინაა აღებული მძიმე როკ სამყაროდან, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა როკ შრედერებისადმი. ჩემს სიაში მოხვდნენ გიტარისტები მძიმე მეტალიდან, თრეშ მეტალიდან, დეზ მეტალიდან, ბლექ მეტალიდან, პაუერ მეტალიდან, დუმ მეტალიდან და გრაინდკორიდან.[3]

წიგნში პირველ ადგილზე დეივ მასტეინია დასახელებული ჯგუფიდან Megadeth. მან ამ წიგნის შესახებ ჟურნალ Classic Rock-თან 2009 წლის სექტემბრის ინტერვიუში აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ჩემთვის მეტად სასიამოვნო იყო, როცა გავიგე რომ ჯოელი წერდა წიგნებს მეტალიკის შესახებ... ყოველი გვერდის გადაფურცვლისას მე უფრო მეტი აღტაცება მიპყრობდა. მე ვნახე კირკ ჰემეტი და გავიფიქრე: „მადლობა უფალო“. იმ მომენტში მნიშვნელობა არ ჰქონდა [რომელ პოზიციაზე ვიყავი]. ორივე მათგანზე [ჰეტფილდი და ჰემეტი] უკეთესი რომ ვიყავი, ეს ჩემთვის ისე ბევრს ნიშნავდა – ჩემს კარიერაში ეს იყო ერთ-ერთი საყვარელი მაზოლი და მე არასოდეს ვიცოდი, რა მომეხერხებინა მისთვის... ყველაფერი, რაც გავიფიქრე, იყო... „მე გავიმარჯვე!“[4]

2009 წლის თებერვალში მაკივერმა გამოაცხადა, რომ მუშაობდა კიდევ ორ წიგნზე: ერთი იყო ჯგუფ ტულის ბიოგრაფია, ხოლო მეორე მეტალიკის გადაცვლილი ბასისტის, კლიფ ბარტონის, პირველი ბიოგრაფია, რომელსაც შესავალი კირკ ჰემეტმა დაურთო. წიგნები დაიბეჭდა აპრილსა და ივნისსში, შესაბამისად, წერილთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომია მეტალიკის საიტზედაც. კლიფ ბარტონის ბიოგრაფიამ „იცხოვრო, ნიშნავს, მოკვდე. მეტალიკის კლიფ ბარტონის ცხოვრება და სიკვდილი“ დიდ საერთაშორისო აღიარებას მიაღწია. იტალიურ პრეზენტაციაზე მაკივერმა წაიკითხა რამდენიმე აბზაცი წიგნიდან და დაუკრა ბას გიტარაზე სიმღერა No Remorse მეტალიკისადმი მიძღვნილ ჯგუფთან ერთად. ამ შესრულების ხილვა შესაძლებელია საიტზე Youtube.[5]

2010 წლის ოქტომბერში მაკივერმა მომავალში კიდევ ორი წიგნის დაბეჭვდა გამოაცხადა: გიტარისტ რენდი როუდსისა და Motörhead-ის ბიოგრაფიები, ორივეს გამოჩენა მოსალოდნელია 2011 წლის გაზაფხულზე. წიგნებს წინასიტყვაობას დაურთავენ ზაკ ვაილდი და გლენ ჰიუზი, შესაბამისად.[6]

2011 წლის მაისში გამოიცა გლენ ჰიუზის დაპირებული ავტობიოგრაფია სახელწოდებით „Deep Purple და მის მიღმა: მომენტები როკ-ვარსკვლავის ცხოვრებიდან“.[7]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „ექსტრემალური მეტალი“ (2000)
  • „სლიპკნოტი: უნიღბოდ“ (2001)
  • „ნიუ მეტალი: როკისა და პანკის შემდეგი თაობა“ (2002)
  • „აის კუბი: დამოკიდებულება“ (2002)
  • „ერიკა ბადუ: ნეო სოულის პირველი ლედი“ (2003)
  • „სამართლიანობა ყველასათვის: სიმართლე მეტალიკის შესახებ“ (2004)
  • „ექსტრემალური მეტალი II“ (2005)
  • „არავინ იცის: The Queens of the Stone Age-ის ისტორია“ (2005)
  • „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის ალბომის Blood Sugar Sex Magik კეთება“ (2005)
  • „სექს პისტოლსის ალბომის The Great Rock'n'Roll Swindle კეთება“ (2006)
  • „საბათი სისხლიანი შაბათი“ (2006)
  • „სლეიერის სისხლიანი მეფობა“ (2008)
  • „ასი უდიდესი მეტალ გიტარისტი“ (2009)
  • „აშვებული: ტულის ისტორია“ (2009)
  • „იცხოვრო, ნიშნავს, მოკვდე. მეტალიკის კლიფ ბარტონის ცხოვრება და სიკვდილი“ (2009)
  • „სამართლიანობა ყველასათვის: სიმართლე მეტალიკის შესახებ (განახლებული გამოცემა)“ (2009)
  • „წმინდა როკ-ენ-როლერები: The Kings Of Leon-ის ისტორია“ (2010)
  • „შეშლილი მატარებელი: რენდი როადსის მაღალი სიცოცხლე და ტრაგიკული სიკვდილი“ (2011)
  • „Overkill: მოუტერჰედის უთქმელი ისტორია“ (2011)
  • „Deep Purple და მის მიღმა: მომენტები როკ-ვარსკვლავის ცხოვრებიდან“ (გლენ ჰიუზთან ერთად, 2011)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება