ბლეკ-მეტალი
ბლეკ მეტალი (ინგლ. Black Metal) არის მეტალის ერთ-ერთი განხრა, რომელიც განსხვავდება სხვა ჟანრებისგან (დეს/ბრუტალ/დუმ მეტალისგან) თავისი ჟღერადობით და მრავალფეროვნებით. როგორც წესი, ამ ჟანრის ჯგუფების ანოტაციაში მათ მიერ შესრულებული მუსიკის კლასიფიკაცია ხდება ბლეკ მეტალის კონკრეტული განხრის მითითებით — დეს/ბლეკი, დუმ/ბლეკი, პროგრესული/ბლეკი, გოთიკური/ბლეკი, ბრუტალ/ბლეკი და სხვა.
ბლეკ-მეტალი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა | სპიდ მეტალი, თრეშ მეტალი, ჰარდკორ პანკი |
კულტურული წარმომავლობა |
პირველი ტალღა: ადრეული-შუა 1980-იანები, ევროპა მეორე ტალღა: ადრეული 1990-იანები, სკანდინავია |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ვოკალი - ელექტრო გიტარა - ბას გიტარა - დრამები - სინთეზატორი |
ქვეჟანრები | |
სიმფონიური ბლეკ მეტალი - ვიკინგური ბლეკ მეტალი |
ბლეკ მეტალი ითვლება მეტალში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ მიმდინარეობად. ამასთან, იგი განვითარებადია, სხვადასხვა ახალი ჯგუფების დახმარებით, რომლებიც პოსტ ან ახალი ბლეკის განხრით მოღვაწეობენ.
ბლეკ მეტალის ისტორია
რედაქტირებატერმინი Black Metal წარმოიშვა 1982 წელს როცა გამოვიდა ჯგუფ ვენომის იგივე დასახელების ალბომი, ანუ შეიძლება ითქვას ამ ჯგუფმა შემოიტანა ეს ტერმინი ხმარებაში. ვენომი იმ დროისთვის ძალიან მძიმე და ქაოტურ მუსიკას უკრავდა, თრეშ სტილისტიკით თუმცა ეს ძალიან განსხვავდებოდა თრეშისგან, ზოგიერთი სწორედ ვენომს მიიჩნევს ბლეკ მეტალის პირველი ლეგიონის ჯგუფად. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ჯგუფები როგორიცაა Hellhammer (1982), Celtic Frost, Bathory (1983), Sodom (1983), თუმცა შემდგომში Celtic Frost და Bathory ჩამოშორდნენ ბლეკ სტილისტიკას. მიუხედავად ამისა, ჯგუფები ითვლება ბლეკის ფუძემდებლებად.
თავდაპირველად ბლეკი თავისი ჟღერადობით ჰგავდა თრეშ/სპიდ/დესს, თუმცა მეორე ლეგიონის ჯგუფებმა, როგორებიცაა Darkthrone, Burzum ,Mayhem, Immortal, Beherit, 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს მოღვაწეობა მთლიანად შეცვალეს მისი განვითარების გზა და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოაყალიბეს. მუსიკა უფრო მძიმე და სწრაფი გახდა, გასწრაფდა დრამის პარტიებიც, შეიცვალა ვოკალი. ამ პერიოდის ბლეკი ძალიან განსხვავდებოდა 80-იანი წლების ბლეკისგან. ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ბლეკ მიმდინარეობა მალე გახდა პოპულარული მიწისქვეშეთში და სულ მალე შეიქმნა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა Master’s Hammer (ჩეხეთი), Mortuary Drape (1984, იტალია), Mystifier (ბრაზილია), Necromantia (1989), Rotting Chist (1987, საბერძნეთი) და Sigh (იაპონია).
მესამე ლეგიონის ბლეკ მეტალ ჯგუფებმა (90-იანი წლების პირველი ნახევარი)- Emperor , Enslaved (1991), Gorgoroth (1992), Satyricon(1991), Abigor (1993), Summoning (1993), Dissection(1989), Marduk (1990) და Lord Belial (1992) მუსიკა უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი გახადეს, გამოიყენეს თანამედროვე ჟღერადობა და კლავიშის ძველი ჰარმონია, რამაც უფრო საინტერესო გახადა ეს მიმდინარეობა. ამ პერიოდში გამოჩნდა ჯგუფები Isengard, Storm, Wongraven, Vond, რომლებიც ფოლკს იყენებდნენ ბლეკ მუსიკაში.
მეოთხე ლეგიონის ჯგუფებმა (1995 წლიდან დღემდე)- Arcturus, Cruachan, Cradle Of Filth, Pazuzu,Parnassus, Falkenbach, Empyrium, Bal-Sagoth და ა.შ. დაარღვიეს ყველანაირი სტერეოტიპი თუ შეზღუდვები. ისინი იყენებენ ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, მღერიან სხვადასხვა ტონალობაში ქლინით გროლინგით თუ სხვა. ამ პერიოდში ბლეკი იქცა იმ მიმდინარეობად, რომელსაც არანაირი ჩარჩოები არ გააჩნია.
ბლეკ მეტალი და სატანიზმი
რედაქტირებაპირველი ლეგიონის ჯგუფები Venom, Bathory, Hellhammer თაყვანს სცემდნენ თავის სიმღერებში სატანას. ქრისტიანული იდეოლოგიით ისინი სწორედ ასე იქცეოდნენ, თუმცა შემდგომ Bathory უფრო სხვა მხრივ განვითარდა და მისი თაყვანისცემის ობიექტი ვიკინგები და სკანდინავიური ღმერთები გახდნენ.
მეორე და ნაწილობრივ მესამე ლეგიონის ჯგუფები კვლავ სატანიზმს დაუბრუნდნენ. პირველი ჯგუფი რომელიც სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა იყო Burzum, რომელსაც ბრალდება რამდენიმე ეკლესიის დაწვა და შეურაცხყოფა. ყველაზე უცნაური ისაა, რომ პირველი ლეგიონის ჯგუფები, თუნდაც ვენომი, უფრო იუმორით უყურებდა სატანიზმს, ვიდრე სერიოზულად, მაგრამ მეორე ეშელონის ჯგუფებში სატანიზმმა და ტერორიზმმა ძალიან მოიკიდა ფეხი. კერძოდ მათ ჰქონდათ იდეოლოგია, მათი მიზანი იყო განედევნათ ქრისტიანობა სკანდინავიიდან, კერძოდ ნორვეგიიდან, და აღედგინათ ძველი ღმერთების ბატონობა ამ ტერიტორიაზე. ეს ჯგუფები იყვნენ: Burzum, Mayhem, Emperor, Darkthrone, Immortal. ესენი შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიურად ანტიქრისტიანულ ჯგუფებად.
სხვა ქვეყნებშიც ბლეკი ოკულტურ და სატანისტურ ელემენტებს შეიცავდა, შემდგომში ამას დაემატა ნაციონალური ელემენტებიც (ვიკინგური მეტალი). ყველაზე ნათელი წერტილი მესამე და მეოთხე ეშელონის ჯგუფებია, რომლებიც სატანიზმიდან გადავიდნენ ნაციონალურ ტალღაზე და ისეთი ჯგუფები, როგორებცაა Graveland, Behemoth, Varathron, Primordial, უკვე არა სატანას, არამედ თავის ქვეყანას და კულტურას განადიდებდნენ. პოპულარული გახდა ტოლკინის ნაწარმოებების ბლეკ ლირიკაში გამოყენება და მათ მიხედვით ეპიკური ნაწარმოებების შექმნა, ამ პერიოდში ბლეკი უფრო მისტიკური გახდა. თანამედროვე ბლეკში კი სრული თავისუფლებაა: აქ გვხვდება როგორც ოკულტური შინაარსის ჯგუფები, ასევე პირიქით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირება- Ekeroth, Daniel (2008). Swedish Death Metal. Bazillion Points Books. ISBN 978-0-9796163-1-0
- მიშელ მოინიანი. Lords of Chaos: The Bloody Rise of the Satanic Metal Underground. Venice: Feral House, 2006. ISBN 0-922915-48-2
- Kahn-Harris, Keith. Extreme Metal: Music and Culture on the Edge. Oxford: Berg, 2006. ISBN 978-1-84520-399-3
- Christe, Ian. Sound of the Beast: the Complete Headbanging History of Heavy Metal. New York: Harper Collins, 2004.
- A Black Metal Survival Guide. http://faculty.etsu.edu/odonnell/2010spring/engl3130/studentessays/black_metal.htm დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.